რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ შავი ზღვის ზოლზე დამსვენებლებმა

რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ შავი ზღვის ზოლზე დამსვენებლებმა

საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროში შავი ზღვის სანაპიროზე ულტრაიისფერი სხივების ინდექსის მაღალ მაჩვენებელსა და მზის დასხივებისგან მოსალოდნელ საფრთხეზე საუბრობენ.

რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ რუჯის მოყვარულებმა. კითხვებს არემოს დაცვის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნოე მეგრელიშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

სალომე:

მუშაობს თუ არა სეზონზე გარემოს დაცვის სამინისტროს წარმოამდგენლები სანაპირო ზოლზე და როგორი აქტიურობით?

-გარემოს დაცვის სამინისტრომ ახლახან დაიბრუნა ფუნქცია, განახორციელოს რეალური და პროდუქტიული კონტროლი გარემოს დაბინძურებაზე. სწორედ ამ დღეებში მიმდინარეობს ახალი უწყების ჩამოყალიბება, რომელსაც ქვია გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახური. სწორედ ეს სამსახური გაუწევს კონტროლს გარემოს დაბინძურების საკითხებს. ამ უწყების საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ მოხდება უფრო აქტიური და პროდუქტიული ზედამხედველობა გარემოზე და მის დაბინძურებაზე.

მაკა:

სად უნდა გავაგზავნოთ შეტყობინება სანაპირო ზოლის დაბინძურების ფაქტებთან დაკავშირებით?

-როცა გარემოს დაცვითი ზედამხედველობის სამსახური აქტიურად ამოქმედდება, ამის შემდეგ აუცილებლად შეიქმნება ცხელი ხაზი.

მოქალაქეებს შეეძლებათ თითეულ დაფიქსირებულ ფაქტზე შეატყობინონ ზემოთ აღნიშნულ უწყებას, მათ შეტყობინებებზე კი მოხდება მყისიერი რეაგირება.

ნანი:

რა საფრთხეს ქმნის შუადღისას მზის გულზე ყოფნა?

-ამ კითხვას ვრცლად მინდა ვუპასუხო. დავიწყოთ იქიდან რა საფრთხეს ქმნის მზე და რატომ იქმნება ეს საფრთხე?

გასულ საუკუნეში ადამიანმა მოიგონა ისეთი ქიმიური ნივთიერებები რომელიც შეიცავს ქლორისა და ბრომის ატომებს , რომლებიც როგორც შემდგომში აღმოჩნდა აზიანებენ ოზონის შრეს. ოზონის შრე ეს არის საციცოცხლო ფარი რომელიც აკრავს დედამიწას გარშემო და იცავს მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. მზე ასხივებს 3 ტიპის ულტრაიისფერ გამოსხივებას. ესენია ა,ბ და ც ტიპის გამოსხივება. ბ და ც არის მავნე გამოსხივება რომელსაც ოზონის შრე შთანთქავს , იმის მიხედვით თუ რა მდგომარეობაშია ოზონისშრე დედამიწის ამა თუ იმ ტერიტორიაზე. რაც უფრო თხელია ოზონისშრე მით მეთი მავნე ულტრაიისფერი გამოსხივება შემოდის და მით მეტი ზიანი ადგება როგორც ადამიანს ასევე გარემოს.

ეხლა რაც შეეხება მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების უარყოფით ზეგავლენას, ის იწვევს ისეთ უარყოფით მოვლენებს როგორიცაა კანის კიბო,თვალის კატარაქტა და ზოგადად იმუნური სისტემის დაქვეითება. ასევე უარყოფითად მოქმედებს სოფლის მეურნეობაზე , ის მნიშვნელოვნად ამცირებს მოსავლიანობას, ასევე აზიანებს მიკრო ორგანიზმებს ზღვებსა და ოკეანეებში. რისკი საკმაოდ რეალური და დიდია. მე თითეულ მოქალაქეს ვურჩევ , რომ ზაფხულის პერიოდში შუადღეს როცა მზე ზენიტშია და ყველაზე აქტიურად აცხუნებს , მინიმუმამდე დაიყვანონ მზეზე ყოფნის დრო . შეეცადონ დაიცვან თავი , კანი და თვალები შესაბამისი საშვალებებით. გარუჯვისას აუცილებლად გამოიყენონ შესაბამისი კოსმეტიკური საშუალებები, თვალები დაიცვან მზის სათვალეებით. როგორც უკვე ავღნიშნე 11-დან 4 საათამდე მოერიდონ მზის გულზე ყოფნას. თუ მაინც მოუწევთ გასვლა ჩაიცვან ისე რომ მზე მინიმალურად მოხვდეს კანს.

რა შემთხვევაში შეიძლება მიიღოს მზის დასხივება დამსვენებელმა და როგორია რისკი?

-მზის დასხივების ყველაზე დიდი ალბათობა როგორც უკვე ვთქვი არის შუადღეს, როცა ულტრაიისფერი ინდექსი ყველაზე მაღალი და მცხუნვარეა. მე კარგად მესმის იმ ადამიანების ვისაც მოკლე შვებულება აქვთ და ამ დროში მაქსიმალურდა ცდილობენ გარუჯვას , მაგრამ ვეტყვი მათ რომ ეს მათი ჯანმრთელობისთვის საშიშია. როგორც სამედიცინო დარგის წარმომადგენლები ამბობენ ეს არის ნელი მოქმედების ბომბი . მიღებულმა კანის დამწვრობამ იმ წუთაას შეიძლება უარყოფითი შედეგი არ გვაჩვენოს ,მაგრამ საფრთხე არის ძალიან რეალური რომ დაავადებებმა შემდეგში იჩინოს თავი. წლების განმავლობაში მიღებულმა დამწვრობებმა და უარყოფითმა ზეგავლენამ შეიძლება საბოლოოდ სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს. მე ამ ყველაფრის ფონზე კიდევ ერთხელ ვურჩევ მოსახლეობას, როცა მზე ყველაზე აქტიურია მოერიდონ მზეზე ყოფნას.

ლიკა:

საქართველოში ძალიან კარგი დასასვენებელი კურორტები გვაქვს, მათ შორის  ურეკი საუკეთესოა. მას შემდეგ რაც  გარემოს დაცვის სამინისტრომ შავი ზღვის სანაპიროზე ულტრაიისფერი სხივების ინდექსის მაღალ მაჩვენებელზე გააკეთა განცხადება, ხომ არ იქნება რაიმე საფრთხე ურეკში დამსვენებლებისთვის?

-გარემოს დაცვის სამინისტრომ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია არსებული საფრთხის შესახებ ეს ჩვენი ვალდებულებაა, თუმცა განცხადებაში ისიც იყო ნათქვამი რომ ეს მხოლოდ წლევანდელი მოვლენა არ არის. ეს წლების ტენდენციაა. ამ ყველაფერს კი როგორც უკვე ავღნიშნე ოზონისშრის შეტხელება იწვევს.

მზე გარკვეული დოზით აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის , მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს საჭირო წესების დაცვა რომ არ შევუქმნათ ჯანმრთელობას საფრთხე .

ლენა:

როგორია გარემოს დაცვის სამინისტროს შეფასება საკურორტო სეზონთან დაკავშირებით?

როგორც ზღვაზე ასევე მთაში ულტრაიისფერი გამოსხივება ერთნაირად ასხივებს. უბრალოდ სამხრეთით უფრო მაღალი ინდექსია. უხეშად რომ ვთქვათ, ზონის შრე ისეა გადანაწილებული რომ ჩრდილოეთისკენ უფრო სქელია ვიდრე სამხრეთისკენ. შესაბამისად ულტრაიისფერი ინდექსი სამხრეთ ნაწილში უფრო მაღალია . აქედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ რომ, რადგან მთები უფრო ჩრდილოეთში გვაქვს აქ შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. თუმცა რაღაც დონეზე საფრთხე მაინც არსევბობს როგორც მთაში ისე ზღვაზე. კიდევ ერთხელ გავმეორდები სადაც არ უნდა ვიყოთ ნუ გავალთ მზეზე შუადღეს და მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას