იწვევს თუ არა შვებულება დეპრესიას - ფსიქოლოგის რჩევები

იწვევს თუ არა შვებულება დეპრესიას - ფსიქოლოგის რჩევები

შვებულების შემდეგ სამსახურებში დაბრუნებულების უმეტესობა სამუშაო გრაფიკს "ვეღარ ეჩვევა". ეს თვისება უმეტესად სუსტი სქესის წარმომადგენლებს ახასიათებთ. როგორ დავძლიოთ შვებულების შემდგომი სინდრომი, კითხვებს ფსიქოლოგი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

ნანა:

ვის უფრო მეტად უჭირს შვებულების შემდეგ აქტიურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლა, მამკაცებს თუ ქალებს?

-როგორც კვლევები აჩვენებს შვებულების შემდეგ მამაკაცებს უფრო უჭირთ სამუშაო პირობებთან ადაპტაცია. ამას იმით ხსნიან, რომ ნაკლებად მობილურია მათი ფსიქო-ემოციური სისტემა. ქალები შვებულების შემდეგ აქტიურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლას უფრო ადვილად ახერხებენ.

მაია:

არის თუ არა შვებულების შემდეგ საჭირო კონკრეტული ადაპტაციის კურსის გავლა, რომ სამსახურში დაბრუნება სასიამოვნო იყოს?

-ოპტიმალური პერიოდი დასვენებისთვის არის 21 დღე. აქედან ერთი კვირა უნდა ადაპტაციას შვებულებისთვის, 1 კვირა ძალების აღდგენას სჭირდება და შემდეგი კვირა არის ისევ ადაპტაცია სამუშაო პირობებთან. ასე რომ ნორმალურია თუკი ადამიანი უცებ ვერ ეგუება სამუშაო გარემოს და პატარა სტრესი ან დისკომპორტი აქვს. ეს იმიტომ ხდება რომ რადიკალურად სხვა გარემოში ხვდები.

შეგვიძლია ვთქვათ რომ ხანგრძლივი შვებულება კარგი არ არის, იმიტომ რომ ეთიშები სამუშაო პროცეს და შემდეგ უკვე შეგუებაც რთულად მიდის. ნორმალური შვებულების პერიოდი არის 10 დღიდან 2 კვირამდე, ანუ ნორმალურია როდესაც პატარა დისკომფორტი გაქვს სამსახურში დაბრუნებულს.

გერმანელი მეცნიერების კვლევებზე დაყრდნობით, არსებობს მონაცემები რომლის მიხედვითაც შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ ინტელექტუალური კოეფიციენტი ადამიანის 20% იკლებს. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ის უბრუნდება თავის მდგომარეობას და ამაში საგანგაშო არაფერი არ არის. რაც შეეხება სპეციალური კურსის გავლას ვერ ვიტყოდი, რომ ეს აუცილებელია. პირველ რიგში აუცილებლად უნდა ვიცოდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვებულების შემდეგ დისკომფორტი ნორმალურია და საჭიროა შეგუება. რჩევას მივცემ როგორც ქალებს ისე მამაკაცებს რომ შვებულებიდან დაბრუნდნენ რამდენიმე დღით ადრე, იმისათვის რომ შეეგუონ ახალ კლიმატურ პირობებს. მომსახურე პერსონალმაც და ხელმძღვანელობამაც უნდა იცოდეს რომ სასურველია ისე დაიგეგმოს შვებულება რომ გამოსვლა მოხდეს შუა კვირაში, ან ოთხშაბათს ან ხუთშაბათს. იმიტომ რომ უცბად მთავრდება კვირა მერე მოდის შაბათი-კვირა და დასვენება. ამ ყველაფრის შემდეგ უფრო ადვილად შედიხარ სამუშაო რეჟიმში. არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, თუ თვითონ სამსახური, რომელშიც ის მუშაობს არ უყვარს, თუ კოლეტქივთად ან ხელმძღვანელობასთან აქვს ცუდი ურთიერთობა, შვებულებიდან გამოსვლის შემდეგ ეს მდგომარეობა უფრო მწვავდება. არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რომლის მიხედვითაც შებულებიდან გამოსვლის შემდეგ სამსახურიოდან წასვლის რაოდენობა საგრძნობლად იზრდება. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ხდება გარკვეული ურთიერთოებების გადაფასება. მე არ ვურჩევ პატარა დისკომფორტის გამო რომელიც მათ ექმნებათ სამსახურიდან წავიდნენ. მაგრამ თუ ეს პერიოდი დიდხანს გაგრძელდა ამ შემთხვევაში ჯობია იფიქრონ რომ აქ რაღაც სხვა პრობლემასთან გვაქვს საქმე.

ლალი:

როგორ განვაწყოთ თავი აქტიური სამუშაოს დასაწყებათ, როცა შვებულება ძალიან ხანმოკლეა?

-აქტიური სამუშაოს დაწყებისთვის განწყობის შექმნა ადამიანის ტემპერამენტზეა დამოკიდებული. სანგვინიკისთვის და ქოლერიკისთვის ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის, რაც შეეხება სხვა ტემპერამენტის მქონე ადამიანებს, მათ ფსიქოლოგები ასეთ რჩევას აძლევენ, რომ სწრაფად მდგომარეობაში შესვლისათვის მომავალი შვებულების დაგეგმვა ყველაზე კარგი საშუალებაა. ბედნიერების ჰორმონების წარმოქმნისთვის კარგი საშუალებაა ასევე მეგობრებთან შეხვედრა, შოპინგი, კარგი ფილმის ნახვა, წიგნის კითხვა, ეს ყველაფერი მოახდენს მათი ძალების მობილიზაციას.

თათია:

როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში? (შვებულების შემდეგ ნებისმიერი წვრილმანიც კი მაღიზიანებს)

-დეპრესიული მომენტი იწვევს მათში გაღიზიანებას, იგივე რჩევებს მივცემ თათიას, რაც უკვე გითხარით. უნდა გვქონდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შვებულების შემდეგ დისკომფორტი ნორმალურია, და ამის ცოდნა აუმაღლებს განწყობას. ეს არის ნორმალური მდგომარეობა და ყველა ადამიანში სხვადასხვანაირი გამოვლინება აქვს. ეს მალე გაივლის ერთ ან მაქსიმუმ ორ კვირაში, მაგრამ თუ არ გადის, მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებოთ. ჯობია, რომ სამსახური, ანუ ის საქმე რომელსაც აკეთებთ, იყოს საინტერესო და საყვარელი. ამ შემთხვევაში, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ ეს არის სიამოვნების მიღება და არა სამუშაო.

1) მშვიდი გარემოდან ხმაურიან ქლაქში დაბრუნება, ესეც ერთ–ერთი დამთრგვენელი ფაქტორია, როგორ მოვახდინოთ ასეტ სიტუაციაში გარემოს კონტროლი?

-გარემოს კონტროლს ვერანაირად ვერ მოვახდენთ, ისევ საკუთარი თავის კონტროლს უნდა ვეცადოთ. ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაატარა ადამიანმა დასვენება, აქტიურად თუ პასიურად. სასურველია, რომ იყოს აქტიური დასვენება და სხვადასხვა აქტივობებით დაკავება. თუ ეს პასიური დასვენებაა, რომელიც "არაფრის კეთებაში"გამოიხატება, ქალაქში დაბრუნების შემთხვევაში საქმესთან შეგუება უფრო გამაღიზიანებელია. ამიტომ სასურველია რამდენიმე დღით ადრე დაბრუნება და არავითარ შემთხვევაში ჩამოსვლა და ეგრევე სამსახურის დაწყება. ასევე არ არის სასურველი ჩამოსვლის შემდეგ აქტივობები, სახლის დალაგება და ასე შემდეგ, სასურველია რამოდენიმე დღით შვებულების გახანგრძლივება. გადაღებული ფოტოების დათვალიერება და მიღებულ შთაბეჭდილებებზე საუბარი დაგეხმარებათ შვებულების გახანგრძლივებაში.

დალი:

კონკრეტულად, რა ფსიქოლოგიურ- სოციალური ფაქტორები იწვევს დეპრესიას?

-დეპრესიის გამომწვევი მიზეზები ორ დიდ ჯგუფად შეიძლება დავყოთ: ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური მიზეზები. ფიზიოლოგიურ მიზეზებში შეიძლება შევიდეს სხვადასხვა დაავადება და ეს შეიძლება იყოს დეპრესიის გამომწვევი. ფსიქოლოგიურ მიზეზებში სხვადასხვა სტრესი ან ტრამვა, რომელიც ადამიანმა მიიღო. პირველ რიგში უნდა დავადგინოთ მიზეზი თუ რატომ აქვს ადამიანს დეპრესია, შემდეგ კი ზემოქმედებაზე ვიფიქროთ. იუნგს აქვს არაჩვეულებრივი გამონათქვამი. ის ამბობს, რომ დეპრესია ეს არის შავებში ჩაცმული ქალბატონი, რომელიც თქვენს კარებთან დგას და თუ მას კარს არ გაუღებთ ის გარეთ იდგება. ჯობია გაუღოთ კარი, შემოიპატიჟოთ სახლში, და კითხოით რა უნდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ არ შეიძლება თვალის დახუჭვა და წაყრუება დეპრესიაზე. აუცილებელია გავიგოთ მიზეზი, თუ რამ გამოიწვია დეპრესია. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ვერ მოვერევით. შეიძლება მედიკამეტური მკურნალობა დასჭირდეს, თუ მიზეზი არის ფიზიოლოგიური. აქ ფსიქოთერაპია დამხმარე იქნება. მეორე შემთხვევაში კი ძირითადი იქნება ფსიქოთერაპია და დამხმარე შეიძლება ანტიდეპრესანტების გამოყენება. სამწუხაროდ, დეპრესიამ იცის გამეორება, მაგრამ ის განკურნებადია.

გიორგი:

რამდენად სწორად ავღნიშვანთ ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ნუთუ ყველა ჩვენს კაპრიზს შეიძლება რომ დეპრესია დავარქვათ? როგორ დავძლიოთ ეს სინდრომი?

-კაპრიზი ეს არის ადამიანის დაუსაბუთებელი და არაარგუმენტირებული მოთხოვნა. დეპრესია დაავადებაა და კაპრიზთან საერთო არაფერი აქვს.დეპრესია გამოიხატება ემოციური ფონის დაწევაში, ბუნება-განწყობილების დაქვეითებაში. ასევე ადამიანს არ აქვს ძალა, რომ აქტივობები განახორციელოს. ასევე გამოიხატება აზროვნების სფეროში, ნეგატიური აზრები უჩნდება ადამიანს. ანუ ეს არის დაავადება და კაპრიზი არის არაარგუმენტირებული მოთხოვნები. ეს ქალებისთვის უფრო მეტად არის დამახასიათებელი. რადგან ხდება სარგებლის მიღება, ამ როლის თამაშით, რომ ის არის დეპრესიაში. სინამდვილეში ეს მხოლოდ კაპრიზია.

მარი:

რა უარყოფით გავლენას ახდენს დეპრესია ადამიანის ჯანმრთელობაზე, სადამდე მიგვიყვანს  ყოველ წვრილმანზე დეპრესიაში ჩავარდნა?

-ასე ესმით რომ დეპრესიაში ჩავარდნა მათ ნებაზეა დამოკიდებული. დეპრესიაში ჩავარდნა ნებით არ ხდება, ეს დაავადებაა, როგორც უკვე ვთქვით. ჯანმრთელობაზე დეპრესიას ძალიან ნეგატიურ გავლენას ახდენს, თუ მას არ მივხედავთ. ღრმა დეპრესიის დროს შეიძლება სუიციდსაც ჰქონდეს ადგილი. დეპრესიას ჭირდება მკურანლობა და აუცილებლად ან ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან კონსულტაცია.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას