რა უნდა ვიცოდეთ, როცა ქუჩაში სამართალდამცავები გვაჩერებენ

რა უნდა ვიცოდეთ, როცა ქუჩაში სამართალდამცავები გვაჩერებენ

ბოლო დღეებში დედაქალაქის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე რეიდი ჩაატარა, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. რამდენად კანონიერია სამართალდამცავების ქმედება და რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, როდესაც ქუჩაში სამართალდამცავი გააჩერებს. კითხვებს იურისტი, დავით მოდებაძე პასუხობს.

ნინო:

სამართალდამცავები დღესდღეობით ძალიან დიდ ინტერესს გამოხატავენ ნასამართლეობის მქონე მოქალაქეებზე. აქვთ ტუ არა საბუთის წარდგენის გარეშე ნასამართლევი პირის წაყვანის უფლება და რა პასუხი შეიძლება გავცეთ ასეთ შემთხვევაში. ფაქტიურად ასეთ ადამიანებს, შინა პატიმრობა აქვთ მისჯილი.

-თუ პიროვნება არ იძებნება, აყვანის უფლება არ აქვთ. როცა პოლიციელი მოქალაქეს აჩერებს, პოლიციელს ფორმა აცვია თუ არა, ვალდებულია მოქალაქეს წარუდგინოს საბუთი და ამავე დროს პოლიციის ჟეტონი. ჟეტონის წარდგენის გარეშეც შეუძლია მხოლოდ საბუთი წარუდგინოს. მისი ვინაობა უთხრას და ამის შემდეგ დაიწყოს მისი გარეგნული დათვალიერება. თუ ზედაპირული დათვალიერების შემდეგ პოლიციელი მივა დასკვნამდე, რომ შესაძლოა მოქალაქეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჰქონდეს ჯიბეში, ამის შემდეგ შეიძლება პიროვნებას ჩაუტაროს ჩხრეკა. ეს ცდება კანონს ოპერატიული სამძებრო ღონისძიების შესახებ და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 120 მუხლთან მივდივართ, რასაც ჰქვია ჩხრეკა.

ნანა:

როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, (გოგონა) როცა მას, სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე სამართალდამცავები ჩხრეკენ. თანაც, რისი უფლება აქვს მოქალაქეს?

-კანონი პოლიციის შესახებ მეცხრე პრიმა მუხლის თანახმად აძლევს პოლიციელს უფლებას, რომ ზედაპირული შემოწმება ჩაუტაროს გონივრული ეჭვის საფუძველზე პიროვნებას. გონივრული ეჭვი ახსნილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, მაგრამ პოლიციის შესახებ კანონშო ეს ტერმინი გასაზღვრული არ არის. გონივრული ეჭვის ცნებას თვითონ ის პოლიციელი განსაზღვრავს, ვინც ახდენს ზედაპირულ შემოწმებას. შესაბამისად ზედაპირული შემოწმება გულისხმობს გარეგნულ დათვალიერებას. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ჩანთა გაჩხრიკოს ან ჯიბეში ხელი ჩაუყოს პოლიციელმა. თუ გარეგნული დათვალიერებიდან პოლიციის თანამშრომელი მივა იმ დასკვნამდე, რომ შესაძლებელია მოქალაქეს ქონდეს რაღაც კანონ საწინააღმდეგო, შესაძლებელია ჩაატაროს ჩხრეკა. ჩხრეკას სისხლის სამართლის საპროცესო 120 მუხლის თანახმად ატარებს გამომძიებელი. შესაძლებელია უფლებამოსილი პირი, პოლიციელიც გადაუდებელ შემთხვევაში. ჩხრეკის დროს სხვა უფლებები წარმოექმნება მოქალაქეს. თუ მოქალაქეს მიაჩნია, რომ შემოწმება მოხდა კანონდარღვევით ხუთი დღის ვადაში, მას შეუძლია ეს შემოწმება გაასაჩივროს სასამართლოში.

ლაშა:

რის საფუძველზე შეუძლია სამართალდამცავებს, მოითხოვოს მოქალაქის გაჩერება და მისი გაჩხრეკა ქუჩაში და რა გარემოებაში ხდება ეს?

-თუ გულისხმობთ ფეხით მოსიარულეს, მე უკვე ვახსენე გონივრული ეჭვი, რომ შესაძლებელია ამ პიროვნებას ჰქონდეს რაღაც კანონსაწინააღმდეგო. თუ პატრულის მიერ ხდება მანქანის გაჩერება, მაშინ მან დაარღვია მოძრაობის წესები. პოლიციელს არ აქვს უფლება გაჩხრიკოს პიროვნება, თუკი გარეგნული, ვიზუალური შემოწმების შემდეგ არ მივა იმ დასკვნამდე, რომ შესაძლებელია მოქალაქეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჰქოდეს ჯიბეში.

გიორგი:

აქვს თუ არა მოქალაქეს სამართალდამცავის ვინაობა მოითხოვოს, როცა მას უმიზეზოდ აჩერებენ.

-თუ პიროვნება ძებნაშია და არსებობს საფუძველი მისი დაკავების და გაჩხრეკის, თუ მასზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ან თუ პიროვნებას დანაშაულის ჩადენის დროს დააკავებენ. მაშინ შემოდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი.

თუ ჩვენ ვამბობთ რომ უბრალოდ გააჩერეს მოქალაქე და ზედაპირულ შემოწმებას უტარებს პოლიციელი აუცილებელია თანამშრომელმა წარუდგინოს საბუთი და ამცნოს თავისი ვინაობის შესახებ. უთხრას რატომ გააჩერა და რატომ უტარებს შემოწმებას. თუ მოქალაქე ჩათვლის, რომ მისი უფლებები დაირღვა, პოლიციელმა დაარღვია პოლიციის შესახებ კანონი, ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების შესახებ კანონი, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, ამ შემთხვევაში ხუთი დღის ვადაში მას შეუძლია პოლიციელის ქმედებები გაასაჩივროს სასამართლოში. რათა აღდგენილ იქნეს მისი უფლებები.

თუ ქუჩაში სამართალდამცავი პირი გაგვაჩერებს და მოითხოვს ჩვენს გაჩხრეკას, რა შეგვიძლია ვუთხრათ მათ პასუხად. რა საბუთები უნდა გადავცეთ, თუ ამას მოითხოვენ?

-თუ უნდა გაგჩხრიკოს პოლიციელმა, გამოდის, რომ მან ყველაფერი იცის რა აქვს, ეს ზედაპირულ შემოწმებას ცდება უკვე და ჩხრეკა შემოდის საქმეში. ჩხრეკის დროს პოლიციელის შესახებ კანონი გადადის გვერძე და შემოდის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და ამ შემტხვავაში პოლიციელი არ შეეკითხება მოქალაქეს, როკმ რაიმე წარმოუდგინოს. ამ შემთხვევაში იძულებული ჩხრეკა შემოდის და მან იცის როგორ გაგჩხრიკოს და რა ამოიღოს. პირიქით ვიზუალური დათვალიერების დროს პოლიციელმა უნდა წარუდგინოს მოქალაქეს საბუთი და მოახსენოს ვინაობის შესახებ. პვიზუალური შემოწმების დროს პოლიციელს აქვს უფლება შეგეკითხოს ვინ ხარ და სად ცხოვრობ, ამის უფლებას კანონი პოლიციელს აძლევს.

ნიკა:

გონივრული ეჭვი გასაგებია ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაგაჩერონ და გაგჩხრიკონ. მაგრამ აქვთ თუ არა უფლება ტაქსში მჯდომი , ან საკუთარ მანქანაში მჯდომი ადამიანი გააჩერნ გადმოიყვანონ და გაჩხრიკონ . + როგორც მოგეხსენებათ გაჩხრეკვას ვინ ჩივის უხეშობით და ირონიით გამოირჩევიან.

-მოქალაქეზე თუ არსებობს გონივრული ეჭვის საფუძველი, რომ ზედაპირული შემოწმება ჩაატაროს პოლიციელმა, ტაქსი, მანქანა ან სხვა ტრანსპორტი ვერ იქნება შემაკავებელი.თუ ეს სახლია, ან სხვა დაწესებულება, ჩაკეტილია მოქალაქე და კარს არ აღებს, პოლიცილი დაცული ტერიტორიაზე ვერ შევა.რაც შეეხება მანქანას, მისი გაჩერების უფლება აქვს პოლიციელს.რაც შეეხება ცინიზმს, მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ როდესაც ის ელაპარაკება პოლიციელს ის ელაპარაკება სახელმწიფოს. პოლიციის კანონი ამას ამბობს, იმიტომ რომ ის სახელმწიფოს სახელით მოქმედებს.მაგრამ თმენის ვალდებულება უფრო მეტი პოლიციელს აქვს, შესაბამისად ცინიზმი უფრო მეტად შეიძლება იყოს მოქალაქედან პოლიციელზე და არა პირიქით. ეს ყოვლად დაუშვებელია. არანაირი ცინიზმი, არანაირი დამცირე, არანაირი მოქალაქის უფლებების დარღვევა არ შეიძლება თუ ის არ ჯდება კანონის ფარგლებში და არცერთ კანონში არ წერია, რომ პოლიციელს უფლება აქვს მორალური და ზნეიბრივი შეურაწყოფა მიაყენოს მოქალაქეს. თუ ხდება პოლიციელის მიერ პირზე უხეშობა, ცინიზმი, შეურაცხყოფის მიყენება და ა.შ მოქალაქეს ხუთი დღის ვადაში შეუძლია ეს ქმედებები გაასაჩივროს სასამართლოში.თმენის ვალდებულება ურთიერთობაში ეკისრება ორივე მხარეს, მაგრამ ათმაგად ეკისრება პოლიციელს.

კანტარჯიანი:

როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, როცა მას, სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე სამართალდამცავები ჩხრეკენ. თანაც, რისი უფლება აქვს მოქალაქეს?

-უსაფუძვლოდ ჩხრეკა არ არსებობს, ეს უბრალოდ გამორიცხულია. მე მესმის გულისწყრომა და ვიცი რომ ბოლო ორი კვირა მოქალაქეები გამოხატავენ უკმაყოფილებას. ზედაპირულ დათვალიერებას არქმევენ ჩხრეკას. თუ რომელიმე პოლიციელი მართლა არღვევს კანონს არ არის გამორიცხული, ყველა პოლიციელს არ აქვს გათავისებული, რომ ის წარმოადგენს სახელმწიფოს და მისი მომქმედება, რომელიც კანონს არღვევს მოქალაქის გულისწყრომა პოლიციელის მიმართ კი არ აქვს, არამედ სახელმწიფოს მიმართ. აქედან გამომდინარე პოლიციელს წარმოეშვება თმენის ვალდებული. რაც შეეხება ჩხრეკის დროს რა უნდა ქნას მოქალაქემ, მას უფლება არ აქვს დამსწრეები მოიწვიოს. დამსწრეების ინსტიტუტი გაუქმებულია, თუმცა მოქალაქეს აქვს უფლება ჩხრეკის ოქმზე შეიტანოს შენიშვნები, რაც მიაჩნია, რომ არის კანონდარღვევა. შემდეგ ეს ჩხრეკის ოქმი მას უეწველი ცაბარდება, იმიტომ რომ თუ გადაუდებელი აუცილებლობა არის სასამართლოში უნდა დაკანონდეს და მას აქვს ჩხრეკის ოქმის გასაჩივრების უფლება. თუ ეს თუ ის პოლიციელი თავისი უფლებებს გადააჭარბებს და კანონს დაარღვევს ის აგებს პასუხს.

ზურა:

მაქვს,თუ არა უფლება მოვსთხოვო პოლიციის თანამშრომელს შემოწმებამდე, პოლიციის დამადასტურებელი საბუთი. მიუხედავად იმისა, რომ მას აცვია ფორმა.

პოლიციის შესახებ კანონის 28-ე მუხლი ადგენს პოლიციის ფორმას, რომ მას უნდა ეცვას ფორმა. პოლიციელს ფორმის გარეშე თავისი მოვალეობის შესრულების დროს აუცილებლად უნდა ქონდეს საბუთი, პირადობის მოწმობა და ჟეტონი. თუკი პოლიციელს არ აცვია ფორმა და მოქალაქეს აჩერებს, მიზანშეწონილია საბუთთან ერთად წარუდგინოს ჟეტონი. როდესაც პოლიციელს აცვია ფორმა და მოქალაქეს გააჩერებს მაინც უნდა წარუდგინოს საბუთი, უთხრას სახელი გვარი და თანამდებობა.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას