შემოდგომა-ზამთრის მოდის ტენდენციები

შემოდგომა-ზამთრის მოდის ტენდენციები

ზაფხულის ჭრელი ფერების დრო იწურება და შემოდგომა-ზამთრის მოდის ტენდენციები აქტუალური გახდა. როგორი ფერებისა და სტილის სამოსს გვთავაზობენ წელს დიზაინერები და როგორ ჩავიცვათ ჩვენი გარეგნობის შესაბამისად, კითხვებს დიზაინერი, ნანა მელქაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

თათია:

ვარ 33 წლის. საშუალო სიმაღლის. გამხდარი. შავგრემანი. როგორი სტილის სამოსი მომიხდება. როგორია წელს შემოდგომის მოდის ტენდენციები?

-წლევანდელი მოდის ტენდენცია უპირველეს ყოვლისა არის რეტრო. ოციანი, ორმიციანი, სამოციანი წლების სტილია მოდაში.90-იანი წლების ავანგარდიც შემოვიდა. რაც შეეხება თათიას სასურველია ატაროს მაღალ წელიანი ქვედაბოლო ან თუნდაც შარვალი. კარგია თუ აქცენტს გააკეთებს ქამარზე, რომელიც იქნება მეტალისებური ფერის. ასევე შეუძლია გამოიყენოს პიჯაკი შარვალთან ერთად შეხამებით. კარგია სპორტულ კლასიკური შტრიხებიც.მეტალისებური ქამარი რომელიც ვახსენე შეუძლია გამოიყენოს იუბკაზე, შარვალზე და ასევე საღამოს კაბაზეც. საშუალო სიმაღლის გოგონას საერთოდ გათვლები სჭირდება. ზუსტად უნდა განვსაზღვროთ ქვედაბოლოს სიგრძე, თუნდაც შარვლის სიგრძეც, წელის სიმაღლე და ა.შ. რაც უფრო მაღალ წელიანი იქნება ვთქვათ ქვედაბოლო მით უფრო მაღალი გამოჩნდება თვითონაც და ამავდროულად თხელიც. ამ შემთხვევაში აუცილებელია ტანსაც გაევლოს ხაზი.

ლალი:

ვარ 26 წლის, საშუალო სიმაღლის. მაქვს სოფისე სამსახური. მიყვარს მოკლე კაბები. მირჩიეთ, როგორ ჩავიცვა შემოდგომაზე, რომ ძალიან მოდურად, მოხდენილად და ელეგანტურად რომ გამოვიყურებოდე.

-საოფისე სამოსიც ძალიან სპეციფიკურია. აქ ნამდვილად არ გვჭირდება სპორტული შტრიხები. ამ შემთხვევაში ხაზი უნდა გაესვას ქალურობას. მინდა ვთქვა რომ წლევანდელ ტენდენციებში ძალიან თანამედროვეა ქალურობა. ლალის შეუძლია გამოიყენოს მოკლე კაბები მუხლს ზემოთ, თუმცა ყურადღება უნდა მივაქციოთ აღნაგობას და გავამახვილოთ ყურადღება როგორ მოიხდენს თვითონ. კაბასთან სასურველია გამოიყენოს პიჯაკი, რაც ოფისისთვის აუცილებელი ატრიბუტია. ასევე ძალიან თანამედროვეა ჟილეტიც პერანგთან ერთად.

სალო:

ძალიან მიყვარს და კომფორტულად ვიყენებ ქვედაბოლოებს. როგორი ტიპის ქვედაბოლოები იქნება წელს მოდაში? ვარ 30 წლის. საშუალო სიმაღლის.

-საშუალო სიმაღლის ქალბატონებს ვურჩევ მოკლე კაბებს, რომელიც იქნება მაღალ წელზე და ასევე ბუტილკა.

ნანა:

სპორტული სტილი რამდენად მოდურია ამ სეზონზე, რას გვთავაზობენ წელს დიზაინერები?

-სპორტულ კლასიკური სტილი ისევ და ისევ რჩება მოდაში. მთლიანად სპორტულ სტილზე ინდივიდუალობიდან გამომდინარე შეიძლება ჩაიცვას ადამიანმა, რომელიც სპორტულ სტილში ზის, მაგრამ მოდაშია და ყურადღება ექცევა სპორტულ კლასიკურ ელემენტებს.სამოსი შეიძლება იყოს კლასიკური და დაემატოს რამოდენიმე შტრიხი სპორტული.

თენგო:

ვარ 33 წლის. ექიმი. მიყვარს სპორტული სტილი. მამაკაცის მოდური ტენდენციები დაგვიხასიათეთ.

-მამაკაცზეც იგივეს ვიტყვი სპორტულ კლასიკური სამოსი ძალიან მოდაშია. რაც შეეხება თენგოს ექიმის პროფესია განსხვავებულია და ალბათ სტილიც შესაბამისი აქვს. ამ შემთხვევაში მას ვურჩევ სპორტულ კლასიკურ ჩაცმულობას. კარგი იქნება სწორი შარვლის სილუეტი. შესაძლებელია მისი ოდნავ ჩაბუტილკებაც. ასევე კარგი იქნება თუ პიჯაკის სილუეტიც ოდნავ მოყვანილი იქნება. პერანგი რათქმაუნდა კლასიკური. პიჯაკს შეიძლება დაემატოს სპორტული დეტალები მაგალითად როგორიცაა იდაყვებზე ტყავის დეტალები და წვრილი კანტები. ეს ყველაფერი სპორტულ დეტალებს შეიცავს.

სალომე:

რას გვეტყვით ბავშვების მოდურ ჩაცმულობაზე, როგორ შევაჩვიოთ სამოსის სწორ შერჩევას და როგორ შევუქმნათ მოდური იმიჯი?

-რაც შეეხება ბავშვებს ძალიან უცნაური თაობა მოდის. მათ უკვე ჩამოყალიბებული აქვთ გემოვნება და იციან რა ჩაიცვან. თუ სასკოლოდ სჭირდებათ რჩევა ვეტყვი რომ აქცენტი გააკეთონ უფრო კლასიკურ სტილზე. შეიძლება გამოიყენონ თეთრი პერანგები, ასევე კუბოკრული ქსოვილები, სერი ტონალობები თეთრ პერანგებთან ერთად და ა.შ. რაც შეეხება სადღესასწაულოს შეგვიძლია გამოვიყენოთ მაქმანისებური ქსოვილები, ბადეებით გაწყობილი ლამაზი ჰაეროვანი კაბები. ყოველდღიურობაში კი შეუძლიათ პიჯაკები, შარვლები და ა.შ.

ლიზი:

დღეს დიზაინერების გათვლა მაღალი, გამხდარი მოდელები არიან, რას ურჩევთ საშუალო სიმაღლის გოგონებს, რომ მოხდენილად და ლამაზად გამოიყურბოდნენ.

-დიზაინერების გათვლა მაღალ გოგონებზე იმიტომაა რომ კაბა წარმოაჩინოს რაც შეიძლება კარგად. ამითომაც არსებობენ მოდელები. რაც შეეხება საშუალო სიმაღლეს შეიძლება მან გრძელი კაბა ვერ მოიხდინოს მაგრამ ამ შემთხვევაში გაკეთდება მოკლე კოქტეილის კაბა. ვერ ვიტყვით რომ საღამოს კაბებს ვერ მოვარგებთ მათ , მთავარია ტანზე გავაკეთოთ აქცენტი და ისე მოვარგოთ კაბა. ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და აქვს თავისი აღნაგობა რის მიხედვითაც ვურჩევთ კაბას, თუმცა აქ აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება ხასიათზეც და ისე შევარჩიოთ სამოსი. ზოგად რჩევებს რაც შეეხება ნახევრად ჰაეროვანი ქსოვილი შეიძლება გამოიყენონ საღამოს ტიპის კაბებში. შეიძლება გამოიყენონ გიპიურები. შეხამება ქსოვილთან ერთად მაქმანების სინთეზი. დეტალურად გაწყობა მარგალიტებით, კრისტალებით, მძივებით, ბაფთებით, მეტალებით და ა.შ. ყველა ეს ელემენტი შეიძლება ჩართონ საღამოს კაბებში.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას