მშობლისა და სკოლის როლი მოზარდის აღზრდისა და განათლების საქმეში - ფსიქოლოგის რჩევები

მშობლისა და სკოლის როლი მოზარდის აღზრდისა და განათლების საქმეში - ფსიქოლოგის რჩევები

როგორია მშობლისა და სკოლის როლი მოზარდის აღზრდისა და განათლების საქმეში, როგორ უნდა მოიქცეს პირველკლასელი ბავშვის მშობელი, რათა ბავშვისთვის სწავლის პროცესი საინტერესო იყოს და არა - მოსაბეზრებელი. კითხვებს ფსიქოლოგი, ელზა მესხი  პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

ნანა:

მოზარდის გონების გადატვირთვის თავიდან აცილებისა და ნასწავლის უკეთ დამახსოვრების მიზნით, რა უფრო უმჯობესია, სკოლის შემდეგ გართობა და შემდეგ მეცადინეობა, თუ პირიქით?

-რა თქმა უნდა, ქალბატონო ნანა უმჯობესია, რომ სკოლიდან მოსვლის შემდეგ ბავშვმა დაისვენოს, გაერთოს და შემდგომ დაიწყოს უკვე მეცადინეობა. ნასწავლის უკეთ გახსენებისთვის კი არსებობს ასეთი ეფექტური მეთოდი, რომ ბავშვმა მრავალჯერ წაკითხვის ნაცვლად, ტექსტი წაიკითხოს ერთხელ ყურადღებით და შემდეგ წაკითხულიდან თავის თავს დაუსვას კითხვები. ეს არის გონების აქტიური სტიმულირება სწავლს პროცესში. ეს დაეხმარება ბავშვს რომ უკეთ დაამახსოვრეს წაკითხული ტექსტი.

ქეთევანი:

ჩემი შვილი გახანგრძლივებულში შევიყვანე. რაც ითვალისწინებს მოსწავლის გაკვეთილების მომზადებას მომდევნო დღისათვის. (დრო, 17:00 საათამდე).  რას გვირჩევთ, სკოლიდან გამოყვანის შემდეგ საჭიროა თუ არა ბავშვს გამოვკითხოთ მომზადებული მასალის შესახებ, თუ მივცეთ მას თავისუფლად გართობის დრო?

-ქალბატონო ქეთევან, თუ თქვენ ბავშვი 5 საათამდე გყავთ გახანგრძლივებულში, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ბავშვმა იქ უკვე მოამზადა გაკვეთილები, ამიტომ საჭირო არ არის დამატებით გამოკითხვა. თუ თქვენ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ რამოდენიმე კითხვა დაუსვათ და ამ გზით გაარკვიოთ იცის თუ არა ბავშვმა მასალა. ჯობია რომ მისცეთ დრო გართობისთვის, როგორი შედეგი ექნება სკოლაში ამას ალბათ შეფასებიდანაც გაიგებთ.

ნანი:

რა შეგვიძლია მშობლებმა გავაკეთოთ, რომ ბავშვს თანატოლებთან კონფლიქტური გარემო არ შეექმნას და ამავდროულად, ზედმეტადაც არ ჩავერიოთ მის და მისი თანატოლების ურთიერთობაში?

-აქ მითითებული არ არის რა ასაკის ბავშვზეა საუბარი, მე ჩავთვალე რომ საუბარია გარდამავალი ასაკის ბავშვზე. ამ ასაკში ბავშვისთვის უფრო მნიშვნელოვანი ხდება მეგობრები, ის წრე რომელშიც ის ტრიალებს, ამიტომ უმჯობესია მშობელი სიფრთხილით მოეკიდოს ამ დროს ბავშვთან ურთიერთობას.ის უნდა გამოვიდეს მეურვის, მფარველის როლიდან და იქცეს მისთვის მეგობრად, რომ ბავშვმა შეძლოს მშობელთან საუბარი თავის გრძნობებზე, თანატოლებთან ურთიერთობაზე. ამიტომ ვურჩევ მშობელს მეურვის როლი შეცვალოს და ბავშვისთვის იყოს მეგობარი, თანამდგომი.

მაია:

ჩემი შვილი მიუხედავად მისი ასაკისა, ძალიან თავმოყვარეა. ვერ ეგუება უსამართლობას. დღეს ისეთი თაობა მოდის, რომ ლიდერის პოზიციის მისაღწევად პატარა ბიჭები ძალიან უხეშ ქმედებებს სჩადიან. როგორ ავღზარდოთ შვილი (ბიჭი), ყველაფერი ეს მისთვის უმნიშვნელო პრობლემად ვაქციო და დავარწმუნო, რომ ასეთ ბავშვების ქცევას ყურადღება არ მიაქციოს.

-ამ შემთხვევაშიც ასაკი არ არის მითითებული, არადა სწორედ ასაკის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. რა თქმა უნდა ბავშვმა უნდა ისწავლოს სხვების პატივისცემა, მაგრამ უნდა შეეძლოს თავის დაცვაც. უმჯობესია, როცა კითხვას დასვამენ დააკონკრეტონ ბავშვის ასაკი, რომ უფრო გარკვევით შევძლოთ პასუხის გაცემა.

ნათია:

ჩემი შვილი ძალიან ემოციურია, ჯიუტი, სამწუხაროდ ძალიან ზარმაციც. ის პირველ კლასში შედის. როგორ "მოვარჯულო" ჭირვეული შვილი?

-სიზარმაცეს რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მე ჩამოვთვლი ამ მიზეზებს, თქვენ კი აქედან შეიძლება ამოიცნოთ რომელიმე მიზეზი, რის გამოც თქვენი შვილი ზარმაცობს და ამის შემდეგ უფრო ადვილად გაუმკლავდებით ამ პრობლემას.პირველი მიზეზი, რომელმაც შეიძლება სიზარმაცე გამოიწვიოს, შეიძლება იყოს თავად მშობელი.როდესაც ის მუდმივად ცდილობს ჩაერიოს ბავშვის ცხოვრებაში,დაეხმაროს ჭამის დროს, დაბანვის დროს, ანუ დაეხმაროს იმაში რისი გაკეთებაც თავად ბავშვს შეუძლია.როცა მშობელი აქტიურად ერევა, იმის გამო რომ დრო მოიგოს და უფრო სწრაფად გააკეთოს ეს ყველაფერი იწვევს ბავშვის გაზარმაცებას. მეორე მიზეზი, რომელმაც შეიძლება სიზარმაცე გამოიწვიოს არის წარუმატებლობის შიში. ანუ, როდესაც ბავშვი რამეს აკეთებს, თუ კარგად არ გამოუვა და მიიღებს შენიშვნას, მეორედ აღარ გააკეთებს წარუმატებლობის შიშის გამო, ეს შეიძლება მშობელმა სიზარმაცედ ჩაუთვალოს. კიდევ არის მნიშვნელოვანი იზეზი, რაც იწვევს სიზარმაცეს, ეს არის ბავშვის გადაღლა. ბავშვები დაყავთ ძალინ ბევრ წრეზე და ბავშვი იმდენად დაღლილია, მას არ შეუძლია მეტის გაკეთება. ამიტომ იყავით ყურადღებით და შეძლებთ დაადგინოთ რა არის თქვენი შვილის სიზარმაცის მიზეზი.

ყველა ბავშვს სჭირდება ყურადღება და სითბო. ჭირვეულობა და სიჯიუტე ხშირად გამოწვეულია იმით, რომ ბავშვს უნდა მშობლის ყურადღების მიპყრობა. ანუ ეს არის ერთ-ერთი ფრომა ყურადღების მიქცევის ფორმა. ამიტომ ეცადეთ მეტი თანადგომა და ყურადღება გამოიჩინოთ შვილის მიმართ და ეს აუცილებლად მოგცემთ იმ ეფექტს, რომ ბავშვი ნაკლებად ემოციური და ჯიუტი იქნება.

თამარი:

ჩემი შვილი მხოლოდ იმ მიზეზით არ ჯდება სამეცადინოდ, რომ შეიძლება კარგად ვერ წაიკითხოს, კარგად ვერ დაწეროს და ა.შ. ვამშვიდებ, რომ ის ჯერ პატარაა და არაფერია, თუ შეეშლება, რადგან პირველად ჩევნც ვერ ვკითხულობდით და ვერ ვწერდით, მაგრამ ამ ყველაფერს ნერვულ აშლილობამდე მიჰყავს ბავშვი, იწყებს ტირილს. ამის გადმოცემა შეუძლებელია. რა გავკეთო, რომ ეს რთული მდგომარეობა გამოვასწორო?

-ბავშვს რომელსაც რაღაც არ გამოდის, ალბათ იღებული აქვს რაიმე უარყოფითი შეფასება, ანუ სხვა შემთხევევა როდესაც არ გამოუვიდა და მეორედ უფრთხის უკვე რაიმეს გაკეთებას წარუმატებლობის შიშით. მშობელი უნდა ეცადოს, რომ ბავშვს გააკეთებინოს ის რაც კარგად გამოსდის, შეაქოს გაკეთებული საქმიანობის გამო. შემდგომ თანდათან გაურთულოსდავალება, უნდა დააჯილდოვოს, ეს არ გამოიხატება მხოლოდ მატერიალური სახით, ეს შეიძლება იყოს მოფერება, კოცნა. შემდეგ ნელ-ნელა უნდა გადავიდეს იმ დავალებაზეც, რომლის შესრულებაც საჭიროა.

მშობელი:

დაგვიხასიათეთ მშობლის და ბავშვის ფსიქოლოგია და მათი ტიპები, როგორია ბავშვის მიჯაჭვულობა მშობელთან, რა უნდა იცოდეს დედამ, მამამ შვილის სწორად აღზრდისთვის.

-სამეცნიერო ლიტერატურაში მშობლის რამდენიმე ტიპს გამოყოფენ აღზრდის სტილის მიხედვით, ეს არის დემოკრატიული, ავტორიტარული, ლიბერალური და ინდიფერენტული.როდესაც მშობლები აღზრდის დემოკრატიულ სტილს იყენებენ, ეს იმას ნიშნავს რომ ოჯახში არის გარკვეული წესები და ამავე დროს არის თანადგომაც. არსებობს წესები და აკრძალვები, მაგრამ ეს არის ყველაფერი ახსნილი. აუცილებლად უხსნიან ბავშვს რატომ არ არის ამა თუ იმ საქციელის ჩადენა კარგი. ბავშვი ამა იგებს და ეს აკრძალვები ნაკლებად მატრამვირებელია მისთვის. ხოლო როდესაც ოჯახში არის ავტორიტარული აღზრდის სტილი, ეს გულისხმობს რომ იქ არის აკრძალვები, მაგრამ ყოველგვარი ახსნის გარეშე. ამ შემთხვევაში ბავშვებმა იციან, რომ რაღაც არ უნდა გააკეთონ და თუ მოხდება შეკამათება შეიძლება მოხდეს ფიზიკური შეხებაც. მესამე აღზრდის სტილი არის ლიბერალური, როცა არარსებობს არანაირი შეზღუდვები, წესები და ბავშვს არ უშლიან არაფერს. მშობელი ამას იმით ხშნის, რომ არ სურს შვილთან კონფრონტაციაში შესვლა.ძირითადად აღზრდის ეს სტილი აქვთ იმ მშობლებს, ვინც თავად ავტორიტარული ტიპის ოჯახებში გაიზარდნენ. არის კდიევ ინდიფერენტული აღზრდის სტილი, როცა მშობელი არის უყურადღებო, არ გამოხატავს თანაგრძნობას, ეს შეიძლება ცხოვრებისეული სიძნელეებით, გადაღლით იყოს გამოწვეული. ეს არის აღზრდის რამოდენიმე სტილი, მშობელზე არის დამოკიდებული როგორ ურჩევნია ბავშვის აღზრდა. კვლევებით დადგინდა, რომ ყველაზე უფრო კარგად ადაპტირებულები არიან ბავშვები, რომლებიც დემოკრატიული აღზრდის სტილით გაიზარდნენ.

სოფიო სურგულაძე:

გთხოვთ მასწავლეთ გზა, რომლითაც შევძლებ ბავშვისათვის მედიკამენტის მიწოდებას ისე რომ ამას არ მოჰყვეს ტირილი, გულის რევა და ა.შ. (ბავშვები 3 და 1 წლისანი არიან).

-ზოგადად ბავშვისთვის განკუთვნის წამლებს სასიამოვნო გემო აქვს, მაგრამ თუ ეს ასე არ არის ოედიატრის რეკომენდაციით წამალი გაიხსნას წვენში ან სიროფში, ან საჭმელში და ასეთი სახით მივაწოდოთ ბავშვს. კარგი იქნება თუ წამლის მიღების პროცესს მივცემთ ერთგვარი თამაშის ფორმას, ეს ყველაფერი მშობლის ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

-გთხოვთ მითხრათ რა დატვირთვაა მიზანშეწონილი 3 წლის და 6 თვის ბავშვისათვის. რამდენიმე წაკითხვაში შეუძლია 15-17 სტროფიანი  ლექსი ზეპირად წაიკითხოს. იცის დაახლოებით 100 სიტყვა რუსულად. თითქმის ყველა ქართულ ასოს ცნობს. ეს არ ხდება ძალდატანებით. უბრალოდ თვითონ კითხულობს ეს როგორაა რუსულად ან ითხოვს ერთი და იგივე ზღაპრის ან ლექსის რამდენჯერმე წაკითხვას. ასევე დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან. ფაქტიურად კომპიუტერიდან ისწავლა ასოების ცნობა. ზედმეტი ხომ არ არის ეს ყველაფერი? ხომ არ შევზღუდო რომელიმე კუთხით?

-არსებობს ასაკობრივი სტანდარტი, ანუ რისი გაკეთება შეუძლია ამ ასაკის ბავშვს. თქვენ რაც ჩამოთვალეთ, ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე ამ ასაკის ბავშვს შეუძლია რომ გააკეთოს.მაგრამ რადგან ეს ხდება ძალდაუტანებლად, არ უნდა შევზღუდოთ. არსებობენ ძალიან ნიჭიერი ბავშვები, რომლებასაც აქვთ ძალიან კარგი მეხიერება და მდიდარი სტყვათა მარაგი, ასეთი ბავშვების არსებობა არის დიდი ბედნიერებაც და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც. ასეთი ბავშვები სკოლაში შეიძლება სირთულეებსაც წააწყდნენ, იქ მათთვის უკვე უინტერესოა სიაგნები, რომელიც ისწავლება, შეიძლება მოხდეს კონფლიქტი თანატოლებთან, იმიტომ რომ მათი მხრიდან ხდება ინტელექტუალური ზეწოლა, მათ წინასწარ იციან პასუხები იმ კითხვებზე რომელსაც მასწავლებელი დასვამს. ამიტომ სასურველია, რომ ასეთ ბავშვებს ვასწავლოთ სხვისი მოსმენა, მოთმინება და ამ მხრივ განუვითაროთ უნარები.

მაია:

სასწავლო, აღმზრდელობით და სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ხშირად ცდილობენ მოზარდებში შიშის დათესვას. მართებულია ასეთი მიდგომა?

-ასეთი შიში შეიძლება ძალიან დიდხანს გაჰყვეს ბავშვს. შეიძლება ამ შიშის შდეგი მაშინვე იყოს, რაც გამოიხატება ფსიქიურ დაძაბულობაში, ემოციურ აშლილობაში და ა.შ არავითარ შემთხვევაში მისაღები არ არის ასეთი მეთოდი. გამორიცხული არ არის ამის შედეგი ხანგრძლივი დროის შემდეგ გამოვლინდეს, და საკმაოდ რთული არის მერე ამ შედეგების აღმოფხვრა. სასურველია რომ ბავშვების არამარტო ფიზიკურ, არამედ სულიერ ჯანმრთელობაზეც ვიზრუნოთ.

ლია:

როგორია ზღვარი ბავშვებში კრიტიკულ და მშვიდ პერიოდებს შორის და როგორ უნდა "მართოს" ბავშვის ფსიქოლოგია მშობლებმა?

-კითხვა ძალიან ზოგადია, ანუ არ კონკრეტდება, არც ასაკი, არც გარემოება რის გამოც არის ბავშვი აღგზნებული. ამიტომ სასურველია, როდესაც კითხვა დაისმება უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოთ.რაც შეეხება აღზნებას, მთავარია დავადგინოთ მიზეზი რის გამო არის ბავშვი აღგზნებული. უნდა შევეცადოთ გაიხსნას ბავშვი და მოგვუყვეს რა სჭირს. თუ ჩვენი თანადგომა არ აღმოჩნდება საკმარისი, შემდეგ უკვე უნდა მიმართოთ ფსიქოლოგს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას