როგორ გავარჩიოთ ჩვეულებრივი სურდო ალერგიისგან - ალერგოლოგის რჩევები

როგორ გავარჩიოთ ჩვეულებრივი სურდო ალერგიისგან - ალერგოლოგის რჩევები

ალერგია ადამიანებში წელიწადის თითქმის ყველა დროს სხვადსხვა სიპტომით ვლინდება. ის განსაკუთრებით საშიში შემოდგომასა და გაზაფხულზეა. ამიტომ ხშირად სპეციალისტის ჩარევა აუცილებელია. რატომ არის შემოდგომაზე ალერგიული ფონი საშიში და როგორ გავარჩიოთ ჩვეულებრივი სურდო ალერგიისგან, კითხვებს ალერგოლოგი ქეთევან ალავიძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

ნანა:

არაერთხელ გვსმენია ანაფილაქსიური შოკის შესახებ. როცა ადამიანს მწერი კბენს და ამ დროს ელვის სისწრაფით შუპდება. რა არის ამის მიზეზი და როგორ უნდა ავიცილოთ გართულებები თავიდან?

-ამის მიზეზი არის დაუყონებლივი ალერგიოული რეაქცია და ყველაზე საშიში გართულება ანაფილაქსიური გართულებაა. ეს საკმაოდ საშიშია და ყველაზე ხშირად პაციენტებს მწერის ნაკბენზე ემართებათ. პირველი დახმარება არის სასწრაფოს გამოძახება თუ არის სესაძლებელი, თუ არადა ადრენალაინის ინექცია რომელიც აუცილებელია.

2) როგორ გავარჩიოთ ჩვეულებრივი სურდო ალერგიულისგან და როგორ ვიმკურნალოთ ამ დროს?

ალერგიულ სურდოს ახასიათებს უეცარი დასაწყისი, რამდენჯერმე აქვს პაციენტს ცემინება, გამჭვირვალე წყალივით გამონადენი ცხვირიდან და ასევე ქავილი თვალების, ცხვირის და ცხვირხახის არეში. ხშირად ახლავს შეშუპეპები სახის მიდამოში, განსაკუთრებით კი თვალებში. ძალიან იშვიათად ახლავს ყელის ტკივილი, ცხელება , შემცივნება და სახსრების ტკივილი ეს უკვე ვირუსული ინფექციების დროს განვითარებული სურდოს ფონზე არის ეს სიმპტომები. როგორც ვთქვი უეცრად იწყება და სწრაფადვე ქრება. ჩვეულებრივი სურდო რომელიც ვირუსული ინფექციების ან გაციების დროს არის ის ნელნელა იწყება სიცხით, თავის ტკივილით, შემცივნებით და მერე უკვე ვითარდება სურდო რომელიც დაახლოენბით 10 დღის განმავლობაში გრძელდება. საკმაოდ რთულია ზოგ შემთხვევაში ალერგიული და ჩვეულებრივი სურდოს გარჩებვა ერთმანეთისგან. ამარტივებს თუ პაციენტს რაიმე ალერგენთან აქვს კონტაქტი. სურდო ეწყება მაშინ როცა კონკრეტულ ალერგენთან აქვს კონტაქტი.

მაია:

თუ არსებობს სეზონური ალერგიებისგან თავდაცვის რაიმე ხერხი?

-სანამ დადგება სეზონი ალერგიის და გაჩნდება პირველი სიმპტომი , სასურველია პაციენტმა 10 დღით ან 2 კვირით ადრე დაიწყოს მკურნალობის კურსი. ეს კურსი შეიძლება იყოს მედიკამენტური ან შეიძლება ადგილობრივი პრეპარატებით, გააჩნია პაციენტს რა გამოვლინებები აქვს. ეს არის კანისმიერი გამოვლინება თუ რინოკონუქტივალური. ამის მიხედვით ირჩევა მკურნალობა და ორგანიზმის მომზადება იწყება მედიკამენტების ფონზე. სეზონის დადგომის თანავე უფრო ინტენსიური ხდება ეს კურსი საჭიროების მიხედვით. თუ ეს არის მცენარეების მტვერთან ასოცირებული ალერგია აქ პაციენტი უნდა გაფრთხილდეს და გარეთ არ უნდა გავიდეს დილის 7 საათიდან 12 საათამდე, იმპერიოდში როცა ჰაერში მტვრის კონცენტრაცია მაქსიმალურია. ასევე არ არის სასურველი ოთახის განიავება, ეს უნდა მოხდეს კონდინცირების საშუალებით. კარგია თუ თავს აარიდებს პიკნიკებზე გასვლას ბუნების წიაღში. უნდა მოერიდოს იმ ალერგენს რასთან შეხების შემდეგ აქვს ალერგია.

2) რომელი პროდუქტებია ყველაზე მეტად მავნე ალერგიული ადამიანებისთვის?

-ალერგიული პროდუქტების სია ნებისმიერი ადამიანისთვის არის ინდივიდუალური. სხადასხვა ადამიანს სხვადასხვა რამეზე აქვს ალერგია. თუმცა არსებობს ცნობილი ალერგიული პროდუქტები რომელიც ყველაზე მეტად ალერგიულია და მათი მიღება ალერგიული პირებისთვის არ არის მიღებული. ეს არის პირველრიგში თაფლი, თხილეული, ნიგოზი, ციტრუსები, მარწყვი, პომიდორი, თევზეული, მდოგვი, შოკოლადი და ა.შ.

თენგო:

ხშირად მაქვს სურდო, რომელსაც მივიჩნევ რომ ალერგიულია, არის თუ არა საშიშროება იმისა, რომ მუდმივი სურდოს გამო ჩამომიყალიბდეს რაიმე დაავადება. მკურნალობის რა მეთოდს მირჩევთ?

-რადგან ხშირად აწუხებს სურდო პირველ რიგში უნდა მოხდეს იმის დადგენა რა ტიპის სურდოა, რა პათოლოგიასთან გვაქვს საქმე. ქრონიკული სურდო ბევრ გართულებას იძლევა დაწყებული ჩირქოვანი პროცესებით ასევე შეიძლება გადავიდეს სინუსიტებში, შუაყურის ანთებაში და ა.შ. დამთავრებული ალერგიული პოლოპოზისგან. აუცილებელია დიაგნოსტირება. ძირითადადა ამ დროს ინიშნება ადგილობრივი, სტეროიდები. მათი მიღება ზოგჯერ ხანგრძლივად არის საჭირო, აქვს მინიმალური გვერდითი მოვლენები და არის ძალიან ეფექტური.

ლალი:

ცრემლდენა, ცემინება შემოდგომის დადგომასთან ერთად ჩემთვის ეს მუდმივი და სტრესული მდგომარეობაა. რას მირჩევთ?

-უმჯობესია დიაგნოსტირება მოხდეს თუ რაზე აქვს პაციენტს ალერგია, ხოლო შემდეგ ცოტა ადრე 10 დღით 2 კვირით ადრე დაიწყოს მკურნალობა და სიმპტომების გაჩენის თანავე ინტენსიური კურსი ჩაიტაროს მკურნალობის, რომელიც მეტნაკლებად მართავს ალერგიას და მოუხსნის სიმპტომებს. დისკომფორტიც ექნება მინიმალური.

ნანა:

ვარ ალერგიული. ასევე მაქვს ასთმა. გავიარე მკურნალობის კურსი, (დეკემბერში დავიწყე) ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს. ჩავთვალე რომ გამოვჯანმრთელდი კიდეც. დასავლეთშიც ვიყავი რამდენჯერმე. მაგრამ ეს ორი კვირაა ძალიან გამიჭირდა სუნთქვა. მაქვს სურდო (ვფიქრობ ალერგიულია) , ის პრეპარატები, რომელსაც ვიყენებდი მსგავსი სიპტომების დროს აღარ მშველის. ხომ ვერ მეტყვით რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე?

-პაციენტს სავარაუდოდ დეკემბერშივე დაუდგინდა ბრონხული ასთმა. თან თუ პაციენტი ალერგიულია ეს ასევე შეიძლება იყოს ალერგიული ასთმა. ზოგადად ბრონქული ასთმა არის ქრონიკული პათოლოგია და მუდმივად საჭიროებს კონტროლს და მკურნალობას. ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ გაციებასთან გვაქვს საქმე ან ვირუსულმა ინფექციამ გაართულა და გააამწვავა ეს მდგომარეობა. ქრონიკული პათოლოგიების დროს მუდმივად მიმნდინარეობს მკურნალობა და გამწვავების დროს კი უფრო ინტენსიური ხდება მკურნალობის კურსი.

ნატა:

ბავშვს დაემართა ფრონტიტი და გაიმორიტი, სავარაუდოდ რამდენიმე წლიანი არასაკმარისი მკურნალობის შემდგომ ჩამოყალიბდა ქრონიკულ ალერგიად, რომელიც გამოიხატება ყოველ დილით ხანგრძლივი ცემინებით და ლორწოს გამოსვლით(1-2 საათის განმავლობაში). შესაძლოა თუ არა მასგავსი ტიპის შეძენილი ალერგიის განკურნება, ან რაიმე უფრო სერიოზულ დაავადებად გარდაქმნა?

-პაციენტს შეიძლება აქვს ქრონიკული სინუსიტი, ანუ გაიმორიტი და ფრონტიტი, შეიძლება სულაც არა აქვს თანდართული ალერგია. როგორც პაციენტი აღნიშნავს ხანგრძლივი და არასაკმარისი მკურნალობის ფონზე, შეიძლება ჩამოყალიბდა ქრონიკული სინუსიტი, რომელსაც თავად ახასიათებს ესეთი სიმპტომები, დილაობით ხანგრძლივად ლორწოს გამოყოფა. ამ შემთხვევაში შეიძლება სულაც არ არის თანდართული ალერგიული რინიტი მაგრამ ეს უნდა დადგინდეს რომელი პათოლოგიაა, შემდეგ კვალიფიციური მკურნალობა ჩაუტარდეს. იმიტომ რომ რინიტსაც, გაიმორიტსაც და ფრონტიტსაც აქვს თავისი არასასიამოვნო გართულებები.

მაია:

ქრონიკული ალერგიის პირობებში ხშირად ხდება, რომ შეგუების გამო ორგანიზმი ვეღარ რეაგირებს სათანადოდ მედიკამენტურ თერაპიაზე. ამ შემთხვევაში რა შეგიძლიათ ურჩიოთ პაციენტებს?

-მესამე მეოთხე თაობის ანტიალერგიული პრეპარატები ძალიან ხშირად იწვევს შეჩვევას ანუ როცა ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებენ მათი ეფექტი სუსტდება. იმ პაციენტებს ვისაც ხანგრძლივად უწევთ ესეთი პრეპარატების მიღება სასურველია რომ 10 დღეში შეიცვალოს პრეპარატი.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას