ცვლილებები სოციალური მომსახურების ახალ პროგრამაში

ცვლილებები სოციალური მომსახურების ახალ პროგრამაში

ჯანდაცვის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგად, სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებები ითვალისწინებს იმას, რომ ქულების მინიჭების დროს უფრო ობიექტურად შეფასდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მდგომარეობა.

კერძოდ, რას ემსახურება ახალი ცვლილება და რა უპირატესობით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები, თქვენს კითხვებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი, ნოე ქინქლაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

ლანა:

გთხოვთ განმარტოთ, რას ითვალისწინებს ჯანდაცვის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდს (UNICEF) შორის გაფორმებული მემორანდუმი?

-აღნიშნული მემორანდუმი ითვალისწინებს არსებული სისტემის ტრანსფორმაციას, იმ აზრით რომ რაც შეიძლება უფრო მკვეთრად იყოს ასახული ბავშვთა მოთხოვნები ჩვენს ფორმულაში. გაეროს ბავშვთა ფონდი (UNISEF) თვლის, რომ ჩვენი საქმიანობა და სოციალური დაცვა, მიმართული უნდა იყოს საქართველოს მომავალზე- ბავშვებზე. სწორედ ამიტომ მუშავდება ახალი ფორმულა, რომელიც უფრო მეტად ასახავს ბავშვთა მოთხოვნილებებს. ორიენტირებული იქნება ისეთ ოჯახებზე სადაც უმეტესად იქნებიან ბავშვები, მრავალშვილიან ოჯახებზე და ა.შ. ეს არის ძირითადი მიზანი ამ მემორანდუმით საქმიანობის და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ წლის ბოლოსთვის გვექნება უკვე სურათი, ისეთი რომელსაც წარვუდგენთ უკვე მთავრობას.

2) რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ქუჩის ბავშვების მიმართ? (ანუ, ისინი ჩაირიცხებიან სოციალურად დაუცველების იმ კატეგორიაში, რომლითაც საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებული სოციალურად დაუცველები მიეკუთვნებიან? დახმარება იგივე იქნება მათთვის?

-ეს არის მართლაც სერიოზული პრობლემა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვეხმარებიან უცხოელი დონორები, კერძოდ, ევროკავშირმა გამოყო გრანტი 750 000 ევროს მოცულობით, რომელიც ქუჩის ბავშვების პრობლემის გადაჭრას მოხმარდება. რა თქმა უნდა ეს თანხა მთლიანად ვერ გადაჭრის ამ პრობლემას, მაგრამ სახელმწიფოც დახარჯავს თანხებს. მიმართულება ისეთია, რომ პირველ ეტაპზე მოხდეს ამ ბავშვების რესოციალიზაცია, ეს ბავშვები დავაინტერესოთ ცხოვრებით და გავუჩინოთ ინტერესი სხვადასხვა მიმართულებით. შეიძლება იყოს ხელოვნება, მათი პროფესიოული სწავლება, ეს ყველაფერი იმისათვის, რომ მოემზადონ დასაქმებისთვის. დღეისათვის ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს თბილისში და მათთვის შექმნილია დღის ცენტრებიც, სადაც მათ კონტაქტი ექნებათ ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან. ჩვენ ვფიქრობთ ამ პროგრამის განვითარებას და უკვე დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში შეიქმნება დღის ცენტრი, რომელიც ისევ ამ მიმართულებით მოემსახურება ბავშვებს. მთავარი მიზანი მაინც ის არის, რომ ბავშვები კონტაქტში შემოვიყვანოთ. რაც შეეხება ბინით უზრუნველყოფას, ამ საკითხის გადაწყვეტის გზებს ვეძებთ, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯი გადადგმული არ არის.

დალი:

აქვს თუ არა სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური პროგრამა მარტოხელა დედებისთვის, არის თუ არა პენსია ბავშვებისთვის და რა სახის დახმარებებას ითვალისწინებს პროგრამა?

-სოციალური მომსახურების სააგენტოს მარტოხელა დედებისათვის ცალკე პროგრამა არ გააჩნია. თუ ეს ადამიანი არის მარტოხელა დედა და გაჭირვებული, მაშინ მან უნდა მიმართოს მომსახურების სააგენტოს და მიიღებს ჩვეულებრივი სოციალური დახმარების პაკეტს. რაც შეეხება ბავშვების დახმარებას, მე უკვე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ზუსტად ამაზე ორიენტირებული იქნება ახალი მიდგომები ქვეყანაში და ამ ყველაფერზე ჩვენ UNIშEF- თან ერთად ვმუშაობთ. დღს ბავშვების საპენსიო დახმარება არის მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე გამოყოფილი,არის კიდე ზოგადი რეგულირების წესი, სადაც მარტოხელა დედას ყავს ბავშვები და თუ ისინი გაჭირვებულები არიან, მაშინ უნდა მიმართონ სააგენტოს, და ჩვეულებრივი წესით მიიღებენ დახმარებას.

ქეთევანი:

მოაგვარა თუ არა თქვენმა უწყებამ სოციალურად დაუცველების კატეგორიაში უკანონოდ აღრიცხული პირების პრობლემა და რამდენი გამოავლინეთ ასეთი?

-ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს. თქვენ იცით, რომ ბაზაში იყო ძალიან ბევრი ოჯახი, რომელსაც ქონდა მაღალი შემოსავალი, შემდეგ უკვე რაც დავაფიქსირეთ ბაზიდან ამოვიდა. გვქონდა შემთხვევები, როცა მეწარმეები იყვნენ ბაზაში და ესეც გამოვავლინეთ და დაახლოებით 1400 ოჯახს შეეხო ეს. ისინი დღეს ბაზაში აღარ არიან. ჩვენ დღეს ვმუშაობთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება ობიექტური მონაცემები გვქონდეს. ჩვენ ყოველთვიურად ვიღებთ მონაცემებს ოჯახების შემოსავლების შესახებ, გვაქვს კავშირი შსს- სთან, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რომ დამხმარების მიმღები არ იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც საქართველოში არ ცხოვრობს. ასევე შსს-სთან ვთანამშრომლობთ, რათა დავაფიქსიროთ აქვს თუ არა ოჯახს მოძრავი ქონება - მანქანები და ა.შ. ეხლა ვმუშაობთ საჯარო რეესტრთან, გვინდა რომ ინფორმაცია მოგვაწოდონ, აქვთ თუ არა ბაზაში მყოფ ადამიანებს ქონება.

მაია ბულაური:

მაინტერესებს თუ იქნება გათვალისწინებული უსახლკარო სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფა.

-უსახლკარო ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართის გამოყოფა არის ადგილობრივი ხელისუფლების პრეროგატივა მოქმედი კანონმდებლობით. მაგალითად თბილისში ასეთ ოჯახებს ფართი მერიამ უნდა გამოუყოს. სხვა ქალაქებში კი ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებმა. ცენტრალური ხელისუფლებისთვის ეს მიმართულება ცნობილია, მაგრამ ამ ეტაპზე არ განიხილება.

ხათუნა დალაქიშვილი:

გთხოვთ განმიმარტოთ, ერთ მისამართზე ცხოვრობს სამო ოჯახი: დედ-მამა და ორი ვაჟი თავისი ოჯახებით, ერთი მრავალშვილიანი, ხოლო მეორე სოციალურად დაუცველი, ოჯახები 30 წელიწადია ცალ-ცალკე ცხოვრობენ, (კომუნალურ გადასახადებს იხდიან ცალ-ცალკე). მშობლები 80 წელს მიტანებულნი არიან და მამას აქვს პარკინსონის დაავადება.(თვეში ესაჭიროება 168 ლარის წამლები,რომლის შეჩერება არაფრით არ შეიძლება)უახლოესი 15 წლის განმავლობაში მათ ოჯახში არ არის შეძენილი ახალი თანამედროვე ნივთი.2008 წლამდე ოჯახი იღებდა დახმარებას ,მაგრამ შემდეგ  შეუწყვიტეს, რატომ გაზარდა სოცმუშაკმა ქულების რაოდენობა პასუხს არავინ გვცემს. სოციალური სააგენტო სამსახური არაერთი შემოწმების შემდეგ კვლავ აცხადებს, რომ ოჯახი ხელოვნურად გაყოფილია. ვის მივმართოთ?

-თუ ადგილზე სოციალური სააგენტოს თანამშრომლის მუშაობით უკმაყოფილები არიან, შეუძლიათ მოგვმართონ უშუალოდ ცენტრალურ ოფისს და კიდევ დამატებით შევისწავლით ამ საკითხს. რაც შეეხება იმას, რომ არაფერი არ შეუძენია და 2008 წელს ქონდა დახმარება და ეხლა არ აქვს, ამაზე მინდა გითხრათ, რომ შესაძლოა რაღაცეები შეიცვალა ოჯახში. ამიტომ თუ უკმაყოფილოა ადგილობრივი თანამშრომლის მუშაობით, ჩვენ მოგვმართოს და ვნახავთ თუ არის შესაძლებელი რაიმე ტიპის ცვლილება. მაგრამ ზოგადად ოჯახის ხელოვნურ დაყოფებს ძალიან ხშირად აქვს ადგილი. კეთდება ისე, რომ ოჯახში ცალკე მრიცხველი ყენდება, მაგრამ ფაქტიურად ერთი ოჯახია. პრინციპი ამ სოციალური დახმარების ის არის, რომ ოჯახი ერთად უნდა განიხილო და სწორედ ამის საფუძველზე უნდა მოხდეს შეფასება.

გელა კოპალეიშვილი:

რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ, რომ სოციალური დახმარებისა და პენსიის გაზრდის შემდგომ, ბენეფიციარები, რომლებიც ღებულობენ ამ დახმარებას უკეთეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩდნენ ვიდრე სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული ადამიანები, ეს რამდენად ლოგიკურია?

-შეიძლება ასეც მოხდეს, ეს არ არის გამორიცხული. შეიძლება სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი თვითონ მუშაობს, მაგრამ თუ ოჯახს მთლიანად განვიხილავთ, შეიძლება მასაც ეკუთვნოდეს დახმარება. პირობითად შეიძლება არსებობს ექვსსულიანი ოჯახი, რომელიც დახმარებას 300 ლარზე მეტს იღებს, სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენს თანამშრომელს არ ქონდეს და არ გამოსდიოდეს ამდენი ხელფასი. სოციალური აგენტები ძირითადად გამომუშავებაზე არიან. მაგრამ რა თქმა უნდა ეს ჩვენ თანამშრომელს არ უკრძალავს იმას, რომ თუ მის ოჯახს ეკუთვნის მიიღოს დახმარება.

სოციალურად დაუცველი:

ამჟამად რა მდგომარეობაა სოციალურად დაუცველეთა ბაზაში, მოხდა თუ არა გადამოწმება ჩვენი სიების, ხომ არ არის რაიმე ცვლილება პროგრამაში?

-ბაზების გადამოწმება პერმანენტულად მიმდინარეობს. ყოველი თვის ბოლოს გარკვეულად ახალ ბაზას ვიღებთ. აგვისტოს შემდეგ 9000 ოჯახით გაიზარდა ჩვენი ბაზა. არის ცვლილებები, იმიტომ რომ მოხდა ზრდა. ეს მუდმივი პროცესია, ზოგი შემოდის, ზოგი კი გადის ბაზიდან, იმის მიხედვით, თუ რა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა ოჯახში.

2) მაინტერსებს, როგორ გაგრძელდა ის ერთჯერადი პროგრამა, რომელიც სოციალურად დაუცველებს ბინებით უზრუნველყოფას რომ ითვალისწინებდა.

-ეს იყო ერთჯერადი პროექტი, რომელიც განახორციელა მთავრობამ შარშან ნოემბერში. ძალიან გაჭირვებულ ცალკეულ ოჯახებს, რომლებიც შეჭრილები იყვნენ სხვადასხვა ბინებში, ერთჯერადად დაუფინანსა ბინის ქირა. ეს იყო ექვს თვიანი პროექტი და ამ დროის შემდეგ დამთავრდა. დღესდღეობით ამ პროექტის გაგრძელებაზე საუბარი არ არის.

3) გაიზარდა თუ შემცირდა არჩევნების შემდეგ სოციალურად დაუცველების რიცხვი და რამდენმა ოჯახმა მოგმართათ სააგენტოს?

-დაახლოებით იგივე სტატისტიკა გვაქვს, რაც გვქონდა არჩევნების წინ, იგივე რაოდენობაა ეხლაც. რა თქმა უნდა პიროვნებებში მოხდა ცვლილებები, ძალიან ბევრმა დატოვა ბაზა, ზოგიც მოემატა. თუმცა ძირითადად რაოდენობა არ შეცვლილა. ბაზა ძალიან მაღალი იყო წლის ბოლოს, იმის მერე დაიწყო კლება და ეხლა ფაქტიურად თანაბარ მდგომარეობაში ვართ. ციფრებში რომ ვთქვათ, ოქტომბრის თვეში დახმარებას იღებს 150 000 ოჯახი დაახლოებით იგივე რაოდენობა იყო შარშან ოქტომბრის თვეში.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას