რა ასაკიდან უნდა ჩავაბათ ბავშვი სპორტულ ცხოვრებაში?

რა ასაკიდან უნდა ჩავაბათ ბავშვი სპორტულ ცხოვრებაში?

ბავშვის ცხოვრების ჯანსაღი წესი - ეს არის სწორად შედგენილი დღის რეჟიმი, ჯანსაღი კვება და მშვიდი ოჯახური გარემო. მშობლები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ბავშვის სპორტით დატვირთვასაც. რა ასაკიდან უნდა ჩავაბათ ბავშვი სპორტულ ცხოვრებაში, კითხვებს პედიატრი უპასუხებს.

გამოგზავნილი კითხვები:

თამარი:

ჩემი შვილი ორ თვეში 7 წლის გახდება. სიმაღლეში საშუალოზე დაბალია 4 სმ-ით. სპორტის რომელ სახეობას მირჩევთ, რომ სიმაღლეში ზრდას შევუწყოთ ხელი?

-ამ კითხვას მინდა ასე ვუპასუხო, რომ ინტენსიური ზრდის პერიოდი თქვენს შვილს ჯერ წინ აქვს. 4 სმ არც ისე ბევრია, აქ მთავარია ყურადღება მივაქციოთ რომელ მონაცემებთან არის ის შედარებული. აქ დასადგენია რას გულისხმობს მშობელი. მისი სიმაღლე დადგინდა სპეციალური ცხრილების გამოყენებით, რომელსაც ადგენს სპეციალისტი თუ მშობელმა თვითონ განსაზღვრა. თუმცა მინდა კიდევ ერთხელ ავღნიშნო ინტენსიური ზრდა. თუ ის ვაჟია მას ექნება 13-14 წლის ასაკში პირველი პიკი და მოგვიანებით 16-17 წლის ასაკში. რაც შეეხება სპორტს, თუ ბავშვს ჯანმრთელობა კარგი აქვს და მას შემოწმება არ სჭირდება მისთვის უმჯობესია კალათბურთი. აქ სპეციალური მეთოდიც კი არსებობს სიმაღლეში ხტომის. დახტომის დროს ძვლის საზრდელი ზონები ღიზიანდება და საპასუხოდ აქტიურდება ფუნქცია, რომელიც ზრდას უწყობს ხელს. მე ასევე ვურჩევდი მან მიიღოს დამატებით ცილის სინთეზისთვის არსებული პრეპარატები. ძალიან ვუჭერ მხარს ამინომჟავების კომპლექსის მოხმარებას, ეს როგორც კუნთების გაზრდაში ასევე სიმაღლეში ზრდასაც უწყობს ხელს.

მე აქვე მინდა დავამატო, რომ მშობლებს გონიათ თუ ბავშვი არის თხელი , სუსტი, სიფრიფანა ამ შემთხვევაში ის უნდა მიიყვანონ აუცილებლად სპორტზე, რადგან ის აკაჟებს და აძლიერებს.მაგრამ როგორც წესი ყველანაირი აგებულების ბავშვები როგორც წესი მიყავთ ერთ სექციაში. გასათვალისწინებეოლია რომ ამ თხელი ბავშვისთვის ეს დატვირთვა შეიძლება აღმოჩნდეს დიდი და შეიძლება დაიწყოს ისეთი პრობლემები როგორიცაა ხერხემლის დეფორმაცია , შლატერის დაავადება და ა.შ. ჩვენთან იგნორირებულია სპორტის ექიმის როლი, არადა ძალიან საჭიროა და მე ვურჩევ მშობლებს გაიარონ კონსულტაცია ექიმთან., რადგან შემდეგ სავალალო ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდნენ. ძალიან ხშირად თხელი სიფრიფანა ბავშვებისთვის საჭიროა წინასწარი მომზადება. ბავშვს შეიძლება ჩაუტარდეს მასაჟები, შეიძლება დოზირებული ვარჯიშებიც, აქ მთავარია პირდაპირ რომელიმე სპორტულ სექციაში არ შეიყვანონ.

ნანა:

ბავშვი ძალიან აქტიურია, ეზოში ფეხბურთს რომ თამაშობს სახეზე ფითრთდება. ხომ არ არის ეს საშიში რომ ბავშვი სპორტით დავტვირთო?

-როცა ბავშვი ფერს კარგავს ესეიგი რაღაც პრობლემაა სისხლის მიმოქცევაში, შეიძლება ეს გულიდან გამომდინარეც იყოს. მანკების დროს ხშირია ასეთი რაღაც, ამიტომ მე მინდა ვურჩიო რომ აუცილებლად აჩვენოს ბავშვი კარდიოლოგს. ნანას ვეტყვი რომ თუ გული ჯანსაღია მაშინ მას ბავშვის დატვირთა შეუძლია, თუმცა ეს რა თქმა უნდა თანდათანობით უნდა მოხდეს.

თამაზი:

რას გვეტყვით სკვერებში დადგმულ ტრენაჟორებზე. რამდენად სასარგებლოა ბავშვებმა ამ ტრენაჟორებით ისარგებლონ?

-ზოგადად ტრენაჟორები ძალიან კარგია, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით მივესალმები. თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ უფრო დიდებისთვისაა რეკმენდირებული. რაც შეეხება ბავშვებს ძალის თვისების განვითარება მათ ეწყებათ 11 წლის ასაკიდან, ამით იმის თქმა მინდა რომ უმჯობესია სპორტი ორიენტირებული იყოს ბავშვის ფიზიოლოგიაზე. რაც შეეხება ძალას ბავშვში 11 წლიდან იწყებს სწრაფად განვითარებას. მანამდე ძალისმიერი ვარჯიშები არ არის სასურველი. ჩვენ ყოველთვის უნდა დავამთხვიოთ ბავშვის ფიზიოლოგიას, რა თვისებაც მას უნვითარდება ფიზიოლოგიურად ის განვავითაროთ. 11 წლის შემდეგ დოზირებულად შეიძლება ამ ტრენაჟორების გამოყენება.

ნინო:

ჩემი ბიჭები 4 და 5 წლისანი არიან, მინდა ცურვაზე შევიყვანო, რას მირჩევთ, ადრე ხომ არ არის?

-მინდა ნინოს ვუთხრა რომ ცოტათი ადრეა. ვიტყვი რომ ცურვაზე შეყვანას აქვს სხვადასხვა მიზანი. თუ მას უნდა რომ ისინი გამოვიდნენ მოცურავეები უმჯობესია 10-12 წლიდან შევიდნენ. თუ ეს არის ზოგადი ფიზიკური განვითარება ამ შემთხვევაშიც ვურჩევ რომ 6-7 წლამდე დაელოდოს. აქ არ არის მთავარი ივლიან თუ არა ბავშვები ცურვაზე, აქ მთავარია მიზანი რას ემსახურება . თუ პროფესიონალური სპორტი უნდათ მოგვიანებით ჯობია , ხოლო მეორე მიზეზიც უკვე გითხარი საუკეთესო ასაკია 6-7 წელი.

ლალი: ნიკოლოზი:

რა ასაკიდან უნდა ვატაროთ ბავშვი ცურვაზე?

-პასუხი აქაც იგივეა. როგორც ავღნიშნე თუ უნდა რომ უბრალოდ ცურვა ისწავლონ 6-7 წელი , ხოლო 12 წლისკენ ბავშვს შეუძლია ინტენსიური დატვირთვა მიიღოს. ამ ასაკში ის ორგანოები მზადდება რომელიც ცურვის დროს არის საჭირო.

ქეთი:

ბავშვის გონებრივი განვითარებისთვის რომელი ვარჯიშებია სასარგებლო?

-ფიზიკური და გონებრივი განვითარება ძალიან მოქმედებს ერთმანეთზე. როგორც კი ბავშვი ვითარდება ფიზიკურად ასევე ვითარდება გონებრივადაც. აქ ერთ ექსპერიმენტსაც მოგიყვანთ. ჩატარდა ხანგრძლივი დაკვირვება ტყუპებზე რაც იმას ნიშნავს რომ ძალიან იდენტური მოდელია. ერთი ბავშვი გაზარდეს ჩვეულებრივ პირობებში, ხოლო მეორეს გაურთულეს პირობები, ანუ ფიზიკურად მეტად იტვირთებოდა. მას თვითონ უწევდა საჭმელთან მიცოცება, ასევე თვითონ უნდა მისულიყო სათამაშოებთან . ბავშვი უფრო მეტად იტვირთებოდა ფიზიკურად. ეს ექსპერიმენტი ძალიან ხანგრძლივი იყო. აღმოჩნდა რომ ბავშვი რომელიც ფიზიკურად იტვირთებოდა ის როგორც ფიზიკურად ასევე გონებრივადაც, უფრო განვითარებული და ძლიერი იყო.

კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, ფიზიკური განვითარება გონებრივზე დადებითად რომ მოქმედებს ეს დადასტურებულია . რაც შეეხება ვარჯიშს შეუძლია ნებისმიერი გამოიყენოს, რადგან ნებისმიერი მოქმედებს დადებითად.

ნანა:

როგორ ვარჯიშს გვირჩევთ პუტკუნა პატარებისთვის?

-უპირველეს ყოვლისა განვსაზღვროთ ბავშვი როგორი ტიპისაა. არის პუტკუნა მდუნე ბავში რომელსაც ეზარება მოძრაობა, თუ ეს არის პუტკუნა ცოცხალი ბავშვი. მე ვფიქრობ რომ პუტკუნა ზანტი ბავშვი წყალში რომ ჩავაგდოთ ის იძულებული იქნება ხელი გაანძრიოს, ამით იმის თქმა მინდა რომ თავს უნდა მოვახვიოთ იძულებითი ვარჯიშები. მოტივაცია უნდა შევუქმნათ რომ გააქტიურდეს. კარგია ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ ადრეულ ასაკში. პატარაობიდან თუ ჩავდებთ ტანვარჯიშულ ვარჯიშებს მერე როგორც წესი კარგად ვითარდებიან. პუტკუნების დედებს კი ვურჩევ რომ აუცილებლად წონის კორექცია გააკეთონ. აუცილებლად ჩააყენონ ბავშვები წონის რეჟიმში რადგან მერე გადაექცევათ მათ ეს პრობლემად.

ქეთი:

ჩვილი ბავშვებისთვის როგორ და რა პერიოდში შეგვიძლია მასაჟების გაკეთება, შეიძლება რომ სურვილისამებრ ვარჯიშის სახით ჩავუტაროთ სპეციალისტის დახმარებით მასაჟები?

-0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული მასაჟების მეთოდიკა.1-დან 2 თვეში მეთოდიკა იცვლება და ის მიყვება ფიზიოლოგიურ განვითარებას. მინდა ავღნიშნო რომ ჩვილ ბავშვზე მასაჟის გაკეთება არ შეიძლება თვენახევარ ორ თვემდე. რაც უფრო სუსტია ბავშვი მით უფრო გვიან უნდა დავიწყოთ მასაჟის გაკეთება. არ გვეგონოს რომ უკეთესია თუ ადრე დავიწყებთ. ჯობია რომ პატარას მოძლიერება ვაცალოთ და თვენახევარ 2 თვიდან დავიწყოთ მასაჟები. მასაჟი დადებითად მოქმედებს რადგან ეს არის ფიზიკური ზემოქმედება. მართალია ამ შემთხვევაში პასიურია თვითონ აქტიურად არ არის რადგან ჩვენ ვუკეთებთ მასაჟს, მაგრამ ეს მეთოდი ძალიან კარგად მოქმედებს ჩვილებზე. მე ვურჩევ ყველას რომ დღეგამოშვებით ჩაატარონ ესეთი მასაჟები, მაგრამ აქვე ავღნიშნავ რომ აქვს თავისი მეთოდიკა. 2-3 თვემდე სხვა რაღაცა კეთდება , 3-4 თვემდე სხვა , 4-6, 6-10, 10-12 აი ესეთ პერიოდებადაა მასაჟი დაყოფილი, ეს წესები უნდა იყოს დაცული აუცილებლად.

ნიკა:

ძალიან მაინტერესებს რამდენი პროცენტით არის დამოკიდებული გენეტიკაზე ბავშვის ფიზიკური განვითარება, ძალიან ბევრი ბავშვი ვიცი დედ-მამა არც ისე მაღლები ჰყავს, მაგრამ თავად ძალიან მაღლები იზრდებიან. და კიდევ, რა როლს თამაშობს სპორტი მოზარდის განვიტარებაში?

-დავიწყოთ ბოლოდან რომ სპორტი მოზარდის განვითარებაში ძალიან დადებით როლს თამაშობს. პირველ რიგში ის ხელს უწყობს როგორც ფიზიკურ ასევე გონებრივ განვითარებას. მეორე არის ის რომ სპორტის ზეგავლენით პიროვნებაც ყალიბდება უფრო კარგი და დადებითი, ამიტომ ეს შესანიშნავია. რაც შეეხება გენეტიკას რასაკვირველია ბავშვის სიმაღლე დამოკიდებულია გენეტიკაზე. მე პროცენტებს ვერ განვსაზღვრავ მაგრამ როგორი უნდა იყოს ბავშვი ის აგებულია დედის და მამის სიმაღლეზე. თუ მშობლები დაბლები არიან აქ ბებია ბაბუა, ან ვიღაცის გენი მაინც იქნება მაღალი.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას