რას ამბობენ ვარსკვლავები ჩვენზე -ასტროლოგის პასუხები

რას ამბობენ ვარსკვლავები ჩვენზე -ასტროლოგის პასუხები

ვისაც ვარსკვლავების გჯერათ და ფიქრობთ, რომ მათ შეუძლიათ განსაზღვრონ ადამიანის ბედი, ან როდის მიაღწევთ წარმატებას პირად და პროფესიულ ცხოვრებაში, თქვენს კითხვებს astrologi.ge- ს რედაქტორი სოფო ბზეკალავა პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

ნანა:

მაინტერსებს, რას ამბობენ ვარსკვლავები ირაკლი ალასანიას მომავალზე. მის ვარსკვლავის "სიკაშკაშის" ჩაქრობას სამწუხაროდ ბევრი ცდილობს. ასტროლოგია რას ამბობს?

-სამწუხაროდ მე არ მაქვს ხელთ ბატონი ირაკლის ზუსტი მონაცემები ( დაბადების საათს ვგულისხმობ, რომლის გარეშეც რთულია ამა თუ იმ ადამიანზე დეტალური ინფორმაციის გარკვევა), თუმცაღა ზოგადი გათვლებით ირაკლი ალასანიას კარმული მისია მართლაც შეესაბამება პოლიტიკოსის კარიერას. თუმცაღა მისი ლილიტი თხის რქაში მაძლევს იმის ვარაუდის მიზეზს, რომ მისი გზა ამ კუთხით ძალიან ბევრი ინტრიგებით და წინააღმდეგობებით იქნება სავსე. ეს ადამიანი არის საკმაოდ ძლიერი ინტუიციით დაჯილდოვებული, ძალიან ეჭვიანია.  (მთვარე მორიელის ზოდიაქოში), ამასთან ერთად მას აქვს მებრძოლი სული და რისკის სიყვარული, უფრო კულისებს მიღმა მოთამაშეა (მარსი ვერძის ზოდიაქოში). ჩემის აზრით თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე იგი უკეთესი კანდიდატურაა ვიდრე ზოგადად ქვეყნის მეთაურის რანგში.

ნიკა:

დაბადების თარიღი: 1986. 22. 06. ზოდიაქო- კირჩხიბი. როდის  დაიწყება უკეთესი პერიოდი და როდის შეიძლება სიყვარულში გამიმართლოს. როდის არის კარგი დრო, რომ ვიაქტიურო და შედეგი ჰქონდეს ჩემს აქტიურობას.

- მომავალი წელი დაახლოებით მარტის თვიდან შესაძლოა მეტ-ნაკლები სირთულეებით იყოს სავსე, იმიტომ რომ კარმული კვანძების უკუფაზა დგება თქვენს ცხოვრებაში. უფრო დეტალურად კარმული წლების და უკუფაზის შესახებ შეგიძლიათ ჩვენს საიტზე იხილოთ სპეციალური სტატია :

აქედან გამომდინარე მოგიწევთ ბევრ საკითხზე დაფიქრება, არსებული სიტუაციის გადაფასება და ზოგადად ფასეულობების, ცხოვრების მიმართ დამოკიდებულების ცვლა. ამასთან ერთად სატურნის დაბრუნებაც ემთხვევა თქვენს უკუფაზას, რის გამოც გამოცდა ელის თქვენს პირად (პარტნიორულ) ურთიერთობებს.

შორენა:

დავიბადე 25,01,1981 წელს. თუ შეგიძლიათ მითხრათ ჩემი პირადი ჰოროსკოპი. შვილები: კატო 29,09,2011, ლალიკო-19,10,2012 წელს.

-ქალბატონო შორენა, საიმისოდ რომ ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებაში მოსალოდნელ მოვლენებზე სრული სიზუსტით ვიმსჯელოთ, საჭიროა არამხოლოდ მისი დაბადების თარიღი, არამედ დაბადების ზუსტი საათიც, რომელიც თქვენ არ გაქვთ კითხვის გამოგზავნისას მითითებული. ამიტომ გიპასუხებთ ზოგადად. თქვენ ხართ მერწყულის ზოდიაქოს ტიპიური წარმომადგენელი, ასევე გაგაჩნიათ სასწორის გავლენაც რუკაში. კარმულად დაიბადეთ პროგრამით რომელიც გავალდებულებთ რომ იყოთ ლიდერი საქმიანობაში, მიეჩვიოთ პასუხისმგებლობის აღებას სხვებზე, გათავისუფლდეთ გადამეტებული დამოიკიდებლობის სიყვარულისგან. ამას გარდა ნაკლებად უნდა იქონიოთ მეგობრების იმედი და ზოგადად, იმიტომ რომ შესაძლოა ისინი ყველაზე საჭირო დროს არ აღმოჩნდნენ ხოლმე თქვენს გვერდზე. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თქვენ ცუდი სამეგობრო გყავთ, უბრალოდ კარმულად გავლილი გაქვთ პროგრამა რომელიც გავალებთ რომ ამ ეტაპზე მიეჩვიოთ მარტო მოქმედებას. ამიტომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად უნდა იყოთ ცხოვრებაში. რაც შეეხებათ შვილებს: კატო - საკმაოდ ტიპიური სასწორია, მორიელის და ლომის გავლენით. ვერ ვიტყვი რომ მარტივი ხასიათი აქვს. ცოტა ეჭვიანი და უზომოდ ემოციურია. ამასთან ერთად ამაყი და თავმოყვარე. მისი სფერო საგანმანათლებლო სფეროა, ან მოდა, დიზაინი, არქიტექტურა და ა.შ

ლალიკო - კომუნიკაბელური, მუსიკალური მონაცემების მქონე და ხმაურიანი იქნება. ასეთი ბავშვები საუბარს და სიარულს თანატოლებზე ადრე სწავლობენ. ოპტიმისტი და მხიარული ადამიანი გაიზრდება. თუმცა მისი კარმული მისია ითვალისწინებს იმას, რომ არ უნდა იყოს მეწვრილმანე და მატერიალისტი. სხვა შემთხვევაში იგი დანაკარგებს ვერ აიცილებს თავიდან ცხოვრებაში.

ლალი:

რას უწინასწარმეტყველებს ვარსკვლავები გიორგი მარგველაშვილს?

-სამწუხაროდ მე არ მაქვს ხელთ ბატონი გიორგისზუსტი მონაცემები ( დაბადების საათს ვგულისხმობ, რომლის გარეშეც რთულია ამა თუ იმ ადამიანზე დეტალური ინფორმაციის გარკვევა), ამიტომ შევეცდები ზოგადი ცნობები მოგაწოდოთ. ბატონი გიორგი საკმაოდ კომუნიკაბელური, ერუდირებული და ცნობისმოყვარე ადამიანია, თუმცა მისი კარმული მისია უფრო საქველმოქმედო საქმიანობას, ფილოსოფია-სოციოლოგიის სფეროში მოღვაწეობას ესადაგება ვიდრე პოლიტიკას. ამას ემატება ლილიტი კირჩხიბის ზოდიაქოში, რაც ძირითადად იმას ნიშნავს რომ ადამიანის შესაძლებლობები ხშირად იბლოკება სამშობლოში და გაცილებით უფრო მეტი შანსები მას უცხოეთში მოღვაწეობის შემთხვევაში ეძლევა.

ნანუ - 152:

რომელი ზოდიაქოს ნიშანია 23 აგვსიტოს დაბადებული ადამიანი?

-23 აგვისტოს დაბადებული შეიძება იყოს ლომიც და ქალწულიც. გააჩნია ზუსტ დაბადების მონაცემებს და დაბადების საათს.

ნატა:

დაბადების თარიღი 23 აგვისტო 1979 წ.  თუ შეგიძლიათ მითხრათ, როგორი იქნება ჩემთვის ეს წელი სასიყვარულო ურთიერთობებში და ზოგაგად როგორი წელი მექნება?

-სამწუხაროდ დაბადების ზუსტი საათის გარეშე ვერ გავაკეთებ ვერანაირ კომენტარს, იმიტომ რომ ხართ ე.წ "მესაზღვრე" და საჭიროა ზუსტად ვიცოდე რომელ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნებით და რა გავლენები გაქვთ პლანეტარული კუთხით. საამისოდ საჭიროს ზუსტი დაბადების საათი.

ცირა:

ჩემზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს მთვარის ფაზაბის გადაადგილება და ვარსკვლავთა სიკაშკაშე. თუ ვარსკვლავი ცაზე არ ანთია, ჩათვალეთ, რომ მე ის დღე "მკვდარი" ვარ. არ ვიცი რა შეიძლება ამას დავარქვა. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს კიხთვას, მაინტერესებს, თუ გავმდიდრდები და დავამარცხებ თუ არა ჩემს ბოღმიან მეზობლებს და აუტანელ თანამშრომლებს, და საერთოდ რა ბედი მეწევა?

-ბოღმიან მეზობლებს შეგიძლიათ სელენას ეტლით ეწვიოთ და სასეირნოდ დაპატიჟოთ ისინი გველისმჭერის ხეივანში. ეს ნამდვილად მოახდენს მათზე ეფექტს.

მარიამი:

დავიბადე 1987 წლის  21 ოქტომბერს,რა შეგიძლიათ მითხრათ, რას მიწინასწარმეტყელებენ ვარსკვლავები?

-გამომდინარე იქედან რომ მე არ ვიცი თქვენი ზუსტი დაბადების საათი, იძულებული ვარ შეკითხვაზე ზოგადადად გიპასუხოთ. თქვენი პრობლემა არის პირადი ცხოვრება და შვილებთან (ორსულობა, მშობიარობა) დაკავშირებული საკითხები. გირჩევთ ამ კუთხით გაამახვილოთ.

მარიამი:

დაბადებული ვარ 1963 წლის  29 აგვისტოს. მაინტერესებს რას ამბობენ ვარსკვლავები ჩემზე, როგორი იქნება ეს წელი ჩემთვის, კარიერის რა სფეროში მელოდება წარმატება?

-ქალბატონო მარიამ, საიმისოდ რომ ამა თუ იმ ადამიანის ცხოვრებაში მოსალოდნელმ ოვლენებზე სრული სიზუსტით ვიმსჯელოთ, საჭიროა არამხოლოდ მისი დაბადების თარიღი, არამედ დაბადების ზუსტი საათიც, რომელიცთქვენარგაქვთკითხვისგამოგზავნისასმითითებული. ამიტომ გიპასუხებთ ზოგადად. თქვენი ჭეშმარიტი მოწოდება და კარმული მისია გახლავთ ოჯახი და ოჯახის წევრებზე ზრუნვა. ადამიანები რომლებიც თქვენნაირი კარმული პროგრამით ევლინებიან ქვეყანას საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას, მხოლოდ იმ შემთხვევაში ახერხებენ როცა ოჯახზე ზრუნვას ისწავლიან და ზოგადად ეყოლებათ ეს ოჯახი. თქვენთვის არ არის სასურველი გადამეტებული კარიერისტული მისწრაფებები (თანამდებობისთვის ბრძოლა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ა.შ) ეს შესაძლოა ნეგატიურად აისახოს თქვენს ცხოვრებაზე.

ლალი:

ძაღლის წელიწადი. ზოდიაქო-თხის რქა. სქესი -მდედრობითი. ამჟამად ვარ ფაქტიურად ცხოვრებაში ხელმოცარული, სიმართლე გითხრათ ვარსკვლავებისთვის არასდროს მიკითხავს ჩემი ბედის შესახებ. ინტერნეტკონფერენციის შესახებ მეგობარმა მირჩია და მეც ჩავები. გულწრფელად გკითხავთ: მეღირსება რაიმე სასიკეთო ცხოვრებაში?

-ქალბატონო ლალი, თხის რქა ზოგადად მშრომელი და კარიერისტი ნიშანია, ძაღლის წელში დაბადება ერთგულების უნარს გიმძაფრებთ. თუმცა თუკი ღამის საათებში დაიბადეთ, ეს იმას ნიშნავს რომ ცხოვრებაში ხშირად მოგიხდებათ დაქვემდებარებულის როლში ყოფნა.

ლალი-ლალი:

დაბადების თარიღი 1974 წლის 31 მარტი. მაინტერესებს როგორი იქნება ჩემი მომავალი? მითხარით ჩემი ჰოროსკოპი.

-ქალბატონო ლალი, მართალია ზოდიაქოს ნიშნით ვერძი ხართ მაგრამ ე. წ "არატიპიური ვერძების" კატეგორიას განეკუთვნებით. ძალიან ბევრია თქვენში კირჩხიბის და თევზების გავლენა. ამიტომ საკმაოდ ფრთხილი, ემოციური და ცოტა არ იყოს ბუტია ადამიანი იქნებით რეალურ ცხოვრებაში. თუმცა საკმაოდ მეგობრულიც და ენამოსწრებულიც. თქვენი სფერო საგანმანათლებლო სფეროა, პედაგოგიკა, მოდა, დიზაინი, არქიტექტურა,სოციოლოგია და ა.შ

ზვიადი:

დავიბადე 1986 წლის 30 იანვარს. მაინტერესებს ჩემი პირადი ჰოროსკოპი.

-ტიპიური მერწყული ხართ, თუმცა გაქვთ სასწორის ზოდიაქოს გავლენაც. ამიტომ ბუნებით უკონფლიქტო პიროვნება უნდა იყოთ და ძალიან მეგობრულიც. თუმცა გარკვეული მესაკუთრული ჩვევებიც გაგაჩნიათ და ზოგჯერ ეჭვიანიც ხდებით. თქვენი მოწოდება საბანკო-საფინანსო სფეროა, თუმცა გახასიათებთ გარკვეული სიზარმაცეც და სურვილს უშრომელი შემოსავლით იცხოვროთ ხშირად ვერ თრგუნავთ (თუკი ამის რეალური საშუალება გაქვთ). თქვენნაირი ადამიანები ნაკლებად უნდა გამოჩნდნენ აქტიურად საზოგადოების წინაშე. სასურველია ნებისმიერი საქმე რასაც აკეთებთ სხვისი ხელით წარუდგინოთ პუბლიკას. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მხრიდან თქვენ მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანი იქნება.

მარიამი:

ბავშვი დაიბადა 2009 წლის 12 ივლისს 18 საათზე. მაინტერესებს რა სფეროში მიაღწევს

წარმატებას?

-ქალბატონო მარიამ, სასურველია კითხვის დასმისას დააკონკრეტოთ ბავშვის სქესი ბიჭია იგი თუ გოგონა. ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი შანსი სამომავლოდ საკმაოდ დიდი ფული იშოვნოს ინტერნეტ-კომუნიკაციის სფეროში. ასევე ნებისმიერი სახის სფეროა მისთვის შესაფერისი რომელიც ტექნიკურ ინოვაციებს შეეხება.

მირანდა:

დავიბადე 1983 წლის 18 ოქტომბერს დილის 6 საათზე. როგორია ჩემი პირადი ჰოროსკოპი?

-რუკის მიხედვით საკმაოდ ემოციური, გულმოწყალე და სენსიტიური ადამიანი ხართ, გიყვრთ ლამაზად ჩაცმა-დახურვა და ზოგადად კარგი გარეგნობა უნდა გქონდეთ (საშუალო სიმაღლის, სახის პროპორციული ნაკვთებით, ლამაზი თმებით). ყველაფერში სილამაზეს და ჰარმონიას ეძებთ. თუმცა პირად უთიერთობაში ცოტა ხისტი, დიქტატურისკენ მიდრეკილი მამაკაცებით იხიბლებით. თუ ოჯახი აქამდე არ შეგიქმნიათ, სავარაუდოდ პარტნიორი სამეგობრო წრეში უნდა ეძებოთ, შესაძლოა ეს იყოს ინტერნეტ-ნაცნობობაც. რაც შეეხება თქვენს მოწოდებას, კარმულად თქვენი სფერო კომუნიკაციის სფეროა - ანუ მარკეტინგი, პიარი, ჟურნალისტიკა, საშუამავლო საქმიანობა, უძრავი ქონებით ვაჭრობა და ა.შ გამორიცხული არ არის ეს იყო მოდის ბიზნესი (სამოსი, ფეხსაცმელი) ან საგამომცემლო საქმე.

მამუკა:

ბავშვი დაიბადა 2006 წლის  დეკემბერს. დილის 10 საათზე, იქნება თუ არა ცხოვრებაში წარმატებული და რა სფეროში?

-სამწუხაროდ არ გაქვთ მითითებული თუ რომელ რიცხვში დაიბადა პიროვნება. ამიტომ მომიწევს კითხვა უპასუხოდ დაგიტოვოთ.

ლევანი:

29. 04. 1989.- ვარ თუ არა ნამდვილი კურო და რომელ ნიშანს ვუგებ კარგად?

-უდავოდ ბრძანდებით "ნამდვილი კურო" ანუ თქვენი ნიშნის ტიპიური წარმომადგენელი. თუმცა გაქვთ ასევე მშვილდოსნის ზოდიაქოს გავლენაც. თქვენთვის სასურველი პარტნიორია მშვილდოსანი, თევზები, კურო, ვერძი ან თხის რქა.

სოფო:

დავიბადე 1987 წლის 30 ივნისს. მაინტერესებს როგორია ჩემი პირადი ჰოროსკოპი და როგორ

ზეგავლენას ახდენს ჩემი მმართველი პლანეტა-მთვარე ჩემს ცხოვრებაზე?

-კირჩხიბის გავლენა თქვენზე ძალიან დიდია, მაგრამ ასევე გაქვთ ცეცხლის სტიქიის ელემენტებიც, კერძოდ ლომის ზოდიაქოსთვის დამახასიათებელი თვისებები ( სიამაყე, ამბიციურობა, გამორჩეული პატივმოყვარეობა, გართობის და საზოგადოების წინაშე თავის წარმოჩენის სიყვარული). მთვარის გავლენაც საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი პლანეტა დგას თქვენს რუკაში კირჩხიბის ზოდიაქოში.

დუდუ:

ბავშვი დაიბადა 2009 წლის 29 ოქტომბერს, მაინტერესებს რა სფეროში იქნება წარმატებული, რისი ნიჭი ექნება და როგორი ხასიათის მამაკაცი დადგება.

-ამ ადამიანს სამომავლოდ ექნება დიდი შანსი იმისა, რომ კარგი კარიერა გაიკეთოს დიპლომატიური საქმიანობის, პოლიტიკის ან საბანკო-ადმინისტრაციული სფეროს კუთხით. ზოგადად მისი კარმული პროგრამა კარიერის კეთებას ითვალისწინებს. ხასიათით იქნება საკმაოდ კომუნიკაბელური, მაგრამ დისტანციური, ძალიან ახლო მეგობარი ცოტა ეყოლება. თუმცა საკუთარ მიღწევებს ასეთი ხალხი ყოველთვის კარგ სანაცნობო ბაზას უნდა უმადლოდეს. ამიტომ ამ ადამიანსაც ბევრი ნაცნობ- მეგობარი ეყოლება სხვადასხვა სოციალური ფენიდან რომელთა დახმარებითაც აქტიურად ისარგებლებს.

ხვიჩა:

ჩემი დაბადების თარიღია 20 ნოემბერი 1978.თუ შეიძლება რომ მითხრათ თუ როგორი იქნება

ჩემთვის 2014 წელი?

-გამომდინარე იქედან რომ თქვენი დაბადების რუკაში აქტიურად დგას პირადი ცხოვრების ან შვილებთან დაკავშირებული პრობლემების საკითხი, მინდა ვთქვა რომ 2014 წელს არსებობს საფრთხე სწორედ ამ პრობლემების გათვალისწინების კუთხით, თუმცა 2015 წელი შედარებით სტაბილური იქნება თქვენთვის.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას