უსაფრთხო გათბობა - როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი აირის გაჟონვის საფრთხე

უსაფრთხო გათბობა - როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ ბუნებრივი აირის გაჟონვის საფრთხე

მხუთავი აირის გაჟონვის და ხანძრის კერის წარმოქმნის სალიკვიდაციოდ, 112 დედაქალაქში და საქართველოს დიდ ქალაქებში უსაფრთხოების სისტემების დანერგვას იწყებს, რაც დეტექტორების დამონტაჟებას, ან ობიექტზე უკვე არსებული დეტექტორების აღნიშნულ სისტემაში ჩართვას გულისხმობს. რას გულისხმობს უსაფრთხოების ახალი სისტემა, კითხვებს 112-ის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბიჭაშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

ქეთი:

რას გულისხმობს ახალი დეტექტორების დამონტაჟება?

-112-მა დანერგა ახალი უსაფრთხოების სისტემა, რომელიც გულისხმობს ობიექტებზე სახანძრო უსაფრთხოების დეტექტორების დამონტაჟებას, ასევე უკვე დამონტაჟებული დეტექტორების ჩართვას 112-ის სერვისში. ეს გულისხმობს, რომ როგორც კი წარმოიქმნება საფრთხე გაზის გაჟონვის თუ ხანძრის, საწყის ეტაპზევე შემოდის სიგნალი ჩვენს ცენტრში და სწრაფად ვახდენთ რეაგირებას. როდესაც ადამიანი აღიქვამს გაზის გაჟონვას თუ ხანძრის წარმოქმნას ეს უკვე დაგვიანებული ეტაპია, სწორედ ამიტომაა დეტექტორი კარგი, რადგან სწრაფად რეაგირებს პირველივე კერაზე. დეტექტორის მეშვეობით იგზავნება ჩვენთან შეტყობინება, ეს კი ოპერატიულობას ძალიან ზრდის, შესასბამისად საშუალება გვაქვს, რომ უფრო სწრაფად დავეხმაროთ ადამიანებს.

ლალი:

რა პერიოდში მოხდება უსაფრთხო დეტექტორების დამონტაჟება?

-უსაფრთხო დეტექტორების დამონტაჟება შესაძლებელია როდესაც ხდება ბინის რემონტი, თუ დამთავრებულია სარემონტო სამუშაოები აქ კი შეიძლება დამონტაჟდეს ისეთი დეტექტორი რომელიც არის უსადენო, თუმცა ეს უკვე ძალიან ტექნიკური მხარეა. დეტექტორების დამონტაჟება შესაძლებელია როგორც რემონტის დროს ასევე მის შემდეგაც, ამით მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება.

ნანა:

გაქვთ თუ არა ინფორმაცია, საქართველოში რომელი ტიპის გამათბობელია უფრო საიმედო და რა მონაცემები გაქვთ ამ დროისთვის, გაზის გაჟონვით მოწამვლის შემთხვევებთან დაკავშირებით.

-გაზის გაჟონვის შემთხვევები საკმაოდ ბევრია სამწუხაროდ. სტატისტიკურად ჩვენთან შემოსული ზარებით თუ ვიმსჯელებთ, წელს 60 შემთხვევა უკვე იყო. რაც შეეხება იმას რომელი გამათბობელია უსაფრთხო ან უფრო მეტად საშიში, ამაზე კომენტარს ჩვენ ნამდვილად ვერ გავაკეთებთ. მინდა გავიმეორო, რომ გაზით მოწამვლის შემთხვევები საკმაოდ ხშირია ზამთრის განმავლობაში და აქედან გამომდინარე დეტექტორები ზუსტად პრევენციის შესაძლებლობაა, რომ ადამიანმა მაქსიმალურად დაიზღვიოს თავი.

სოფო:

მაინტერსებს, როგორ მოხდება საცხოვრებელი სახლების შერჩევა?- ვგულისხმობ იტალიურ ეზოებს.

-სახლების შერჩევას 112 არ ახდენს. თუ მოქალაქეს აქვს სურვილი, მოგვმართავს ჩვენ, შემდეგ შესაბამისი სამსახური ადგილზე შეისწავლის თუ როგორ შეიძლება დამონტაჟდეს დეტექტორი, ტექნიკური ჯგუფი კი დაამონტაჟებს. გავიმეორებ რომ 112-ის მიერ წინასწარი შერჩევა სახლების არანაირად არ ხდება, რომელი მოქალაქეც მოგვმართავს ინდივიდუალურად, ყველას მოვემსახურებით.

გაგა:

რა ეღირება დეტექტორების დამონტაჟება და ვინ იძლევა გარანტიას, რომ ხელსაწყო გაჟონვის ფაქტს ნამდვილად დააფიქსირებს?

-ეს სერვისი არის ფასიანი, მოიცავს გარკვეულ დანახარჯებს . დეტექტორის ღირებულება განისაზღვრება იქიდან გამომდინარე, რა ფირმისაა, რაც შეეხება თვითონ სააბონენტოს, ფასი დაახლოებით 10 ლარიდან დაიწყება . რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პრაქტიკიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ყველა აბსოლუტურად გამართულად მუშაობს და აჩვენებს იმ შედეგს, რაც ჩვენთვის ყველასთვის არის მისაღები.

2)რამდენად ხშირია თბილისში 112-ში გამოძახება გაზის გაჟონვის გამო და ხდება თუ არა შემოდგომა- ზამთრის პერიოდში განსაკუთრებული მობილიზება ამ მიმართულებით?

-ჩვენ როგორც საგანგებო და გადაუდებელი დახმარების მართვის ცენტრი ყოველთვის ვმუშაობთ საგანგებო რეჟიმში. მობილიზაცია ჩვენს მიერ ყოველთვის ხდება როგორც ზამთარში ასევე ნებისმიერ დროს. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვმუშაობთ და ვემსახურებით მოქალაქეებს , შესაბამისად მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს მოგვმართონ და ჩვენ სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას.

3) აღწერეთ ამ მეთოდის ეფექტურობა.

-რაც შეეხება ეფექტურობას, წინა პასუხებიც ამაზე მეტყველებდა, რომ ძალიან კარგად და ეფექტურად მუშაობს ეს სერვისი. კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ როდესაც წარმოიქმნება საფრთხე ხანძრის ან გაზის გაჟონვის, ადამიანი უნდა მიხვდეს ამას და მერე მოახდინოს რეაგირება, რაც შეიძლება დაგვიანებულიც კი აღმოჩნდეს. ჩვენ საწყის ეტაპზევე ვიღებთ სიგნალს , საწყის ეტაპზევე ვაგზავნით ბრიგადას შემთხვევის ადგილას ამით კი ძალიან დიდ დროის მონაკვეთს ვიგებთ. სწორედ ეს არის ამ მუშაობის ეფექტიც. ეფექტურობის დასადასტურებლად კიდევ ერთს ვიტყვი, რომ 112-ის გასული წლების მუშაობა ეფექტურია და ამაზე თვითონ ჩვენი მოსახლეობა საუბრობს. ძალიან სწრაფად ხდება ბრიგადების გასვლა, ნებისმიერ დროს და სიტუაციაში რეკავს მოქალაქე ჩვენთან, შემოსულ ზარებზე ხორციელდება მონიტორინგი, რომ არცერთი ზარი არ უნდა იქნეს დაკარგული, სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გამოა 112-ის მუშაობა ეფექტური. მე მიმაჩნია რომ ჩვენ ღირსეულად და ეფექტურად ვემსახურებით ხალხს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას