როგორ ვუმკურნალოთ ხერხემლის პრობლემებს

როგორ ვუმკურნალოთ ხერხემლის პრობლემებს

დღეს ბავშვებში და უფროსებში ხერხემლის პრობლემა ყველაზე აქტუალური თემაა. ხერხემლის ტკივილი სხვა ორგანოთა ჯანმრთელობასა და ცხოვრების ხარისხზე საგრძნობ გავლენას ახდენს. როგორ ვუმკურნალოთ ამ დაავადებებს, რომელი მეთოდები გამოიყენება ამჟამად მათ სამკურნალოდ, თქვენს კითხვებს ორთოპედი, ზაზა აზმაიფარაშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

ლელა ცინცაძე:

მაქვს სქოლიოზი და საშინელი ტკივილები წელის, მარჯვენა გვერდისა და მუცლის არეში. დიაგნოზია ოსტეოქონდროზი M42. რა უნდა გავაკეთო ყოველდღიური ვარჯიშების გარდა, რომ ტკივილი შევიმსუბუქო?

-ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ცოტა ძნელია, რადგან ჩვენ პაციენტის ასაკი არ ვიცით. 20 წლის შემდეგ სქოლიოზის დეფორმაცია აღარ უარესდება, მაგრამ უარესდება ტკივილი. ასიმეტრიული ხერხემალი ზოგადად მტკივნეული ხერხემალია, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიშია. ვარჯიშის დროს კუნთოვანი სისტემა მაგრდება და დატვირთვა ხერხემლიდან გადადის კუნთზე. აუცილებელია რომ ფიზიკური დატვირთვები შეიზღუდოს. ასევე აუცილებელია ჭარბი წონა შემცირდეს, პაციენტმა აუცილებლად უნდა შეამციროს ჯდომითი ხანგრძლივობაც. სიმძიმის აწევა იკრძალება და ასევე მავნე ჩვევებზე უნდა თქვას უარი, როგორიც არის სიგარეტი და ალკოჰოლი. ასევე დავამატებ, რომ თუ ტკივილის კუპირება უნდა პაციენტს მოკლე ხანში უნდა მიიღოს ტკივილგამაყუჩებელი.

ნინო სიხარულიძე:

მესამე წელია რაც კომპიუტერთან ვმუშაობ.(ოპერატორი ვარ), დღეში დაახლოებით 7 - 8 საათს ვატარებ კომპიუტერთან. ძალიან მაწუხებს ტკივილები ზურგისა და კისრის არეში. გადავიღე რენტგენი და მაქვს ოსტეოქონდროზი და ხერხემლის გამრუდება.  დამინიშნეს ლოქსიდოლი, მაგრამ შედეგი არ მაქვს. თქვენ რას მირჩევთ?

-მედიკამენტი ეს არის ტკივილის გამაყუჩებელი, თუ პაციენტის სურვილი არის რომ გაიყუჩოს ტკივილი მაშინ შეუძლია შეარჩიოს ნებისმიერი მედიკამენტი. ნინოს ვეტყვი, რომ მედიკამენტით პრობლემა ვერ გადაიჭრება, აქ მხოლოდ ტკივილი ყუჩდება. კომპიუტერის პოზა ეს არის კატასტროფა ხერხემლისთვის, თუმცა ძნელი სათქმელია, რომ სამსახური შეიცვალოს და არ იმუშავოს, ამიტომ მე ნინოს ვურჩევ რომ 1 საათი ჯდომის შემდეგ 5-10 წუთი გაიაროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი და მკაცრი რეკომენდაციაა. ნინომ აუცილებლად უნდა გამონახოს დრო ვარჯიშისთვის და ცურვისთვის.

ნელი შაგაშვილი:

ჩემი 32 წლის შვილი, პროფესიით მძღოლია, აწუხებს თავის, გულის არეში ტკივილები, მომენტალურად გონება ეთიშება. აქვს ჭარბი წონა, შარშან გადაიღო ტომოგრაფია თავის და კისრის არეში, დაუდგინეს თავში კისტა და კისერში მარილები, ზურგის მარცხენა მხარეს აქვს სილურჯე, დანიშნულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, ექიმი გვეუბნება,რომ ეს საშიში არ არის, მაგრამ ტკივილები და თავბრუსხვევა მაინც აქვს, ავადმყოფი სულიერად გადაიღალა ამდენი უშედეგო მკურნალობით. გთხოვთ, მირჩიოთ სად და რომელ ექიმთან მივიყვანო, იქნებ კონკრეტულად მიმითითოთ, რომ ზუსტი დიაგნოზი და მკურნალობა დაენიშნოს.

-გულის წასვლა და თავბრუსხვევა ნამდვილად მისახედია. სატელევიზიო ფორმატით ესეთი რეკომენდაციის მიცემა ძალიან ძნელია. ასევე თვითონ კისტაზე ნათქვამია ცოტა გაუგებრად , ამიტომ წინა შეკითხვებისგან განსხვავებით აქ პასუხის გაცემა მიჭირს. მან აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტს: ნეიროქირურგს ან ნევროპათოლოგს.

გელა ბერძენიშვილი:

ასაკიანი ვარ. ეზოში წავიქეცი. ვიყავი ექიმთან, რომელმაც მითხრა ერთი მალა გატეხილიაო. ტკივილები არ მაწუხებს. შეიძლება თუ არა, გატეხილი მალის პირობებში ტკივილი არ იყოს?

-რა თქმა უნდა, შეიძლება ტკივილი არ იყოს. გატეხილი მალის პირობებში ტკივილი, ეს არ არის მალის ტკივილი, ეს არის დაბეჟილობა მალას ირგვლივ, ასე რომ შეიძლება არ გტკიოდეს და იყოს გატეხილი. აუცილებლად სპეციალისტს ეჩვენოს და თუ დიაგნოზი დადასტურდა, პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება სპეციფიური მკურნალობა, რომელიც გამოიხატება კორსეტითი მობილიზაციაში, კალციუმის პრეპარატებით, მასაჟით და ვარჯიშით. თუ მოტეხილობა არის მწვავე და ახალი აუცილებლად დასჭირდება კორსეტი.

რუსა მგელაძე:

ვარ სკოლის მოსწავლე. მაღალი აღნაგობის, ძალიან მაწუხებს ხერხემლის პრობლემა..(არ მაქვს

დრო დამატებით ვარჯიშისთვის) იქნებ დამეხმაროთ, და რაიმე ისეთი მასწავლოთ, რაც დამეხმარება ჩემი პრობლემის გაუმჯობესებაში დიდი დროს ხარჯვის გარეშე.. (დილის ან საღამოს ვარჯიში).

-საინტერესოა რას გულისხმობს პრობლემებში. თუ ეს არის სქოლიოზი აუცილებლად უნდა მიეხედოს ამ საქმეს. ამას დასჭირდება პერიოდულად რენდგენეროგიული კვლევა, იმიტომ რომ 18 წლამდე პროგრესირების რისკი არსებობს. რენტგენი 6 თვეში ერთხელ უნდა გაკეთდეს, რომ გაუარესება არ გამოგვეპაროს. რაც შეეხება სხვა პრობლემებს თუ ტკივილები აქვს, აუცილებელია მასაჟი, ვარჯიში და ცურვა. შეუძლია 10-10 წუთი გამონახოს 6-ჯერ დღის განმავლობაში, ჯამში გამოვა საათი. მე ვფიქრობ აქ ნამდვილად არ არის საჭირო დიდი დრო უბრალოდ საჭიროა დღის გადანაწილება სწორად.

ინგა ქენქაძე:

მაქვს კისრისა და ხერხემლის საზღვარზე ე.წ. მარილები. მარჯვენა ხელისა და ბეჭის მხარეს

ძლიერი ტკივილი. აუტანელი ტკივილი წელის არეში. რამდენიმე წლის წინ დამისვეს წელის ლორდოზის, ოსტეოქონდროზისა და სავარაუდოდ, დისკოზის დიაგნოზი. მირჩიეთ ვის მივმართო? გარდა ამისა მაქვს ხერხემლის გამრუდება. ვარ 40 წლის. შესაძლებელია, თუ არა კორსეტის ტარებამ კუზისაგან რომ გადამარჩინოს?

-რაც შეეხება კუზს, ამ ასაკში არ განვითარდება. კორსეტის დანიშნვას თავისი ჩვენებები აქვს, მას აქვს ერთი დიდი უარყოფითი თვისება, ის კუნთს ადუნებს, ასე რომ მისი დანიშვნა ასე ხელაღებით არ შეიძლება. რაც შეეხება ჩამოთვლილ დიაგნოზებს, სასურველი იქნება ისეთი გამოკვლევის ჩატარება როგორიცაა წელის მიდამოს მაგნიტორეზონანსული გამოკვლევა. ეს გამოკვლევები საშუალებას მოგვცემს ზუსტად ჩამოვაყალიბოთ მკურნალობის ტაქტიკა. რაც შეეხება კორსეტის ტარებას იმისთვის, რომ კუზი არ განვითარდეს, პაციენტს დავამშვიდებ, რომ ამ ასაკში კუზი არ ვითარდება.

თინათინ ივანიშვილი:

ვარ 27 წლის. მაწუხებს ხერხემლის პრობლემა. მაქვს ხერხემალი გამრუდებული, რას მირჩევთ?

-ამ ასაკში დეფორმაცია არ განიცდის პროგრესირებას, რაც კარგი ამბავია, მაგრამ აუცილებლად მოიმატებს ტკივილი. რაც შეეხება თავის მიხედვა, ეს არის ორი რამ: შემცირდეს ფიზიკური დატვირთვა და გამაგრდეს კუნთოვანი სისტემა. პაციენტი უნდა მოერიდოს ჭარბ წონას, სიმძიმის აწევას და მუდმივად უნდა იყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარი.

ბეგლარ დადიანი:

მაქვს ხერხემლის ძვლის გადახრა და მარჯვენა ფეხში ძლიერი ტკივილი. როგორ ვიმკურნალო?

-აქ პაციენტი ალბათ გულისხმობს ხერხემლის გადახრას. არსებობს ესეთი ანტალგიური სქოლიოზი, რომლის გამომწვევი არის ტკივილი. ანუ ხერხემალი შეიძლება იყოს გამრუდებული ტკივილის გამო. აქ აუცილებელია დამატებითი გამოკვლევები, რა არის ტკივილის მიზეზი. თუ ტკივილები გახანგრძლივდა და მკურნალობის შედეგად არ მოიხსნა აუცილებლად დასჭირდება დამატებითი კვლევა, როგორიცაა მაგიტორეზონანსული გამოკვლევა.

ნინუცა:

თითქმის 2 წელია მაწუხებს მხრის (მარჯვენა - მარცხენა) და ზურგის არეში ტკივილები. რადიკულიტის გამო, რამდენჯერმე ვერც გავიმართე. სამსახურში ცენტრალიზებული კონდიცირება გვაქვს, რომელიც ზუსტად ჩემს თავზეა მოთავსებული, რასაც შემოაქვს ჰაერი გარედან ცივი ან ცხელი და + კონდიციონერიც. ექიმმა გადამიღო რენტგენი (არაფერი გჭირსო).  დამინიშნა ანტიბიოტიკები და მალამო. ყველაფერი ნორმაში გაქვს, იმოძრავეთ, უმოძრაობამ იცისო, მაგრამ ვცეკვავ, დაკავებული ვარ ფიტნესით, ახლა უკვე იოგას ვიწყებ. პერიოდულად მაინც მეორდება ტკივილები. რა შეიძლება მეშველოს?

-ზოგადად ეს პათოლოგია ვერ იტანს კონდინცირებას და ჰაერის ნაკადს. ნინუცას ვურჩევ რომ ადგილი შეიცვალოს. ის რაც მან ჩამოთვალა რომ არის დაკავებული ცურვით და ფიტნესით, ეს არის ერთადერთი სწორი გზა. პერიოდულად მას შეუძლია მიიღოს ტკივილგამაყუჩებლები. მოერიდოს ხანგრძლივად ჯდომას . ერთი საათი ჯდომის შემდეგ რამოდენიმე წუთი გაიაროს. მოერიდოს სიმძიმეებს, მაღალ ქუსლებს, ჭარბ წონას და სიმძიმის აწევას. თუ რენდგერონოგიულად არაფერი პათოლოგია არ არის, მისი მდგომარეობა აუცილებლად გამოსწორდება.

იხილეთ ვიდეო