სად და რა ფასად დაისვენებთ ზამთრის კურორტებზე

სად და რა ფასად დაისვენებთ ზამთრის კურორტებზე

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ზამთრის ტურისტული სეზონისთვის მზადება დაიწყო. გარდა ამისა, ზამთრის სეზონისთვის თბილისში, სამეგრელოში, ბაკურიანში და ყაზბეგში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრები გაიხსნა. ასევე მომზადდა ახალი პროდუქტი ტურისტებისთვის "საქართველოს ალპინისტური გზამკვლევი", რომელიც მოიცავს ყაზბეგს და სვანეთს. რა სიახლეებია საქართველოში ზამთრის კურორტებზე, თქვენს კითხვებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი, ნატა კვაჭანტირაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

გოგა:

გუდაურში, საოჯახო ტიპის სასტუმრობეში დღიური ფასი რამდენია?

-გუდაურში რამდენიმე ტიპის სასტუმრო გვხვდება, იქ არის როგორც მაღალი კატეგორიის სასტუმროები 3-4 ვარსკვლავიანები, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროები.

ფასები განსხვავდება ერთმანეთისგან. მინიმალური ფასი შეიძლება იყოს 50 ლარი რომელიც მერყეობს 250 ლარამდე. მინიმალური ღირებულება იწყება დღე-ღამე 50 ლარიდან , რომელშიც შედის საუზმე. ეს ყველაფერი გათვლილია ერთ ადამიანზე.

ნანა:

როგორია კოტეჯების ფასი გუდაურში და რა სახის მომსახურებას სთავაზობენ დამსვენებლებს?

-კოტეჯები გუდაურში ბევრი არ არის, ისინი ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება. გაქირავების დროს მთლიანი კოტეჯი ქირავდება, რომელიც გათვლილია 4-5 ადამიანზე , თუმცა გვხვდება ისეთებიც, რომელიც 15 ადამიანზე გათვლილი. რაც შეეხება ფასს 500-დან 750 ლარამდე ჯდება 10 დღიანი მომსახურება. კოტეჯებს განსაკუთრებული მომსახურება არ აქვთ გარდა იმისა რომ ზოგჯერ ფასში შედის საუზმე, თუმცა შეიძლება ზოგ შემთხვევაში ესეც არ შევიდეს. კითხვის ავტორი მომსახურებაში თუ გულისხმობს ატრაქციებს სამწუხაროდ კოტეჯებს ესეთი მომსახურება არ აქვს.

ბექა:

დაახლოებით რა თანხაა საჭირო ბაკურიანში, შაბათ კვირას საოჯახო ტიპის სასტუმროს დასაჯავშნად?

-ბაკურიანსა და გუდაურს შორის რადიკალური სხვაობა ფასებში არ არის. უბრალოდ აღსანიშნავია ის, რომ ბაკურიანში უფერო მეტი რაოდენობის საოჯახო ტიპის სასტუმრო გვხვდება. რაც შეეხება შაბათ-კვირას, აქ ფასები ისევ დ აისევ გათვლილია იმაზე თუ რა ტიპის სასტუმროში აპირებს დასვენებას ესა თუ ის ადამიანი. თუ მომხმარებელი საოჯახო ტიპის სასტუმროში ისვენებს ფასი 30-35 ლარიდან იწყება და იზრდება ზემოთ.

სალო:

ზოგადად მაღალმთიან კურორტებზე, როგორი ფასებია დამსვენებლებისთვის, რა სახის მომსახურებას სთავაზობენ ტურისტებს და რის მიხედვით ხდება ფასების კლება-მატება?

-ფასების კლება და მატება ყოველთვის სეზონზეა დამოკიდებული. აქ თუ გულისხმობენ ზამთრის კურორტებს, ჩვენ ფაქტიურად უკვე ვისაუბრეთ ამაზე. ზამთრის კურორტებიდან ბაკურიანი და გუდაურია ყველაზე აქტუალური, თუმცა აქვე ავღნიშნავ რომ წელს მაქსიმალურად ცდილობს სახელმწიფო რომ ეს აქტივობა მესტიის მიმართულებითაც გაიზარდოს. რაც შეეხება ზაფხულს ამ შემთხვევაშიც არანაკლებ აქტუალურია მთიანი კურორტები. ყურადღება ექცევა თერმული წყლებით მდიდარ კურორტებს, რომელიც მომხმარებელს საკმაოდ იზიდავს. განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო საირმეზე, თუმცა აქ ფასებიც საკმაოდ მაღალია, მიუხედავად ამისა მომხმარებელი ყოველთვის ჰყავს. თუშეთში და ხევსურეთში ფასები გაცილებით დაბალია, აქ მომსახურებაში შედის მხოლოდ დილის საუზმე, თუმცა აქვე დავამატებ რომ მომხმარებლის მოთხოვნიდან გამომდინარე შეიძლება სხვა მომსახურების დამატებაც. მთიანი რეგიონები იმითაც გამოირჩევა რომ აქ შეიძლება ლაშქრობების მოწყობა, ცხენით გასეირნება და სხვადასხვა ტურისტული გასართობი საშუალებების მოძიება.

გიორგი:

რომელი სასტუმროა ბაკურინაში და გუდაურში, ყველაზე მეტად ხელმისაწვდომი დამსვენებლებისთვის?

-მე კონკრეტულად რომელიმე სასტუმროს დასახელება ძალიან გამიჭირდება, რადგან შეიძლება რეკლამაში ჩამეთვალოს. ნებისმიერი ტიპის მომხმარებელი როცა მიემგზავრება დასასვენებლად მან წინასწარ იცის თავისი ბიუჯეტი და შესაბამისად არჩევს იმ კატეგორიის სასტუმროს რისი გადახდის საშუალებაც მას გააჩნია. მინდა ვუთხრა გიორგის რომ არჩევანი საკმაოდ დიდი აქვს და თავისი ბიუჯეტის გათვალისწინებით შეუძლია შეაჩეროს არჩევანი იმაზე რაც მას აწყობს.

ნათია:

ზამთრის უცხოური კურორტებიდან, რომელზე არის განსაკუთრებული მოთხოვნა და რა მიმართულებით სთავაზობთ დამსვენებლებს არჩევანის გაკეთებას?

-ძალიან პოპულარულია რა თქმა უნდა ევროპის მიმართულება, თუმცა არის კატეგორია რომლებსაც თბილ ქვეყნებში ურჩევნიათ ზამთრის შვებულების გატარება. ამ ეტაპისთვის ძალიან აქტუალურია ეგვიპტე, სადაც პირდაპირი ჩარტერული რეისებია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ევროპის მიმართულებით ტურები ძალიან პოპულარულია, მითუმეტეს საშობაო პერიოდი.

ნანა:

რა სიახლეებს სთავაზობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დამსვენებლებს?

-რაც შეეხება ეროვნულ ადმინისტრაციას ბევრი სიახლე აქვს, თუმცა მე არ ვერ გაგცემთ პასუხს, რადგან ეროვნულ ადმინისტრაციას არ წარმოვადგენ, მე ვარ საქართველოს ტურიზმის ასოციაცია. ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ჩვენ ჩართული ვართ სხვადასხვა პროცესებში ტურიზმის განვითარების. ეროვნული ადმინისტარცია როგორც ვიცი აქტიურად ემზადება ზამთრის სეზონის დასაწყებად, იგეგმება როგორც გუდაურში, ასევე ბაკურიანსა და მესტიაში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებები რათა მოხდეს მომხმარებლის უფრო მეტი მიზიდვა. ასევე იგეგმება საახალწლოდაც სხვადახვა ღონისძიებები, რომელიც არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ სპორტული.

ბექა:

სვანეთსა და ყაზბეგში როგორი მდგომარეობაა, ტურიზმის განვითარების მხრივ და დაახლოებით რა თანხაა საჭირო, რომ 10 დღით დავისვენოთ?

-ყაზბეგი არის საკმაოდ პოპულარული მიმართულება შემომყვან ტურიზმში. ტურისტული ჯგუფები რომლებიც შემოდიან საქართველოში ქართველი ტუროპერატორები მათ წაყვანას ყოველთვის ცდილობენ ყაზბეგის მიმართულებით.

მოთხოვნა დიდია ყაზბეგზე თავისი უჩვეულო ბუნების და სამზარეულოს გათვალისწინებით. რაც შეეხება მესტიას, აქ ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა ვიზიტორების რაოდენობამ იმატოს. სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს ამისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ყველაზე საყვარელი მიმართულება გახდება ტურისტებისთვის. მომხმარებელი თუ საოჯახო ტიპის სასტუმროს ირჩევს ამ შემთხვევაში ფასები გაცილებით ხელმისაწვდომია. თუმცა არის სასტუმროები, სადაც ძვირია მომსახურეობა, მაგრამ ეს გათვლილია მაღალ ბიუჯეტიან ტურისტებზე.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას