როგორი იქნება და რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები 2014 წელს

როგორი იქნება და რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები 2014 წელს

რამდენიმე დღეში ახალი წელი დადგება და მათ, ვისაც ვარსკვლავების სჯერა, ალბათ, აინტერესებთ, როგორი იქნება 2014 წელი. რა ცვლილებები მოხდება მათ  პირად ცხოვრებაში. ინტერნეტკონფერენცია საშუალებას გაძლევთ, დაუსვათ კითხვები ასტროლოგს, რა ელოდება თქვენი ჰოროსკოპის ნიშანს 2014 წელს. კითხვებს, astrologi.ge-ს რედაქტორი, სოფო ბზეკალავა პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

გულნაზი:

დავიბადე 1965 წლის 23 ივლისს, როგორი იქნება 2014 წელი ჩემთვის, გამიმართლებს ბედი საზღვარგარეთ სამუშაოს შოვნაში, რომელი ქვეყანაში ვიქნები წარმატებული?

-ქალბატონო გულნაზი, სამწუხაროდ წლის პროგნოზს ვერ გავაკეთებთ ისე თუ არ ვიცი დაბადების ზუსტი დრო. ისე კი ზოგადად შემიძლია გითხრათ რომ ლომებისთვის მეტ-ნაკლებად რთული წელიწადი მოდის. თუმცაღა ეს წელი ბევრ ლომს მისცემს შანს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ რადიკალურად შეცვალოს.

ლევანი:

დავიბადე 1977 წლის 20 ნოემბერს, 17.00 საათზე,ქართლში. ვარ დასაოჯახებელი, როგორია ჩემი პირადი ჰოროსკოპი, რომელი ნიშნით დაბადებული გოგონა შემეფერება? (დიდხანს ვიყავი შეყვარებული უიმედოდ გოგონაზე, რომელიც დაბადებულია 31.10.1981-ში). პროფესიით ვარ რეჟისორი, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი გაჩერებულია, როდის მექნება ყველაზე ხელსაყრელი დრო დაოჯახებისა და დასაქმებისთვის?

-ლევან, შენი რუკა საკმაოდ ბევრ სირთულეს აჩვენებს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით. პირველი პრობლემა ეს არის ზედმეტი ემოციურობა, გაცილებით მარტივად უნდა შეხედო ცხოვრებაში რაღაც საკითხებს. საკმაოდ რთული ხარ როგორც პარტნიორი, ამიტომ გიჭირს (ან ქალბატონებს უჭირთ) შენთან ურთიერთობა. მიდრეკილი ხარ ცვალებადობისკენ, ექსტრიმისკენ და ხშირად ექცევი სხვა ადამიანების ნალაპარაკევის გავლენაში (ჭორები, მითქმა მოთქმა). მინდა გითხრა რომ სასურველია ფრთხილად იყო საჭესთან თუ მანქანას მართავ, კრიტიკული ასპექტები ზის ავარიულობის კუთხით. ზოგადად რუკა აჩვენებს ძალიან მშრომელ ადამიანს, თუმცა სუსტი ემოციური ფონით და სუსტი ჯანმრთელობით. გააკონტროლეთ კვების რეჟიმი და ზოგადად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ქორწინების შანსი აქამდე უნდა ყოფილიყო თქვენს ცხოვრებაში. ზოგადად კი დაოჯახებით შესაძლოა ძალიან მოულოდნელად და სპონტანურად დაოჯახდეთ. 2014 წელი თქვენთვის გარდამტეხი წელი შეიძლება გახდეს როგორც პირადი ცხოვრების ისე კარიერის მხრივ. მთავარია რისკზე წასვლის და სიახლეებთან სწრაფად ადაპტირების არ შეგეშინდეთ. ქალბატონი, რომლის მონაცემებით თქვენ მოგვწერეთ, ნაკლებად შეგეფერებათ, ეს ადამიანი ემოციურად აბსოლუტურად სხვაგვარი ტიპაჟია, თქვენგან რადიკალურად განსხვავებული შეხედულება აქვს მას ასევე სიყვარულსა და ოჯახზე. გირჩევთ წყლის სტიქიის სხვა წარმომადგენელზე (თევზები, კირჩხიბი) შეაჩეროთ არჩევანი.

ბაქარი:

დავიბადე 1995 წლის 30 დეკემბერს ღამის 2ის ნახევარზე. რომელი პერიოდი იქნება ცხოვრებაში უფრო წარმატებული?

2) როგორი იქნება ზოგადად 2014 წელი?

--ბაქარ, მომდევნო წელი იქნება თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენებით სავსე, როგორც პირადში ისე კარიერის მხრივ. თუ შრომას და მონდომებას არ დაიზარებთ, მომდევნო წელს შეძლებთ საკუთარი ცხოვრება დიდწილად გაიუმჯობესოთ.

ნანა:

როგორი იქნება 2014 წელი, ძაღლის წელში დაბადებული თხის რქისთვის? (01.01.) დაბადების საათი დილის 06:00 სთ.)

-ქალბატონო ნანა, სამწუხაროდ არ გაქვთ მითითებული დაბადების წელი, აქედან გამომდინარე გპასუხობთ ზოგადად - თხის რქებისთვის მეტ-ნაკლებად კარგი წელია, იმ შემთხვევაში თუ ნოვაციის და რისკის არ შეეშინდებათ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს.

გიორგი:

დავიბადე 1980 წლის 24 აგვისტოს, საღამოს 16:30 საათზე. როგორი იქნება ჩემთვის 2014 წელი?

-გიორგი, რუკის მიხედვით საკმაოდ რთული ბედ-იღბლის მქონე ადამიანი უნდა იყოთ. ალბათ ბევრი სირთულე გქონდათ ცხოვრების გზაზე. თქვენნაირ ადამიანს ესაჭიროება პროფესია რომელიც სხვების "მსახურებას" მოიაზრებს თავის თავში. ამიტომ თუ არ ხართ დაკავებული მსგავსი საქმიანობით, გირჩევთ რომ ქველმოქმედებით მაინც დაკავდეთ პერიოდულად. რაც შეეხება 2014 წელს, ძალიან აქტუალური იქნება სამსახურეობრივი წინსვლის და ზოგადად პროფესიულ სარბიელზე განვითარებული მოვლენები. ასევე პირადი ცხოვრების თემა, ან ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები.

მათე:

როგორი იქნება 2014 წელი ქალწულისთვის?

-ქალწულებისთვის საკმაოდ კარგი და ნაყოფიერი წელიწადი მოდის. ნოემბრის თვემდე ბევრ ქალწულს მიეცემა შანსი პროფესიული წინსვლისთვის.

თათა:

როგორი იქნება 2014 წელი მშვილდოსანისთვის?

-მეტ-ნაკლებად კარგი წელია. წარმატების შანსი ძირითადად იმ მშვილდოსნებს მიეცემათ, ვისაც საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა-გაანალიზება არ ეზარება, ასევე მოგიწევთ გარკვეულ გრაფიკს და წესებს მიაჩვიოთ თავი თუკი გსურთ რომ წარმატებამ არ დააყოვნოს.

მკითხველი ნანიკო:

დავიბადე 1979 წლის 23 აგვისტოს (00:30 სთ-ზე) რომელია ჩემი ზოდიაქოს ნიშანი და როგორი იქნება 2014 წელი ჩემთვის, რა მელის პირად ცხოვრებაში?

--ძვირფასო ნანიკო, თუკი თქვენი რუკის მიხედვით ვიმსჯელებთ ემიგრანტი უნდა იყოთ. თუ ასე არ არის, აუცილებლად გელით ქვეყნის საზღვრებს გარეთ დიდი ხნით ცხოვრება. დაოჯახების შანსი აქამდეც გქონდათ და შესაძლოა იყავით კიდეც ქორწინებაში, იმიტომ რომ რუკა ორი ქორწინების დიდ ალბათობაზე მეტყველებს. თქვენი ზოდიაქოს ნიშანი არის ლომი, თანაც საკმაოდ ტიპიური ლომი ბრძანდებით. თუმცა გაქვთ ქალწულის გარკვეული გავლენაც. რაც შეეხება 2014 წლის ძირითად ტენდენციებს - გელით სამუშაო ადგილის ან გრაფიკის ცვლა, თუ დროებით უმუშევარი ხართ აუცილებლად იპოვნით სამსახურს. ასევე აქტიურია ჯანმრთელობის პრობლემები და უახლოეს გარემოცვასთან ურთიერთობის გარკვევის საკითხი.

ნატა:

როგორი იქნება 2014 წელი 1979 წელში დაბადებული კირჩხიბისთვის და ამვე წელს დაბადებული ქალწულისთვის (23 აგვისტო) ერთობლივად და რამდენად შეეფერება ეს ორი ნიშანი ერთმანეთს?

-გამომდინარე იქედან, რომ კითხვა არის ზოგადი (არ არის დაკონკრეტებული დაბადების ზუსტი მონაცემები!) ვეცდები ასეთივე ზოგადი პასუხით შემოვიფარგლო. კირჩხიბისთვის 2014 წელი გარკვეული რისკის წელია, იმ მხრივ რომ შესაძლოა საკუთარი ფინანსური მდგომარეობის სწრაფი ცვლა მოისურვოთ. არ გირჩევთ სარისკო ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ნოემბრის თვიდან ყურადღება გაამახვილეთ ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება კირჩხიბის და ქალწულის ურთიერთობას, ზოგადად რომ ვიმსჯელოთ საკმაოდ კარგი წყვილია.

თამო:

დავიბადე 1992 წლის 12 იანვარს.(2საათზე ღამით) ჯერ არ დავოჯახებულვარ,თუმცა მყავს საქმრო (კურო).მეოთხე წელია გვიყვარს ერთმანეთი. მაინტერესებს როგორი იქნება ეს წელი პირადი ცხოვრებისთვის და ასევე კარიერის მხრივ. საზღვარგარეთ წასვლა იქნება თუ არა წარმატებული?

-თამო, თუკი შენი რუკის მიხედვით ვიმსჯელებთ ძალიან კომუნიკაბელური, მოლაპარაკე და აქტიური თხის რქა უნდა იყო, ამასთან ერთად ფეთქებადი და ფიცხი. მინდა გითხრა რომ სამომავლოდ ძალიან კარგი კარიერა და ფინანსური სტაბილურობა გელოდება. რაც შეეხება 2014 წელს საზღვარგარეთ წასვლის საკითხს, დიდი ალბათობით ამ წელს ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლა გაგიჭირდება. შესაძლოა მაინც წახვიდე, თუმცა ბევრი პრობლემა და ხლაფორთია მოსალოდნელი საბუთების და ბიუროკატიული საკითხების მოგვარების კუთხით. უფრო მეტიც, შესაძლოა 2014 წელი შენთვის დაოჯახების წელიც კი იყოს. რუკა ამ მხრივ ძალზე კარგ შესაძლებლობებს აჩვენებს.

ია:

დავიბადე 1982 წლის 29 ივლისს, საღამოს 10 საათზე,ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება ჩემთვის 2014 წელი და რა სიახლეებს შეიძლება ველოდო?

-ია, 2014 წელს შენს ცხოვრებაში ძალიან აქტიურია საზღვარგარეთ წასვლის ან სტაჟირების, ცოდნის მიღების, კვალიფიკაციის ამაღლების თემა. ვერ ვიტყვი რომ მარტივი წელი გელოდება წინ. ამაში პირველ რიგში შესუსტებული ენერგეტიკა იქნება დამნაშავე. ამიტომ თავიდანვე დაიჭირე თადარიგი და ჯანმრთელობის მდგომარეობას დროულად მიხედე. სასურველია სრულფასოვანი დასვენება და კვების სწორი რეჟიმი.

მარიამი:

დავიბადე 1989 წლის 18 ივნისს, დილის 6 საათზე, როგორია 2014 წლის ასტროლოგიური პროგნოზი?

-მარიამ, 2014 წელს შენთვის პირად ცხოვრებაში გააქტიურებული სიტუაციები მოაქვს. თუ დაოჯახებული ხარ უკვე, შესაძლოა პარტნიორთან დაგეძაბოს ურთიერთობა, თუ არ გყავს გულისსწორი ჯერ, ეს წელი მოგცემს შანსს იპოვნო ადამიანი ვინც ცხოვრებაში გჭირდება რეალურად, თუმცა ეს ურთიერთობა არაერთი გამოცდის წინაშე დადგება ზუსტად 2014 წელს.

თინათინი:

როგორი იქნება 2014 წელი, 1991 წლის 13 იანვარს, ღამის 23:55 საათისთვის დაბადებული ადამიანისთვის.როგორი იქნება მისი პირადი და კარიერული ჰოროსკოპი?

-ჩემო კარგო, შენთვის 2014 წელი ძირითადად სწავლა-განათლებასთან დაკავშირებულ ცვლილებებს მოიტანს. ამასთან ერთად, შესაძლოა გქონდეს გარკვეული კონფლიქტის ალბათობა ასაკით უფროს ან თანამდებობით უფროს ადამიანებთან. ამიტომ მაქსიმალურად აკონტროლე საკუთარი ემოციები ამ მხრივ.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას