რა უნდა გავითვალისწინოთ პიროტექნიკის ყიდვისა და მისი მოხმარების დროს

რა უნდა გავითვალისწინოთ პიროტექნიკის ყიდვისა და მისი მოხმარების დროს

ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური ხდება ე.წ. საახალწლო ასაფეთქებლების, ფოიერვერკებისა და მაშხალების მოხმარება.  ახალი წლის დღეებში პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო, ათობით ახალგაზრდა დაშავდა. რა უნდა გავითვალისწინოთ პიროტექნიკის ყიდვისა და მისი მოხმარების დროს, კითხვებს პიროტექნიკოსი უპასუხებს.

გამოგზავნილი კითხვები:

გიორგი:

რას ნიშნავს ხარისხიანი პიროტექნიკა?

-ყველა პიროტექნიკას აქვს თავისი ანოტაცია, რაც მთავარია პიროტექნიკა არ უნდა იყოს ვადაგასული და უნდა ეტეოდეს ვადებში. ასევე ხარისხიანი პიროტექნიკა უნდა იყოს მშრალ ადგილას, არ შეიძლება ნესტში და სისველეში პიროტექნიკის გაჩერება.

ნანა:

არის ე.წ ასაფეთქებლების კატეგორია, რომელსაც შეფუთვაზე ეტყობა რომ საახალწლოა, ზოგი ჩვეულებრივ ქაღალდში არის გახვეული. რამდენად უსაფრთხოა ასეთი "გასართობი ასაფეთქებლები"?

-საახალწლო ასაფეთქებლები უსაფრთხო არის, თუმცა ყველაფერს სჭირდება ყურადღება. ყველა პიროტექნიკას მოყვება ანოტაცია, სადაც მოხმარების წესებია მითითებული. ამას უნდა გაეცნოს ყველა წინასწარ. თუმცა აქ უფრო ლაპარაკია საახალწლო არაპროფესიონალურ ასაფეთქებლებზე, რომელიც ფართო მოხმარების არის, მაგრამ არის საბავშვო. ამ ასაფეთქებლებზეც წერია მოხმარების წესები და ყველა უნდა ეცადოს ზუსტად ისე მოიხმაროს როგორც არის ანოტაციაში მითითებული. ამ ასაფეთქებლებები ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომ სასურველია პატარა ბავშვებს არ ჩაუვარდეთ ხელში. მაგრამ თუ პატარას მაინც ჩაუვარდება ასაფეთქებელი ხელში, მაშინ ყურადღებაა აუცილებელი. არ შეიძლება ადამიანისთის დამიზნებით სროლა, ამ შემთხვევაში შეიძლება სახიფათოც იყოს.

ლალი:

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება საახალწლო ფოიერვერკების და მაშხალების შეძენის დროს?

-ფოიერვერკის შეძენის დროს აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ვადას. ვადასთან ერთად ფასიც მნიშვნელოვანია. როგორც ამბობენ ყველაფერი კარგი ძვირი ღირს, ასეა ამ შემთხვევაშიც, თუმცა ძვირიანი უფრო საშიშია და პროფესიონალურია, ამიტომ აუცილებელია პროფესიონალმა პიროტექნიკოსმა გაისროლოს. ვისაც კარგი ფოიერვერკის ნახვა სურს, მას ვურჩევ, რომ პროფესიონალებს მიმართონ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ და რაც მთავარია ეს ულამაზესი სანახაობა სრულიად უსაფრთხო იქნება.

მარი:

მაინტერსებს კონკრეტულად ასანთის კოლოფივით ყუთში მოთავსებული პატარა ასაფეთქებლების შესახებ, რისგან არის დამზადებული და არსებობს თუ არა რისკი, რომ სითბოს ტემპერატურაზე თავისით აფეთქდეს?

-ყველა ასაფეთქებელს აქვს დენთი. პატარას შედარებით მცირე რაოდენობით, ხოლო დიდ ფოიერვერკებს დიდი ოდენობით. ეს საშიში არ არის, ყოველშემთხვევაში სითბოში რომ დადო, არაფერი არ მოუვა. უბრალოდ ასანთი არ უნდა წაუკიდოთ , თორემ მაღალ ტემპერატურაზე არ არის საშიში. თუმცა მნიშვნელოვანია ღუმელთან ახლოს არ დადოთ და უსაფრთხო ადგილი შეარჩიოთ ასაფეთქებელისთვის. მაგრამ გახსოვდეთ, რომ სარდაფშიც არ არის სასურველი ადგილი, რადგან ნესტიანი ასაფეთქებელი აღარ ვარგა, მას არ ეკიდება ცეცხლი და გამოუსადეგარი იქნება.

გიორგი:

რამდენად საშიშია ფანჯარასთან დგომა ახალი წლის ღამეს, შესაძლებელია, სხვა საცხოვრებელი კორპუსიდან ნასროლმა ასაფეთქებელმა და მაშხალამ რაიმე დაზიანება გამოწვიოს?

-ეს რთული თემაა, ფანჯარასთან დადგომა კი არა, შეიძლება ადამიანი გარეთ გავიდეს და რაღაც დაეცეს თავში შემთხვევით.ხოლო შემთხვევითობისგან დაზღვეული არავინ არ არის. თუმცა თუ ფანჯარასთან დგახარ, საშიში არ არის, თუ ვინმემ სპეციალურად არ დაგიმიზნა და გესროლა. ახალ წელს ყველა ისვრის ფანჯარაში ასაფეთქებელს, ამიტომ სასურველია ყველამ დაიცვას უსაფრთხოების ზომები. თუმცა, როცა პროფესიონალი პიროტექნიკოსი ისვრის, მაშინ ნამდვილად უსაფრთხოა ეს სანახაობა.

მანანა:

შუშხუნას ძალიან სპეციფიური სუნი აქვს. რით არის ეს სუნი გამოწვეული და ხომ არ არის ტოქსიკური?

-შუშხუნას მართლაც აქვს სპეციფიკური სუნი, თუმცა ეს არ არის ტოქსიკური, ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. ჩვენი კომპანია უკვე 15 წელია ამ საქმეზე მუშაობს, არის ფოიერვერკები გარეთ და არის დახურულ სივრცეში. დახურულ სივრცეში ხშირად იგრძნობა ეს სპეციფიკური სუნი, თუმცა ეს საშიში ნამდვილად არ არის. ეს დენთია და ბუნებრივია თავისებური სუნი ექნება. ქუჩაში ეს სუნი არ იგრძნობა.

დალი:

უსაფრთხოა თუ არა ფოიერვერკი. შეიძლება მისმა ნაპერწკლებმა რაიმე ზიანი გამოიწვიონ?

-ყველა საქმეს უნდა ცოდნა, ამიტომ 100% ვერ ვიტყვით, რომ უსაფრთხოა. ვიმეორებ, რომ თუ პროფესიონალი ისვრის, არ არის საშიში, რადგან ჩვენ ყველაფერს ვითვალისწინებთ. ვერ გეტყვით პატარა ასაფეთქებლებზე ვერაფერს, იმიტომ რომ თუ ვინმეს ჯიბეში ჩაუგდეს ბავშვებმა, შეიძლება დაზიანება მოყვეს ან დამწვრობა.

2) როგორ შევარჩიოთ საახალწლო შუშხუნა, ფოიერვერკი?

-ჩვენი კომპანია უკვე დიდი ხანია ფოიერვერკებზე მუშაობს. თბილისში უკვე ფოიერვერკების ძალიან დიდი არჩევანია, გააჩნია რა დონის ფოიერვერკის ხილვა სურს მომხმარებელს. თუ განსაკუთრებული სანახაობა უნდა, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოს სპეციალისტებს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას