როგორ ჩავიცვათ, როგორ მოვრთოთ სუფრა და სად შევხდეთ ახალ წელს - რჩევები ახალი წლის შესახვედრად

როგორ ჩავიცვათ, როგორ მოვრთოთ სუფრა და სად შევხდეთ ახალ წელს -  რჩევები ახალი წლის შესახვედრად

2014 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით, ლურჯი (ზოგიერთი მონაცემებით მწვანე) ხის ცხენის წელია.

ყველას ემზადება, რომ ახალი წლის ღამეს ბევრი სიახლით, განახლებული გარდერობით და ამასთანავე წლის შესაბამისად ჩაცმული შეხვდეს.

რას გვირჩევენ დიზაინერები, როგორი სამოსი შევარჩიოთ მწვანე ცხენის წლის შესახვედრად და რა ფერებს მივანიჭოთ უპირატესობა 2014 წელს. კითხვებს დიზაინერი, დეკორატორი და სტროლოგი პასუხობენ.

გამოგზავნილი კითხვები

თინათინი:

-სად შევხვდეთ ცხენის წლის მობრძანებას(ოჯახში ტრადიციულად თუ ქუჩაში) ?

-პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არის ცხენის წელიწადი, რომელიც განეკუთვნება ხის სტიქიას და შესაბამისად მისი მმართველი არის იანი, რაც ნიშნავს აქტიური, ენერგიის მქონე წელიწადს.შესაბამისად ეს წელიწადი მოიტანს აქტიურობას, ენერგიულობას, კომუნიკაციას, უამრავ ინფორმაციას, თავგადასავლებს, მოგზაურობებს და ა. შ. ანუ სტაგნაციის წელიწადი სრულდება და იწყება ძალიან აქტიური მოქმედების პერიოდი. რაც შეეხება იმას თუ სად შევხვდეთ ახალ წელს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ცხენი არის ტრადიციონალისტი, უყვარს ტრადიციები, აქედან გამომდინარე კარგი იქნება შეხვედრა პირველ რიგში ოჯახში. ცხენი ხელს უწყობს ურთიერთგაგებას უფროს თაობასთან, ის ძველ მეტაფიზიკაში ითვლება  ბავშვების დამცველად. ამიტომ კარგი იქნება ახალი წლის ღამეს თუ უფროსი თაობის წარმომადგენლებიც იქნებიან სუფრაზე და ბავშვებიც. მხიარულება, ცეკვები, იუმორი- ეს ყოველივე ძალიან უყვარს ცხენს. თუმცა ეს ყველაფერი, არ გამორიცხავს იმას, რომ ცხენის წელიწადს შევხვდეთ რესტორანში ან სადმე სხვაგან. ცხენი გველისგან განსხვავებით, რომელიც ძალიან კონსერვატიული ნიშანია, უფრო თავისუფლების მოყვარეა. ამიტომ სავალდებულო არ არის სახლში შეხვედრა, მაგრამ კარგია და სასარგებლოა.

თინათინი: რა უყვარს ცხენს? როგორი სუფრით დავხვდეთ?

-ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ დავხვდებით, როგორ შევხვდებით ცხენს და მის შემოსვლას. სიმბოლიკა და რიტუალები დიდი დატვირთვას იძენენ აღმოსავლეთში.ითვლება, რომ სწორედ ამ სიმბოლიკის და რიტუალების მეშვეობით ჩვენ პატივს მივაგებთ წლის მასპინძელს და მისგან ვიღებთ კეთილგანწყობას. პირველ რიგში ცხენს მისივე სიმბოლიკით უნდა დავხვდეთ, კარგი იქნება ცხენის გამოსახულება თუ გვექნება მაგიდაზე, ოღონდ ერთი დეტალი არის მნიშვნელოვანი. ცხენს არ უნდა ქონდეს უნაგირი და ზედ არ უნდა იჯდეს მხედარი. თქვენ გჭირდებათ თავისუფალი ცხენი, რომელიც საშუალებას მოგცემთ წარმატებას მიაღწიოთ მასთან ერთად. აღმოსავლური კალენდრის მიხედვით ცხენის წელი იწყება 31 იანვარს და არა დეკემბერს.ამიტომ 31 ში ცხენის სიმბოლიკასთან ერთად უნდა გვქონდეს მაგიდაზე გველის სიმბოლიკა. კარგი იქნება თუ ნალი გვექნება თუმდაც შემოსასვლელ კარებთან. ნალი ცხოვრებისეული წინსვლის, წარმატების და უარყოფითი თვალისგან და ენერგიისგან ოჯახის დაცვის სიმბოლოა. კარგი იქნება თუ სუფრაზე გვექნება შაქარი და ვაშლი, რომელიც ცხენს ძალიან უყვარს. აუცილებელია მაგიდა, სადაც საახალწლო სუფრა იქნება გაშლილი იყოს ხის, რადგან ხის სტიქიის წელიწადია. ქერს თუ დავდებთ სუფრაზე ასევე იქნება კარგი. თუ გვაქვს სახლში, რაიმე ბალახეული მცენარე, კარგი იქნება თუ მაგიდაზე ან მაგიდასთან დავდებთ. საკვების და სასმელის კუთხით ჩვენ არავითარი შეზღუდვა არ გვაქვს წელს. ნაკლებად არაყი და ერთადერთი იკრძალება ლუდი, სხვა სასმელები ზომიერების ფარგლებში დაშვებულია. რიტუალებს რაც შეეხება, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია ავიღოთ ჭურჭელი, მასში ჩავასხათ წყალი და ჩავყაროთ რკინის მონეტები. ეს ხელს შეუწყობს აკუმულიაციას ფულის ენერგიისა. ასევე ავიღოთ სანთელი ყვითელი ან მწვანე ფერის, ახალი წლის დაწყებამდე 15 წუთით ადრე ავანთოთ . ამ სანთელთან პატივი მივაგოთ განვლილ წელს.მით უმეტეს თხოვეთ სანთელს წაიღოს ყველა უარყოფითი რაც იყო წინა წელს და დაემშვიდობეთ განვლილ წელს.უკვე 12 საათზე, ისევ ამ ანთებულ სანთელს ჩაუთქვით, რა გინდათ რომ მოხდეს 2014 წელს. ასე შევხვდეთ ამ წელს, რაც მთავარია დადებითი განწყობით, სიხარულით, ცეკვით და იუმორით. ამ წელს ხის ნაძვის ხე ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო აუცილებელია ჩიჩილაკი, რადგან ხის სტიქიაა. ეცადეთ მაგიდა არ იყოს კუთხეში და დადგით ოთახის შუაგულში.

გიორგი: როგორი იქნება 2014 წელი ზოგადად. რას გვპირდება ცხენის წელი?

-ცხენის წელიწადი ეს არის სერიოზული ცვლილებების წელიწადი ყოველმხრივ, მათ შორის პოლიტიკური, სოციალური და პირადი კუთხით. ეს ცვლილებები შეიძლება გამოიხატოს იმით, რომ ადამიანებს გაუჩნდეთ სურვილი იმიჯის შეცვლის. ამიტომ დიზაინერებს და სტილისტებს საკმაოდ კარგი სამუშაო ექნებათ. აშკარად იგრძნობთ, რომ დაუბერა სიომ სიახლეებისა. ცვლილებებს ასევე უნდა ველოდოთ სასიყვარულო ურთიერთობებში, ძალიან კარგი წელიწადია, რომ ჩამოყალიბდეს ახალი ოჯახი. ასევე მშვენიერი წელიწადია გამრავლებისთვის. ხელს უწყობს სტაბილურობას საოჯახო და სანათესაო ურთიერთობებისთვის. თუმცა აქვს მას გამოცდის ჟამი, რომელიც უკავშირდება აპრილ- მაისის და ნოემბრის თვეებს. ეს განსაკუთრებით უკავშირდება მეგობრულ ურთიერთობებს. ანუ ყველა საეჭვო მეგობრული ურთიერთობა, რომელიც არ ეყრდნობა ერთგულების და უანგარობის პრინციპებს, დაიშლება 2014 წელს. ანუ მეგობრული კონტაქტი ყველაზე დიდი კოსმიური გამოცდის წინაშე დადგება ამ წელიწადს. ეს წელიწადი წარმატებული იქნება იმ ადამინებისთვის, რომლებსაც აქვთ ძლიერი რწმენა და ამას შეუხამებენ ინტუიციასა და ოპტიმიზმს. ასევე მათთვის იქნება წარმატებული, ვისაც კომუნიკაციის უნარი აქვთ. ეს წელიწადი საინტერესო იქნება იმით, რომ გექნებათ ბევრი საშუალება ინფორმაციის მიღების, საინტერესო ადამიანების გაცნობის. ამიტომ ეს წელიწადი ითხოვს მხოლოდ და მხოლოდ აქტიურობას. აქ არ შეიძლება მიძინება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ არ უნდა გადაიტვირთოთ. წლის მეორე ნახევარში შეიძლება გადაიღალოს ადამიანი, ამიტომ დასვენებასაც მივცეთ დრო. ეს არის წელიწადი, რომელიც ხელს უწყობს ბიზნეს საქმიანობას, ჩვენ შეიძლება ვიხილოთ ახალი ფირმების დაარსება, ასევე უცხოელებთან ერთობლივი ორგანიზაციების ჩამოყალიბება. უცხოური ინვესტიციები უფრო აქტიურად შემოვა საქართველოში. გამოცოცხლების ელემენტები აშკარად თვალშისაცემი იქნება.სამეცნიერო კუთხითაც იქნება სიახლეები.  კვლევისთვის, მეცნიერებისთვის ძალიან კარგი პერიოდია. ცხენის წლის პირველ ნახევარში გვექნება კომპრომისების მიღწევის საშუალება, ნებისმიერი ურთიერთობების დალაგება- აღდგენა იქნება შესაძლებელი წლის პირველ ნახევარში. მეორე ნახევარში ძალიან ძნელი იქნება ამ ყველაფრის გაკეთება, იმიტომ რომ მეორე ნახევარში მოიმატებს ამბიციურობა ადამიანებში. წელს ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან ვერძი, ტყუპები, მერწყული და სასწორი. მათ ძალიან აქტიურად უნდა იმოქმედონ მთელი წლის განმავლობაში. პრობლემა ყველაზე მეტი ექნება მორიელს. სამსახურეობრივი წინსვლის კუთხით, ურთიერთგაგების შემცირების მხრივ, ჯანმრთელობის მხრივ, ბიზნესის მხრივ. ანუ მორიელს მოეთხოვება ორმაგი ორგანიზებულობის და დისციპლინის, შეუპოვრობის, მოთმინების გამოჩენა, იმისთვის რომ ეს პრობლემები დაძლიოს. წლის მეორე ნახევარში კი ფავორიტები ლომი და მშვილდოსანი იქნებიან, თუმცა წლის პირველ ნახევარში ლომი უნდა იყოს განსაკუთრებულად ფრთხილად. დანარჩენი ნიშნები, რომლებიც არ ჩამოვთვალეთ მათთვის ყველასთვის კარგია წლის პირველი ნახევარი და მათ მაქსიმალურად უნდა იაქტიურონ. იმის მიხედვით თუ რა იდეებს ჩანმოაყალიბებთ, რა კონტაქტებს მოიპოვებთ წლის მეორე ნახევარი იქნება ამისდა მიხედვით მიიღებს ან კარგ ან შეიძლება ცუდ ელფერსაც. რაც შეეხება აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებს, აქ მთავარი ფავორიტები ცხენის, ვეფხვის და ძაღლის წლებში დაბადებული ადამიანები იქნებიან. ასევე კარგი წელია დრაკონისთვის და მაიმუნისთვის.შედარებით რთული წელი იქნება კატის წელში დაბადებულებისთვის.

2) რა უნდა გავითვალისწინოთ ახალ 2014 წელს, რომ ეს წელი წარმატებული იყოს?

-იმისთვის რომ წელიწადი იყოს წარმატებული პირველ რიგში გვჭირდება მოთმინება, იმიტომ რომ ცხენი სწრაფია, მაგრამ ზოგჯერ ეს სისწრაფე სულსწრაფობაში გადადის. ეს რომ არ დაგვემართოს, შვიდჯერ გაზომე ერთხელ გაჭერის პრინციპი უნდა გვახსოვდეს და მოთმინება და წინდახედულება წინა პლანზე უნდა გვქონდეს. გონიერებასთან ერთად აუცილებლად მივენდოთ ინტუიციას. წინა პლანზე წამოვწიოთ ერთგულება, იმიტომ რომ ცხენი ერთგულია და განსაკუთრებულად ერთგულ ადამიანებს აფასებს. რაც მეტად კომუნიკაბელურები და აქტიურები იქნებით, მით უფრო წარმატებული იქნებით. თუ ამ ყველაფერს მყარი სასიყვარულო პარტნიორული ურთიერთობა დაემატება და თან ჩამოიშორებთ საეჭვო მეგობრებს, რომლებიც ხელს უშლიან თქვენ სულიერ- ევოლუციურ განვითარებას , ეს ყოველივე ხელს შეუწყობს თქვენს წინსვლას და წარმატებას.

სალომე: როგორ მოვრთოთ საახალწლო სუფრა?

-საახალწლო სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს შვრიის ფაფა, რომელიც ძალიან უყვარს ცხენს. ასევე სუფრაზე შეგვიძლია დავდოთ შვრიის პური, სასურველია ჭურჭელი, სადაც ამ ყველაფერს მოათავსებთ, იყოს ხის. საახალწლო სუფრაზე წელს სასურველია იყოს ბევრი მწვანილი, რომელიც ასევე ხის ჭურჭელში იქნება მოთავსებული. 

ქეთი: რას გვირჩევთ, როგორ მოვრთოდ საახალწლოდ სახლი?

-საახალწლოდ სახლი უნდა გამოიყურებოდეს ძალიან სადად, მაგრამ ამავე დროს პომპეზურად. ფარდები სასურველია იყოს თეთრი, და მათ შევუხამოთ დეკორატიული ატრიბუტები, ლენტები, გირლანდები. ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ლურჯი, ღია სალათისფერი და ცისფერი. ნაძვის ხის მორთვაშიც სასურველია შევიტანოთ ლურჯი დეტალები. აუცილებელია ნაძვის ხესთან ერთად სახლში გვქონდეს ცხენის სიმბოლო, რომელიც წარმატებას მოგვიტანს 2014 წელს.

მაიკო: სუფრის გაწყობისას, როგორ ფერებს მივანიჭოთ უპირატესობა და რა დეტალს მივაქციოთ ყურადღება?

-მოგეხსენებათ, 2014 წელი აღმოსავლური ჰოროსკოპით არის ხის ცხენის წელიწადი. მომავალ წელს დომინირებს ლურჯი, მწვანე და ცისფერი ფერები და რა თქმა უნდა ხის ატრიბუტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ, საახალწლო სუფრაზე, თუნდაც აქსესუარების სახით. მე გირჩევდით, რომ მთელი სუფრა ლურჯი აქსესუარებით მორთოთ, ეს გაახალისებს და გაალამაზებს სუფრას.

2) როგორ გავაფორმოთ სუფრა ხელსახოცებით, თუ გაქვთ განსაკუთრებული დეკორაცია საახალწლო სუფრისთვის?

საახალწლო მაგიდის ერთ-ერთი ატრიბუტია ხელსახოცი. სასურველია ხელსახოცი იყოს თეთრი ფერის და გაფორმდეს ლურჯი ლენტებით და შესაბამისი მაქმანებით.

ნანა: როგორი ფერები იქნება 2014 წელს მოდაში?

ზოგადად მოდაში უკვე ძალიან ბევრი რამ არის, იმიტომ რომ ფართოა ტენდენციები, გააჩნია თითოეული დიზაინერი თავისი კოლექციისთვის რას აირჩევს. მეორეს მხრის უკვე ადამიანის სტილზეა დამოკიდებული, მას რა მოსწონს და რა სურს უკვე იმის გათვალისწინებით ირჩევს, რა არის მოდაში. მე პირადად ჩემს 2014 წლის კოლექციაში მომხმარებელს ვთავაზობ წითელს, შინდისფერს, გაწყობილს ოქროსფერებით. ასევე მაქვს შავი და თეთრი ფერები გამოყენებული. ასევე მაქვს გამოყენებული მოზაიკური ქვები. ცისფერს და გახუნებულ ლურჯის ტონალობებსაც შეხვდებით ჩემს კოლექციაში. აი ამ ფერებს ვთავაზობ მე მომხმარებელს 2014 წელს.

თათია: როგორი სამოსი ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს?

-ახალი წლის ღამის ჩაცმულობასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ გააჩნია როგორი ფიგურა გვაქვს- შეიძლება ჩავიცვათ ლამაზი მინი კაბა და შეგვიძლია კოჭებამდე კაბაც ჩავიცვათ, მთავარია გამოვიყურებოდეთ ისე, როგორც ახალ წელს შეესაბამება. მე ვფიქრობ ახალი წლის ღამეს მაინც უხდება შავი, ოქროსფერი და წითელი ფერები.

2) რამდენად აქტუალური იქნება 2014 წელს აქსესუარები და როგორი ტიპის სამკაულებს მივანიჭოთ უპირატესობა?

-2014 წელს აქსესუარების ტენდენციებში მკვეთრად გამოხატული, რაც შეიძლება შეინიშნოს, არის ჯაჭვები, სქელი ფორმები, პრიალა ზედაპირები, ასოები. რეალურად მძივები მომავალი წელს მოდაში იქნება. ტენდენციები გვთავაზობენ მრავალფეროვნებას,თუმცა გააჩნია ვინ როგორ მოიხმარეს თითოეულ დეტალს. მე მაგალითად კოლექციაში სამკაული არ მაქვს გამოყენებული, სამაგიეროდ გამოვიყენე ნაქარგი, ასევე ქვებით გავაწყვე კაბები და ბლუზები. ასე გადავიტანე მე სამკაული ტანსაცმელზე.

თიკო: არის თუ არა 2014 წელს მოდაში შარფები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მოდაში?

-2014 წელს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები არის მოდაში, უბრალოდ ახლა შემოვიდა ახალი ტენდენცია. შემოვიდა ახალი ქუსლი. ეს არის სქელი და ვიწრო ქუსლი, ცოტა უფრო განსხვავებულია, ვიდრე წინა წლებში იყო. ანუ ცოტა უკანგავარდნილი ქუსლის ფორმა არის ეხლა შემოსული. რაც შეეხება შარფებს, ისეთი აქტუალური აღარ არის, როგორიც წინა წელს იყო.

მარი: როგორ სტილის შარვლები იქნება მოდაში (გოგონებისთვის)?

-2014 წლის შარვლის სილუეტი პირველი არის წელში ჩამჯდარი და ზემოდან გაშვებული შარვლები, მეორე არის წელში ჩამჯდარი და გამოყვანილი ფორმა. მაგრამ ეს ყველაფერი იქნება წელიდან და არის მაღალი.

იხილეთ ვიდეოჩანაწერები:

-მიხეილ ცაგარელის რჩევები 2014 წლისთვის - რა ცვლილებებს გიმზადებთ ცხენის წელი

-როგორ ჩავიცვათ ახალი წლის ღამეს და რომელია 2014 წლის მოდური ფერები

-როგორ მოვრთოთ საახალწლო სუფრა - დეკორატორის რჩევები

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას