როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე - ესთეტიკური ქირურგის რჩევები

როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე - ესთეტიკური ქირურგის რჩევები

პლასტიკური და რეკონსტრუქციული ოპერაციები საქართველოში რომ წარმატებით ხორციელდება, ამაზე უკვე აღარ დაობენ.თუ ადამიანს უბრალოდ გამოჯანმრთელება, ჯანსაღი ცხოვრება და გალამაზება სურს, ამაში ცუდი არაფერია. პლასტიკური ქირურგიის დადებით მხარეზე და საინტერესო თემებზე, თქვენს კითხვებს, პლასტიკურ-რეკონსტრუქციული , ესთეტიკური ქირურგი, გუგა კუზანოვი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

სალო:

რა არის ლიპოსაქცია და რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი ჭარბ წონასთან საბრძოლველად?

-ლიპოსაქცია არ არის ჭარბ წონასთან საერთოდ კავშირში. ლიპოსაქცია არის მხოლოდ და მხოლოდ სხეულის კორექცია, რომლის მეშვეობითაც ხდება ამ ცხიმის ამოტუმბვა იმ ადგილებში სადაც ჭარბად არის გამოხატული ცხიმოვანი ქსოვილი. აქვე ვიტყვი რომ თვითონ ცხიმი არის ძალიან მსუბუქი და ამიტომ ადამიანი წონაში ბევრს არ იკლებს. ლიპოსაქცია წონასთან ბრძოლის მეთოდი არ არის, სხეულის კორექცია კი ნამდვილად ხდება. მოცულობაში პატარავდება ის ადგილი სადაც ჭარბად არის გამოხატული ცხიმოვანი ქსოვილი. ლიპოსაქცია კეთდება გალიფეს ადგილას, ასევე მუცელზე, სახეზე , მხრებზე და ა.შ.

ლალი:

რას გვეტყვით ტუჩის კორექციაზე. როგორც ვიცით, არსებობს ტუჩის გადიდების ორი ძირითადი მეთოდი, რა უპირატესობა და ნაკლოვანობა ახასიათებს ამ მეთოდებს?

-ორი ძირითადი მეთოდი ეს არის დროებითი და მუდმივი. დროებითი კეთდება სპეციალური გელებით, რის შედეგადაც ვადიდებთ ტუჩს. როცა პაციენტი იკეთებს დროებითს გელი 8 თვეში ან მაქსიმუმ ერთ წელიწადში იწოვება და ტუჩი უბრინდება ძველ ფორმას. აქვე ავღნიშნავ რომ თუ ადამიანს განმეორების სურვილი აქვს მას შეუძლია ეს პროცედურა ისევ გაიკეთოს. პლიუსებზე საუბრუსას ავღნიშნავ, რომ პრეცედურის ჩატარებას ძალიან ცოტა დრო სჭირდება, დაახლოებით 10 წუთი. გარდა ამისა პლიუსია ისიც რომ ტუჩის მოდელირება შეგვიძლია, მაგალითად ოდნავ აწევა ან დაწევა და ა.შ. რაც შეეხება მინუსებს ის არის რომ დროებითია, თუმცა აქვე ვიტყვი რომ ეს როგორც მინუსი ასევე პლიუსიც შეიძლება იყოს რადგან თუ ვინმეს მობეზრდა და აღარ უნდა ასეთი ტუჩი ჩვეულებრივად გაიწოვება და დაუბრუნდება თავის ძველ ფორმას. რაც შეეხება მუდმივს, აქ კეთდება ოპერაციული ჩარევა. მუდმივის დროს ჩვენ ადამიანის კანს ვიღებთ , ვაცილებთ ზედა შრეს რის შემდეგაც კეთდება ტუჩში პატარა გვირაბი და ყლორტს ვდებთ იქ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ანესთეზიით კეთდება. პლიუსებში ვიტყვი, რომ მუდმივია და აქ არ არსებობს არანაირი ალერგიული ფონი. ამ შემთხვევაში კორექციის გაკეთების შემდეგ მისი ამოღება შეუძლებელია, რადგან ტუჩში ხორცდება.

სალო:

რომელი წარმოების სილიკონია ყველაზე უსაფრთხო? საქართველოში რომელი წარმოების სილიკონი შემოდის?

-მე ვფიქრობ რომ კითხვის ავტორი გულისხმობს მკერდს, რადგან ძირითადად ეს კითხვა აქვთ. სალოს ვეტყვი, რომ არის სხვადასხვა ხარისხის და ფასის ინპლანტები. საქართველოში ოფიციალურად წარმოდგენილია საუკეთესო ინპლანტები, რომელიც საერთოდ მსოფლიოში არსებობს. ეს არის პოლიტეკი გერმანული, მენტორის ინპლანტები ამერიკული და ასევე ერთწელზე მეტია რაც შემოვიდა ნატრელი, ამაზე უკეთესი ინპლანტები მსოფლიოში არ არსებობს.

ნანა:

თქვენ როგორ შეფასებთ პლასტიკურ ქირურგიას, რა არის ეს, ხელოვნური სილამაზე, თუ სილამაზის ხელოვნება?

-უპირველეს ყოვლისა ვიტყვი იმას, რომ პლასტიკური ქირურგია არ არის ვიწრო პროფესია, ეს არის რთული და დიდ მოცულობიანი განხრა. პლასტიკურ ქირურგიაში შედის როგორც ესთეტიკ,ა ასევე რეკონსტრუქცია. პლასტიკური ქირურგია არ არის მხოლოდ ცხვირის ოპერაცია. ჩვენ ვაკეთებთ ისეთ ოპერაციებს როგორიცაა შეძენილი ან თანდაყოლილი მანკები, ეს იქნება კურდღლის ტუჩი თუ დამწვრობის შედეგად მიღებული პრობლემები და ა.შ. რაც შეეხება ესთეტიკას შემიძლია გითხრათ, რომ კონკრეტულად უნდა იცოდე ეს ადამიანს სჭირდება თუ არა. მე ვფიქრობ რომ ყველას ყველაფერი არ უნდა გაუკეთო. ეს ჩემთვის ნომერ პირველი წესია. ნებისმიერი ოპერაცია რასაც გააკეთებ, თუ ეს არ იყვირებს, რომ გაკეთებულია, ამ შემთხვევაში უნდა გაკეთდეს.

ნანა:

რა ასაკიდან არის რეკომენდებული  პლასტიკური ქირურგიის გამოყენება?

-ამ შემთხვევაშია მნიშვნელოვანია თუ რა ოპერაცია კეთდება. მაგალითად ყურები რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გავაკეთე მსგავსი ოპერაცია კეთდება 5 წლიდან. რაც შეეხება ცხვირს 17 -18-წლიდან, რადგან ამ ასაკამდე შეიძლება ისევ გაიზარდოს. მკერდი კი 19-20 წლის ასაკიდან შეიძლება გაკეთდეს და ა.შ. ყველა ოპერაციას აქვს თავისი დრო. მაგრამ ძირითადად სასურველია მსგავსი ოპერაციები სრულწლოვანმა ადამიანმა გაიკეთოს.

ნათია:

ბოლო დროს ძალიან აქტუალური გახდა ბოტოქსის ინექციის გაკეთება. რა ჯდება ეს პროცედურა?

-ბოტოქსი საშუალოდ ჯდება 300 ლარი . ბოტოქსი ძირითადად კეთდება შუბლის მიდამოში და ე.წ ბატის თათებზე.

2) თვალებზე გაჩენილი ნაოჭების მოსაშორებლად რა პროცედურები კეთდება?

-ნაოჭების მოსაშორებლად სხვადასხვა პროცედურები კეთდება. აქ შეგვიძლია როგორც ბოტოქსი, ასევე საოპერაციო გზით ბლეფარო პლასტიკა ანუ ზედა და ქვედა ქუთუთოს პლასტიკა გავაკეთოთ.

ლოლა:

თუ ერთხელ გაიკეთებს ადამიანი ბოტოქსს, შემდეგ მუდმივად სჭირდება? ხომ არ იწვევს ეს კანის მეტად მოშვებას?

-ბოტოქსი კანის მოშვებას არანაირად არ იწვევს. თუ პაციენტს სურს რომ ბოტოქსი არ გაიკეთოს, გაჩერება მას ნებისმიერ დროს შეუძლია, ბოტოქსის გაკეთება არ ნიშნავს, რომ თუ ერთხელ გაიკეთე, მერე მთელი ცხოვრება უნდა იკეთო, ეს ყველაფერი ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული. ვეტყვი ყველას, რომ მავნე ნამდვილად არ არის და მთელ მსოფლიოში კეთდება. მე მეტსაც ვიტყვი, კანისთვის უკეთესიცაა, რადგან ნაოჭები, რომელიც ადამიანს აქვს, მიმიკურია. ნაოჭები ჩნდება იქ, სადაც კუნთი მუშაობს, ბოტოქსის მეშვეობით კი ხდება ამ კუნთის დროებითი გაჩერება რომლის დროსაც კანი ისვენებს. ბოტოქსი 6 თვეში გადის და თუ სურვილი არ გექნებათ მისი შეჩერება პრობლემას არ წარმოადგენს.

გიორგი:

ალბათ მკერდის კორექციის მსურველთა რიცხვიც დიდია. თუ არიან ისეთები, ვინც მკერდის ზომას იპატარავებს?

-რა თქმა უნდა არიან ამის მსურველებიც. დაპატარავებაც მოთხოვნადია გადიდებასთან ერთად და არა მარტო დაპატარავება , ასევე აქტუალურია მკერდის აწევაც.

2) რა ასაკის გოგონები (ქალბატონები) მოგმართავენ მკერდის გადიდებისთვის?

-მოდი ესე ვთქვათ, დაახლოებით 19 წლიდან 45-50 წლამდე. თუმცა მქონია შემთხვევებიც როცა 60 წლის ქალსაც გავუკეთე, მაგრამ ესეთი იშვიათი შემთხვევაა.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას