კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
21:11 / 03-01-2016
პოსტსაახალწლო დიეტა
შობა-ახალი წლის უხვი და ნოყიერი სადღესასწაულო სუფრის მავნებლობა, როგორც წესი, დღესასწაულების ჩამთავრების შემდეგ იჩენს ხოლმე თავს. სირთულეები განსაკუთრებით მათ ექმნებათ, ვისაც ჭარბი წონა ან საკვების მომნელებელი სისტემის პრობლემა აწუხებს. როგორ გავუმკლავდეთ სადღესასწაულო დღეებში ორგანიზმისთვის მიყენებულ ზიანს, თემასთან დაკავშირებით მკითხველთა შეკითხვებს დიეტოლოგი, ელენე გიორგაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:


ნანა:

გამარჯობათ. მაქვს პრობლემა კვებასთან დაკავშირებით. არ აქვს მნიშვნელობა რა სახის და რაოდენობის საკვებს მივიღებ. მაშინვე მებერება მუცელი. როგორ მოვიქცე?
-ქალბატონ ნანას ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ, რომ მიმართოს გასტროენტეროლოგს, იმიტომ რომ ეს კუჭ-ნაწლავის პრობლემებია და სავარაუდოდ ფერმენტების შერჩევა მოუწევთ. გასტროენტეროლოგი გაუკეთებს გარკვეულ გამოკვლევებს, რის შემდეგაც შეურჩევს ფერმენტს და ამის შემდეგ ყველაფერი მოგვარდება.

თათია:
ახალი წლის დღეებში განსაკუთრებულად  გაძლიერებულ კვებაზე ნამდვილად არ ვყოფილვარ, მაგრამ ტკბილეული მივირთვი უფრო მეტი ვიდრე ზოგადად მივირთმევ. რა ცვლილებები შეიძლება გამოიწვიო ბევრი ტკბილეულის მიღებამ და რომელი საკვებით ჩავანაცვლოთ, რომ ორგანიზმი განიტვირთოს?
-ბევრი ტკბილეულის მიღებამ ცვლილებები შეიძლება გამოიწვიოს და ეს პირველ რიგში წონაში მომატება შეიძლება იყოს. ოღონდ ეს იმ შემთხვევაში თუ არ წვავდა იმ კალორაჟს, რასაც იღებდა. თუ არ დადიოდა კლუბებში ან არ ცეკვავდა სახლში, რა თქმა უნდა შეიძლება წონაში იყოს მომატებული. მეორე რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღებამ გამოიწვიოს არის ის, რომ თუ რისკ ჯგუფში ზის შაქრიან დიაბეტზე და აქვს ინსულინ- რეზისტენტობა კარგი არ იქნება. მაგრამ არსებობს ხილი, ხაჭო, კეფირი, მაწონი, მოხარშული ხორცი და ერთი კვირა შეუძლია ეს საკვები მიიღოს. ანუ მხოლოდ ბოსტნეულზე, ხილზე და მოხარშულ საკვებზე უნდა იყოს და ერთი კვირის განმავლობაში მთლიანად გამორიცხოს ცომეული და ტკბილეულობა.

ლალი:
წყალს იშვიათად ვსვამ. მაგრამ ხშირად მივირთმევ ყავას, (როგორც ხსნადს, ასევე თურქულს) რა რაოდენობის სითხის მიღებაა აუცილებელი ორგანიზმისთვის და რა სახის სითხე მივიღოთ?
-აუცილებელია დღის რაციონში იყოს წყალი. თუ ადამიანი იღებს დიდი რაოდენობით ჩაის და ყავას, მაშინ საკმარისია დღეში ლიტრა ნახევარი წყალი, თუ არა მაშინ 2 ლიტრამდე სუფთა წყალი უნდა მიიღოს. ოღონდ ეს წყალი ერთდროულად არ უნდა იყოს მიღებული, ეს უნდა იყოს განაწილებული მთელი დღის განმავლობაში. წყალი აუცილებელია.

ნატა:
უკვე სამი წელია მუდმივად ვინარჩუნებ 52  კილოგრამს, ძალიან მინდა გავხდე 49-კგ-მდე. ვერც ვარჯიშით, ვერც კვების რაციონის შემცირებით ვერ მოვახერხე დაკლება. რა უნდა იყოს ამის მიზეზი და რას მირჩევთ თქვენ?
-არ აქვს ზედმეტი ცხიმი და ეს არის იმის მიზეზი, რომ ვერ იკლებს. კუნთს და ძვალს ვერ დაკარგავს, აქვს აბსოლუტურად ადეკვატური წონა, უბრალოდ არ მოსწონს თავისი კონფიგურაცია. მას არ აქვს ცხიმის არანაირი მარაგი და ამიტომ არ შეუძლია რომ დაიკლოს. თუმცა ესე ძალიან რთულია ლაპარაკი იმიტომ რომ მე ვერ ვხედავ ამ ადამიანს და არ ვიცი მისი ზუსტი მონაცემები. არ ვიცი რა სიმაღლე აქვს, მხოლოდ წონის ცოდნით კი ვერაფერს დავადგენთ. შეიძლება 1.70- მეტრია და მაშინ 53 კილოგრამი პირიქით წონის დეფიციტია, თუმცა თუ 1.47- მეტრია მაშინ რა თქმა
უნდა არის ზედმეტი წონა და შეიძლება რომ დაიკლოს.

ნია:

ვიყავი 105 კილო. ახლახანს გავიკეთე ოპერაცია, რომლის შემდეგაც 97 კილოგრამამდე გავხდი. (ოპერაცია ფიბრომისა და თიაქარის). ახლა მინდა წონაში დავიკლო. როგორ ფიქრობთ, ვინაიდან ჯანმრთელობის პრობლემა ნაწილობრივ მომიგვარდა, წონაში დაკლების მხრივ შესაძლებელია პრობლემა შემექმნას?
-წონაში დაკლებაში პრობლემა არ შეექმნება, მაგრამ მე არ ვურჩევ ამ პაციენტს, რომ ექმითან კონსულტაციის გარეშე დაიკლოს. აუცილებელია ერთხელ მაინც გაიაროს კონსულტაცია და გაიკეთოს გარკვეული ანალიზები. თვითნებურ სწორ კვებაზე და თვითნებურ განსაკუთრებულ პროგრამაზე პასუხისმგებლობაც მაშინ თვითონ უნდა აიღოს. ქონდა გარკვეული პრობლემები, ოპერაციაც დაჭირდა, გადასარევია რომ დაიწყო კლება, თუმცა აუცილებელია ენდოკრინოლოგის კონსულტაცია.

მაკა:
გთხოვთ გამოაქვეყნოთ კალორაჟის ნუსხა რომლიც აუცილებელია დიეტის დასაცავად.
ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ სიტყვა დიეტა სწორ კვებას ნიშნავს. სწორი კვების დროს კი სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს სჭირდებათ განსხვავებული კალორაჟი. თუ ქალბატონი მაკა ბევრს არ მოძრაობს და ძირითადად ზის, მაშინ მისი კალორაჟი დღე-ღამის განმავლობაში 2200 კილო კალორიაა.

ლალი:
პირველი მკითხველის მსგავსად, მეც მაწუხებს მუცლის შებერილობა. როგორ შეიძლება მოვაგვარო ეს პრობლემა? ("მეზიმფორტეს" ნუ მირჩევთ).
-მუცლის შებერილობაზე მე არც არაფერს არ გირჩევთ, როგორც პირველ კითხვას ვუპასუხე ამ შემთხვევაშიც აუცილებელია გასტროენტეროლოგთან მისვლა.

მარი:
საახალწლო სუფრასთან ყველას გვავიწყდება ზომიერება და გემრიელად მოვულხენთ ხოლმე. შედეგად დიდ ზიანს ვაყენებთ ჩვენს ორგანიზმს. მაინტერესებს, ნაახალწლევს დიეტით თუ შეიძლება ამის დაბალანსება და რა უნდა გამოვრიცხოთ რაციონიდან?
-სწორი კვებით რა თქმა უნდა ამის დაბალანსება შესაძლებელია. აუცილებელია რომ გამოირიცხოს ტკილეულობა და უნდა ჩართოს ფიზიკური დატვირთვა ან ვარჯიში ან ფეხით სიარული. ამ დროს უნდა მიიღოს ყველაფერი მოხარშული, ასევე ხილი და ბოსტნეული. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი სრულად საკმარისი იქნება, რომ დააბალანსოს წონა.

ნინი:
ზოგს თუ ზედმეტი წონა აწუხებს, მე პირიქით - სიგამხდრე. უმადობას არ ვუჩივი, მაგრამ მაინც არ ვსუქდები. რაიმე დაავადების ბრალი შეიძლება იყოს ეს და ვის მივმართო?
-თუ ვერ სუქდება კითხვის ავტორმა აუცილებლად უნდა მიმართოს ენდოკრინოლოგს, მაგრამ პირველ რიგში გენეტიკას უნდა გადახედოს. თუ გენეტიკურია სიგამხდრე და არ აქვს ჩივილები ესე იგი ჯანმრთელია. მაგრამ თუ სიგამხდრე არ არის გენეტიკური, მაშინ აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ენდოკრინოლოგთან. ეს შეიძლება გარკვეულ ჰორმონალურ დარღვევებთან იყოს დაკავშირებული. ადამიანები ვისაც აქვს ზედმეტი წონა და ასევე დეფიციტი ამბობენ, რომ ჭამენ ყველაფერს. თუმცა აუცილებელია გააკონტროლონ კალორაჟი.

ნანა:
ნერვიულობის დროს საშინლად მეზრდება მადა. არაფერი არ მაკმაყოფილებს, რის გამოც თავს ვერ ვაკონტროლებ და პარალელურად ვიმატებ წონაში. რა შეიძლება მოვიმოქმედო ასეთ შემთხვევაში?
-როცა ნერვიულობის დროს ადამიანს გაძლიერებული მადა აქვს, მაშინ აუცილებელია დაბალკალორიული პროდუქტები მიირთვას. ნერვიულობს და ჭამოს, ამას ვერაფერს მოვუხერხებთ, თუმცა არ შეჭამოს მაღალკალორიული პროდუქტები. შეჭამოს მწვანილი, ხილი, ხაჭო ამ შემთხვევაში არ მოიმატებს წონაში.

ნანა:
დღის განმავლობაში შეიძლება საერთოდ არ მომშივდეს, მაგრამ საღამოს, ღამის საათებში ძალიან ბევრს ვჭამ. ვჭამ მაშინაც როცა არ მშია. ეს უკვე ავადმყოფობაა. გთხოვთ რამე მირჩიეთ. გასეირნებაზე ნურაფერს მეტყვით, რადგან ღამის საათებში ვმუშაობ კომპიუტერთნ და ფიზიკურად ვერაფერს გავაკეთებ.
-როდესაც ადამიანი ღამის საათებში მუშაობს კომპიუტერთან მაშინ გვერდით აუცილებლად უნდა ქონდეს ხილი და წყალი, მეტი არაფერი. დიეტა ნიშნავს სწორ კვებას და რეჟიმს, ხოლო რეჟიმი არის დღეში ოთხი ან ხუთჯერადი კვება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დღეში ერთხელ ჭამა. ჩვენთან დღეში ერთხელ ჭამაში გულისხმობენ, როცა სამზარეულოში შევლენ დაჯდებიან და სადილს შეჭამენ, თუმცა კომპიუტერთან რომ არიან და თხილს და პეჩენიებს მიირთმევენ ამას ჭამას არ ეძახიან. ეს ადამიანები დღეში ერთხელ კი არ ჭამენ არამედ გამოდის რომ მუდმივად ჭამენ.

მარიამი:

ბავშვის კვებასთან დაკავშირებით რას გვირჩევთ? როგორ ვკვებოთ ბავშვები, რომ მათ ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებები მიიღონ?
-ბავშვის სწორ კვებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა არანაირი შეზღუდვები ბავშვებთან მიმართებაში არ შეიძლება, ბავშვის კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი. ბავშვობიდან უნდა მიაჩვიოთ რომ ოთხჯერ ან ხუთჯერ დღეში მიირთვას საჭმელი და უნდა შეაყვაროთ წვნიანი, ბოსტნეული და ხილი და მაშინ ბავშვს არ ექნება არანაირი პრობლემა.

იხილეთ ვიდეო















მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
17:00 / 20-10-2017  Image როგორ მოქმედებს მზეზე მიმდინარე პროცესები ადამიანის ჯანმრთელობაზე - NASA-ს მეცნიერების პასუხები საინტერესო კითხვებზე
რადიაციამ შეიძლება, იმოქმედოს იმ თვითმფრინავებზე, რომლებიც განსაკუთრებით მაღალ ფენებში დაფრინავენ
12:50 / 20-10-2017  Image თბილისის დროშა, გერბი და გასაღები - როგორ შეიქმნა დედაქალაქის სიმბოლოები, რომლის შესახებ ბევრ თქვენგანს არაფერი სმენია
ვის და როდის გადასცემენ თბილისის გასაღებს
17:50 / 20-10-2017  Image "ეს პერიოდი ქორწილების სიუხვითაც იქნება გამორჩეული" - უახლოესი დღეების ასტროლოგიური ტენდენციები
"ეს ტრანზიტი ადამიანებს უბიძგებს რომანტიული კავშირებისაკენ"
14:49 / 20-10-2017  Image თამრიკო ჭოხონელიძე გია როინიშვილს საჯაროდ მიმართავს: "სწორედ ამ უაზრო დაპირისპირებების გამო, მან ბევრი დრო დაკარგა..."
"ნუთუ არ გვაქვს უფლება, გვქონდეს ჩვენი ხედვა გაგვაჩნდეს, ჩვენი აზრი?!"
10:50 / 20-10-2017  Image თუ იტალიის ლამაზ, პატარა ქალაქში საცხოვრებლად გადახვალთ, 2 000 ევროს გადაგიხდიან
კანდელაში უამრავი ცარიელი, თეთრი სახლია, პანორამული ტერასებით, ორნამენტებიანი აივნებით, რომლებიც ახალ მცხოვრებლებს ელოდებიან
პოპულარული კომენტარები
ძალიან ვწუხვარ, მაგრამ რამდენი ,,სხვისი შვილი" მოუკლავთ თქვენი შვილისნაირ მთვრალ და დაუმორჩილებელ მძღოლებს, შეიძლება ზუსტად მაგ ფაქტით კიდევ ერთი უდანაშაულო სიცოცხლე გადაარჩინეს პატრულებმა. ეგ პოლიციელები ბევრად მსხვერპლნი არიან მოცემულ მომენტში. ბევრი ფაქტი მოხდა და თამამად ვამბობ, თქვენს შვილს რომ ვინმე გაეტანა, ის ციხეში არ ჩაჯდებოდა! ყინვაში, ქარში, გრტიგალში გარეთ მომუშავე ყველა პოლიციელი არის გმირი? მათი ხელფასი იცით? იცით რომ მათაც ჰყავთ შვილები, რომლებიც მთვრალი მძღოლების პოტენციური მსხვერპლნი არიან, ისევე როგორც ჩემი შვილიც... გონიერად მივუდგეთ ყველა საკუთარი შვილების აღზრდას...
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49