ცვლილებები ადმინისტრაციული სამართალის კოდექსში

ცვლილებები ადმინისტრაციული სამართალის კოდექსში

1-ელი იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლურ სიმთვრალეზე შემოწმებისთვის თავის არიდება გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას ექვსი თვის ვადით, 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირისთვის კი, მართვის უფლების შეჩერებას - ერთი წლის ვადით.

ადმინისტრაციულ ჯარიმებთან დაკავშირებულ საკითხებზე, თქვენს კითხვებს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, ლაშა ჩალაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

გიორგი:

როგორ განისაზღვრა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმა და რა  მოხდება დაკისრებული საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში?

-ზოგიერთ შემთხვევაში საგზაო წესების დარღვევასთან დაკავშირებით კანონის ნორმა გამკაცრდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა რომელიც განსაზღვრული იყო შემცირდა . რაც შეეხება ჯარიმის გადაუხდელობის შედეგად დაკისრებულ საურავს, თუ საურავის გადაუხდელობის ვადაც გავიდა და სამართალ დამრღვევმა არ გადაიხადა, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 291 -ე მუხლის შესაბამისად განხორციელდეს შესაბამისი ქმედებები, ანუ თანხის ამოღება მოხდეს სამართალდამრღვევის პენსიიდან , იგივე შრომითი ანაზღაურებიდან ან სხვა შემოსავლიდან რომელიც მას გააჩნია. თუ თანხის ასეთი ამოღება ვერ ხერხდება აქ უკვე შეიძლება აღსრულების იძულებითი ღონისძიებები გავრცელდეს და ამოღება მოხდეს მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების ან თუნდაც უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად.

ბექა:

ნარკოტიკების შეძენა-მოხმარებისთვის გასამართლებულ პირს, შეუძლია თუ არა დღეის მდგომარეობით აიღოს მართვის მოწმობა? (აღნიშნული პიროვნება, შეწყალებულია)

-დიახ, მართვის მოწმობის აღება შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ საქართველოს კანონის ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ მეექვსე მუხლით გათვალისწინებული პირობა გვაქვს სახეზე. როდესაც პიროვნებას ნარკოტიკული დანაშაულისთვის ასამართლებენ მას განუსაზღვრავენ ვადას თუ რა ვადაში არ შეიძლება მართვის მოწმობის აღება . თუმცა აღნიშნული მუხლი უშვებს გამონაკლლისს , როდესაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში არსებული კომისია სასჯელის მოხდის ერთი მესამედის გასვლის შემდეგ განიხილავს ასეთ საკითხებს და შესაძლებელია ის ვადა რა ვადითაც ჩამორთმეუილი აქვს პიროვნებას მართვის მოწმობა შეუმცირონ და მანამდეც შეცლოს მართვის მოწმობის განმეორებით აღება.

ლანა:

არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა რა ფორმით გამკაცრდა, კერძოდ რა ცვლილება განხორციელდა?

-არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლებისათვის ადრე გათვალიწინებული იყო ფულადი ჯარიმა რაც უკვე შეიცვალა . დღეის მდგომარეობით არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი ისჯება 6 თვით მართვის უფლების შეჩერებით, ხოლო 18 წელს მიუღწეველ პირს ერთი წლით უჩერდება მართვის უფლება.

გოგა:

გაუგებრობა გამოიწვია შუქნიშნებზე წამზომის გამორთვამ, ხომ არ გააკეთებთ განმარტებას ამასთან დაკავშირებით?

-შუქნიშნებზე წამზომის გამორთვა სამართლებრივი შეფასების საკითხი არ არის, რადგან ეს შეიძლება განპირობებული იყოს რაიმე ტიპის ტექნიკური ხარვეზით. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ იმ ორგანოებს რომლებსაც ეხებათ მსგავსი საკითხების მოგვარება.

ლალი:

გთხოვთ, ჩამოგვითვალოთ რა სახის ჯარიმებია საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში, (ღერძულას გადაკვეთა, სიჩქარე, ნასვამ მდგომარეობაში მართვა?

-აქ ჩამოთვლილ სამივე შემთხვევაში ჯარიმის სხვადასხვა ოდენობაა განსაზღვრული. ღერძულა ხაზის გადაკვეთა 50 ლარით განისაზღვრება, სიჩქარის გადაჭარბებას რაც შეეხება , ქალაქში დადგენილ სიჩქარეზე 15 კილომეტრ საათ სიჩქარეზე გადაჭარბება ისჯება 50 ლარით , აქვე მინდა ავღნიშნო რომ ჯარიმის რაოდენობა ცვლილებების განხორციელების შედეგად შემცირდა, მანამდე კი 100 ლარიანი ჯარიმა იყო განსაზღვრული. ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე უკვე ავღნიშნეთ და კიდევ განვმეორდები რომ ჯარიმა ითვალისწინებს 6 თვით მართვის უფლების შეჩერებას, 18 წლამდე პირებზე კი 1 წლით მართვის უფლების შეჩერებაა განსაზღვრული. იმ ვადის გასვლის შემდეგ რა დროითაც შეუჩერდა პირს მართვის უფლება , გამოცდების ჩაუბარებლად ენიჭება უფლებამოსილება აიღოს მართვის მოწმობა.

ნინა:

რა რაოდენობის ჯარიმით განისაზღვარა ავტომობილით მოძრაობისას ღვედის არგამოყენება და ტელეფონზე საუბარი?

-ღვედის არ გამოყენებისათვის სამართალდამრღვევი ჯარიმდება 40 ლარით , ხოლო რაც შეეხება ტელეფონით სარგებლობას მართვის პარალელურად ამ სემთხვევაში ჯარიმის ოდენობა შეადგენს 10 ლარს.

ამირანი:

ძალიან კარგი იქნება თუ განმარტებას გააკეთებთ ქვეითთა გადასასვლელებთან დაკავშირებით, რა ჯარიმა დაეკისრება ქვეითს, რომელიც საავტომობილო ქუჩას "უადგილოდ" გადაკვეთს?

-ამ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა უცვლელია. ქვეითად მოსიარულე რომეოლიც ისეთ ადგილზე კვეთს ქუჩას სადაც არ არის შესაბამისი ნიშანი,  ან ამკრძალავი ნიშნის მიუხედავად მაინც კვეთს გზას ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი ისჯება 3 ლარის ოდენობით.

გიორგი:

როგორ ისჯება ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება?

-ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული შემოწმებისათვის თავის არიდება ისჯება იგივე წესით როგორც ისჯებოდა ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის დროს. სრულწლოვანი პირი ისჯება 6 თვით მართვის უფლების შეჩერების ხოლო არასრულწლოვანი ერთწლიანი მართვის უფლების შეჩერებით. როდესაც მართვის უფლების შეჩერება ხდება განმეორების შემთხვევაში იგივე დანაშაულის ჩადენისათვის პირი ჯარიმდება 700 ლარით და ეს 6 თვიანი შეჩერების ვადა იზრდება 1 წლამდე, ეს არის განსხვავება პირვე და მეოპრე სამართალ დარღვევას შორის.

ლეილა:

ქვეითად მოსიარულის მიერ ან ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრაზე რას იტყვით, ეს რამდენად დასჯადია და რა  სახის ჯარიმა დაეკისრება პირს?

-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით აღნიშნული ქმედება არის დასჯადი , ისჯება ფულადი ჯარიმით რომელიც შეადგენს 50 ლარს . უბრალოდ კითხვს ავტორს მე ვერ ვეტყვი პრაქტიკაში რამდენად ხდება ამ ჯარიმების გამოყაენბა, თუმცა კიდევ ერთხელ განვმეორდები რომ ქმედება როგორც სამართალდარღვევის ფაქტი დასჯადია კანონმდებლობის შესაბამისად.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას