პატიმართა უსაფრთხოების ახალი საშუალებები

პატიმართა უსაფრთხოების ახალი საშუალებები

საპატიმრო დაწესებულებებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რამდენიმე ახალი სპეციალური საშუალების გამოყენება ხდება დასაშვები. ბრალდებულისა თუ მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა თუ ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მის მიმართ ხელბორკილის ან დამაწყნარებელი პერანგის გამოყენება არის დასაშვები.  რა კატეგორიის პატიმრებისთვის გამოიყენებენ  ამ საშუალებებს, კითხვებს სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, გიგა გიორგაძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

გიორგი:

რას ნიშნავს დამაწყნარებელი პერანგი და როგორი კატეგორიის პატიმრებისთვის გამოიყენება?

-დამაწყნარებელი პერანგი გამოიყენება ისეთი კატეგორიის პატიმრებისათვის , რომლებიც საფრთხეს უქმნიან სხვა პატიმრებს, ან აზიანებენ დაწესებულების სხვადასხვა ნივთებს , ან თუნდაც თავის თავს აყენებენ ზიანს . თუ გამოიკვეთება პატიმრის ფსიქიკური პრობლემები საპატიმროებში გამოვიყენებთ დამაწყნარებელ პერანგს, რათა მოხდეს პრევენცია და არ დაიზიანოს თავი პატიმარმა, ან თუნდაც არ დააზიანოს სხვა.

ბექა:

როგორია ამ საშუალებების ზემოქმედების ნორმა?  ვინ განსაზღვრავს ამას?

-რაც შეეხება სპეციალური საშუალებების გამოყენებას და თუ რა სახის ზემოქმედება შეუძლია ამასთან დაკავშირებით უკვე არსებობს კონკრეტული ინსტრუქციები. ჩვენ ვმუშაობთ და საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით მოვახდენთ ადაპტირებას საქართველოს რეალაობასთან. ყველა ის წესი იქნება გაწერილი თუ რა შემთხევაში უნდა იქნეს გამოყენებული და რა შემთხვევაში არ შეიძლება გამოყენებაამ საშუალებების. ვსწავლობთ ყველაფერს თუ როგორია წესები გამოყენების და ბუნებრივია ამ სპეციალური საშუალებების გამოყენების დროს ასევე აუცილებლად იქნება ექიმის მეთვალყურეობა. იქნება სპეციალური რეპორტინგი თუ როდის დაიწყონ სპეციალაური საშუალების გამოყენება , ასევე იქნება დასაბუთება თუ რატომ მაინცდამაინც ეს სპეციალური საშუალება . ასევე იქნება აღნიშნული დრო თუ რამდენი ხანი გაგრძელდა ამ შაშუალებების გამოყენება და მერე ამ ყველაფერზე მოხდება ოქმის შედგენა. აქვე მინდა დავამატო რომ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება სპეციალური საშუალებების გამოყენება როცა უბრალაოდ სხვა საშუალებები არა ეფექტურია. როდესაც მოხდება ამ საშუალებების გამოყენება იქნება ეს დამაწყნარებელი პერანგი თუ სხვა კიდევ ერთხელ ავღნიშნავ რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმის ჩართულობა, რადგან კონკრეტული პატიმრის ჯანმრთელობის გაუარესება არ გამოიწვიოს.

ზურა:

ვისთან ხდება შეთანხმება, პატიმრების მიმართ დამაწყნარებელი საშუალებების გამოყენებისთვის? მიიღებენ თუ არა ამის შესახებ პატიმრის ოჯახი ინფორმაციას?

-რაც შეეხება გამოყენებას ამის გადაწყვეტილებას ოფიცერი მიიღებს, რათქმაუნდა დირექტორი იქნება საქმის კურსში ჩაყენებული და საბოლოო თანხმობასაც ის აძლევს. რაც შეეხება ოჯახს შესაძლებელია ინფორმაცია მიეწოდოს ,მაგრამ აქვე ვიტყვი რომ ამის რაიმე ვალდებულება თუნდაც საერთაშორისო სტანდარტით არ არსებობს.

ნანა:

ამ საშუალებების გამოყენებამდე, გაივლიან თუ არა უწყების თანამშრომლები სპეციალურ ტრენინგს, რომ შემდგომში არასწორ ქმედებას არ ჰქონდეს ადგილი?

-ყველა იმ თანამშრომელს ვისაც სპეციაურ საშუალებებთან ექნება წვდომა და უფლებამოსილები იქნებიან მისი გამოყენების აუცილებლად გაივლიან ტრენინგებს. რათქმაუანდა გაიწერება თუ ვის ექნება ამისა უფლებამოსილება და ამის შემდეგ ისინი გაივლიან სპეციალურ გადამზადებას და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებენ სპეციაური საშუალებების გამოყენებას. მეთოდოლოგია მუშავდება და ვფიქრობთ რომ გადამზადება მოხდეს უცხოეტში გარკვეული ნაწილის მაინც, რაშიც საერთაშორისო ორგანიზაციები დაგვეხმარებიან.

დალი:

ვინ გააკონტროლებს ახალი საშუალებების გამოყენების წესებს და უსაფრთხოებას?

-როგორც გითხარით პასუხისმგებეი იქნება ციხის ადმინისტრაცია, დირექტორი. თთოეული ასეთი გამოყენების შემთხვევაში როგორც გითხარით იქნება რეპორტინგი და სახალხო დამცველის წარმომადგენელს, არასამთავრობო ორგანიზაციებს თუ ექნებათ კონკრეტული პრეტენზია რომ არაპროპორციულად იქნა გამოყენებული, ბუნებრივია ამის შეფასება მოხდება როგორც გენ ინსპექციის ასევე ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირის მეშვეობით გამოძიება ჩატარებული .

ლალი:

შეესაბამება თუ არა აღნიშნული საშუალებების ჩამონათვალი ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს?

-დიახ ეს შეესაბამება ადამიანიას უფლებათა დაცვის სტანდარტებს. ჩვენ რა სპეციალური საშუალებებიც გვაქვს კანონპროექტში ეს არ არის ჩვენ მოფიქრებული , ჩვენ შევისწავლეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან , ასევე შევისწავლეთ ყველა ის საერთაშორისო დოკუმენტი რომელიც არეგულირებს სპეციალური საშუალებების გამოყენებას და ყველა ეს საშუალება არის ნება დართული . თუმცა ბუნებრივია თავისი წესები აქვს და როგორც უკვე გითხარით ამ წესების გაწერა დეტალურად მოხდება. ამ ყველაფერზე მიდს მუშაობა როგორც არასამთავრობო სექტორთან ისე პარლამენტთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად.

გოგა:

რა გახდა ამ კანონპროექტის მომზადების მიზეზი და ზოგადად როგორხ ხასიათდება ეს ცვლილება?

-საერთოდ პრაქტიკაში უცხო არ არის რომ შეიძლება არსებობდეს კონკრეტული საფრთხე სადაც უკვე საჭიროა სპეციალური საშუაების გამოყენება რომ ეს საფრთხე აღმოვფრხვათ. მაგალითად თუ მასობრივ არეულობას, ან თავდასხმას აქვს ადგილი ამის გადასაჭრელად თუნდაც უკიდურეს შემთხვევაში აუცილებელია სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე კანონში იყოს ყველაფერი გაწერილი. ჩვენ მოქმედ კანოანში არ გვქონდა ეს გაწერილი ამიტომ ასე ვთქვათ ამას ვაწესრიგებთ და საერთაშორისო ვალდებულებას ვასრულებთ, კანონში გავწერთ ყველა იმ საშუალებას რომლის გამოყენებაც არის შესაძლებებლი . აქვე ავღნიშნავ რომ ჩაიდება გარანტიები რა შემთხვევაში არ შეიძლება და ვის მიმართ არ შეიძლება კონკრეტული სპეციალური სსუალების რეგულაცია და ა.შ. მაგალითად სტანდარტის მიხედვით წიწაკის გაზი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დახურულ სივრცეში, ის შეიძლება მხოლოდ გარე ტერიტორიაზე და როცა ჩვენ ვამბობთ სტანდარტებზე ეს იქნება ზუსტად გაწერილი რომ არავინ არ გამოიყენოს დახურულ სივრცეს\ში თუნდაც ზემოთ მოყვანილი მაგალითი.დავამატებ კიდევ ერთს მაგალითისთვის რომ წიწაკის გაზი არ გამოიყენება სამკურნალო დაწესებულებებშ, ასევე ქალების და არასრულწლოვნების მიმართ.

დალი:

თუ დღემდე სასჯელაღსრულების თანამშრომელს უფლება არ ჰქონდა გამოეყენებინა ხელკეტი და ა.შ, ეს პირდაპირ არის უფლებამოსილების გადამეტება და ამასთან დაკავშირებით რა განმარტებას გააკეთებთ?

-ჩვენ მოქმედ კანონმდებლობაში გვაქვს ხელბორკილის გამოყენების უფლება და ასეევ რეზინის ხელკეტის, ასე რომ ეს უკანონო არ არის.

ნანა:

დეტალურად რომ განმარტოთ, რას ითვალისწინებს სპეციალურ საშუალებებთან დაკავშირებით პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებები?

-ზუსტად გაიწერა ის სპეციალური საშუალებები კანონპროექტში რომელიც საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებულია და შესაძლებელია გამოყენება .ეს სპეციალური საშუალებები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დასჯის საშუალება ეს ეწინააღმდეგება სტანდარტს და კანონპროექტშიც ესე გვაქვს ჩვენ ჩადებული. მაგალითდ ხელბორკილის გამოყენება მოხდებაროდესაც პატიმრის ბადრაგირება ხდება და არსებობს გაქცევის საფრთხე, ასევე როგორც უკვე ავღნიშნე თუ ერთი პატიმარი მეორეს თავს ესხმის ან თავს იზიანებს ასეთ შემთხვევაში შეიძლება იყოს დამაწყნარებელი პერანგი გამოყენებული და ა. შ. თითეულ სპეციალურ საშუალებას აქვს თავისი რეგულაცია . უფრო დეტალური ინსტრუქციები და კატალოგი შეიქმნება არასამთავრობო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით. ეს კატალოგი შეიქმნება უახლოეს თვეებში, გადამზადდებიან თანამშრომლები და ამის შემდეგ მოხდება მათი გამოყენება საჭიროებისამებრ რა თქმა უნდა.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას