როგორ მოვაწყოთ ინტერიერი

როგორ მოვაწყოთ ინტერიერი

ყველა ცდილობს, სახლში ისეთი გარემო შექმნას, სადაც თავს ყველაზე დაცულად და კომფორტულად იგრძნობს. როგორ მოვაწყოთ ინტერიერი და რა ახალი ტენდენციებია ამ სფეროში, თქვენს კითხვებს ინტერიერის დიზაინერი უპასუხებს.

გამოგზავნილი კითხვები:

სოფო: მართალია, რომ ნარინჯისფერი მადას აღვიძებს? სასურველია თუ არა ამ ფერით სამზარეულოს შეღებვა?

-ნარინჯისფერი ძალინ პოზიტიური ფერია, როგორც ვარდისფერი. ფერთა ფსიქოლოგიაში მიჩნეულია, როგორც მადის აღმძვრელი ფერი. ძირითადად ნარინჯისფერს საზოგადოებრივი კვების ობიექტებში იყენებენ, სწორედ ამ დანიშნულებით, რომ მადა აღძრას ადამიანებში. ინტერიერში, კონკრეტულად კი სამზარეულოში გირჩვეთ თავი შიკავოთ ამ ფერის გამოყენებისგან.

ნანა: სახლში ჭერის რა სიმაღლეა საჭირო ანტრესოლის გასაკეთებლად? რა არის ანტრესოლის უპირატესობები?

-ანტრესოლს ძალიან ბევრი უპირატესობები აქვს. მის მოსაწყობად სახლში დაგჭირდებათ ოთხი მეტრი, ან მეტი ჭერი, თუ გსურთ მოაწყოთ სრულფასოვანი ანტრესოლი. თუ გაძლევთ ინტერიერი საშუალებას შეგიძლიათ ანტრესოლზე მოაწყოთ ოთახი ან კაბინეტი. შესაძლებელია სათავსოს გაკეთება. ძალიან ლამაზია, როცა წიგნების თაროებს აკეთებენ ანტრესოლზე, ეს უფრო მიმზიდველს და სასიამოვნოს ხდის სახლს.

ნანა: ოთახი მაქვს კონტრასტულ ფერებში, მუქი ნაცრისფერი იატაკი და შავი თეთრი ყვავილებით კედლები რა ფერის ავეჯის მოუხდება ასეთ ოთახს?

-კლასიკურ ფერებში გქონიათ ინტერიერი გადაწყვეტილი. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ ინტერიერში გამოიყენოთ ყავისფერი ავეჯი. ერთფეროვანი რომ არ გამოვიდეს, შეიძინეთ სხვადასხვა ფერის აქსესუარები. თქვენს შემთხვევაში ძალიან მოუხდება წითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი აქსესუარები. ამით გაახალისებთ თქვენს ინტერიერს.

სალომე: სახლი მაქვს ძალიან ნათელი, დიდი ფანჯრებით, ყვავილების გარდა, რით შეიძლება  გავალამაზო ინტერიერი და როგორი ავეჯის შეძენას გვირჩევთ?

-ძალიან ლამაზი სახლი გქონიათ, რაგდან როდესაც სახლს ნათელი და დიდი ღიობები აქვს, მაშინ კარგად ჩანს სივრცე და დიდად აღიქმება. კარგია როდესაც მწვანე ფერი შეგაქვთ და სიმწვანით ალამაზებთ ინტერიერს. ასევე კარგი იქნება თუ თქვენს კედლებს გააფორმებთ სურათებით და ნახატებით, პოსტერებით. ამ შემთხვევაში უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება თქვენი ინტერიერი. რაც შეეხება ავეჯს, თუ ფართი გაძლევთ საშუალებას მასიური და დიდი ავეჯის გამოყენება შეგიძლიათ.

ნათია: სად შეიძლება მოვიძიო ინფორმაცია ინტერიერის დიზაინში ახალი ტენდენციების შესახებ?

-ახალი ტენდენციების გაგება დიზაინის შესახებ შესაძლებელია, როგორც ჟურნალებიდან ასევე ინტერნეტიდან. მე უპირატესობას ინტერნეტს ვანიჭებ. არის სხვადასხვა საიტები, სადაც ძალიან მრავალფეროვანი ინფორმაცია დევს, მათ შორის: ამ საიტებზე თითქმის ყოველდღიურად ახლდება ინფორმაცია და საინტერესო შემოთავაზებებს ნახავთ, რათა უფრო კომფორტული და მიმზიდველი გახდეს ინტერიერის დიზაინი. ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენთან და უშუალოდ მიიღოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია. გვესტუმრეთ ჩვენს სახელოსნოში "სახაზავი",  ვაჟა-ფშაველას გამზირზე, # 25 ა ნომერში.

მაია: ბინას, რომელსაც  საკმაოდ დაბალი ჭერი აქვს. როგორ შეიძლება სიმაღლე ვიზუალურად გავზარდო?

-ბინას რომელსაც დაბალი ჭერი აქვს სიმაღლის გაზრდა შეიძლება შპალერის სახით, რომელსაც უფრო ვერტიკალური ზოლები აქვს. ვერტიკალური ხაზები ინტერიერში ოთახს უფრო სიმაღლეში ზრდის, ის ვიზუალურ ეფექტს ქმნის. ასევე შესაძლებელია ჭერზე ბარისოლის ტიპის გამოყენება. ბარისოლი არის მასალა, რომელსაც ამრეკვლი ზედაპირი აქვს და ამ ზედაპირით კი იქმნება ილუზია, რომ თითქოს სივრცე და ჭერის სიმაღლე უფრო იზრდება. თუ ამ ორ ელემენტს გამოიყენებთ თქვენს ინტერიერში ვიზუალური ეფექტით გაზრდით თქვენს ინტერიერს.

2) მაინტერესებს, როგორი ავეჯის შერჩევაა სასურველი დაბალჭერიანი ბინისთვის და ასევე რა ფერებში უნდა მოვაწყოთ ოთახები, რომ სივრცე არ დაიკარგოს.

-სივრცე რომ არ დაიკარგოს სახლში, გირჩევთ ოთახები ნათელ ფერებში მოაწყოთ. ჩალისფერში ან ღია სტაფილოს ფერებში. გირჩევთ კონტრასტული ავეჯი შეარჩიოთ, კედლის ფერთან მიმართებაში. მოცულობით და ზომით კი ავეჯი მცირე იყოს.

თათა: აგარაკზე სასადილო და სამზარეულო ოთახის კედლები მაქვს ქვის იმიტაციით. იატაკი -მეტლახით. ოთახი დაბალჭერიანია. მინდა ავეჯის შეძენა, როგორ ავეჯს მირჩევთ?

-კერამიკულ იატაკს და ქვის იმიტაციის კედლებს ძალიან უხდება ბუნებრივი ხის ავეჯი. მყუდროს, საინტერესოს და მიზიდველს ხდის ინტერიერს. ასევე შესაძლებელია ტყავის ავეჯის გამოყენება, ჭილოფის ნაჭრისგან დამზადებული ავეჯის გამოყენება. რაც უფრო მეტად ბუნებრივ ფერებს და მასალას შეიტანთ ინტერიერში უფრო საინტერესო სახლის ინტერიერი გამოგივათ.

სალო-სალო: როგორ გვირჩევთ ერთოთახიანი ჩეხური პროექტის ბინის მოწყობას, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნოთ?

-ერთ ოთახიანი ბინის დაპროექტებისას გირჩევთ სამზარეულო და სასადილო სივრცე კედლით არ გამოყოთ და გახსნათ, რადგან უფრო მეტ ფართს შექმნით თქვენს ბინაში. გირჩევთ, რომ კედლები ღია ფერებში შეღებოთ და დიდი ფანჯრის ღიობები გააკეთოთ, რათა მეტი სხივი შემოვიდეს გარედან. სივრცე კი განათებით უფრო გაიზრდება.

მარი: მაქვს აგარაკზე პატარა სახლი, ბუხარით. სახლი მხოლოდ ერთი ოთახისგან შედგება. ძალიან სარემონტოა და მინდა ორიგინალურად მოვაწყო, იქნებ თქვენი რჩევა დამეხმაროს. რის გაკეთებას მირჩევთ? მინდა რომ გაშლილი იყოს და მეგობრებთან ერთად ლამაზი დასასვენებელი მქონდეს.

-როდესაც სახლი ერთ ოთახიანი არის და ფართი არ გაძლევთ საშუალებას რომ დიდი სივრცე მოაწყოთ გირჩევთ, რომ თუ სახლს წინ აივანი ან ტერასა აქვს შეძლოთ მისი შემოერთება სახლზე. ეს იმას გულისხმობს, რომ თუ გააკეთებთ დიდი კარის ღიობს ან გასასრიალებელ კარს შეძლებთ სივრცის გახსნას და ტერასის შემოერთებას სახლთან. როდესაც იზოლირება მოგინდებათ დახურავთ კარს და ცალკე ტერასა იქნება და ცალკე სახლი. ამ ხერხით თქვენ სახლის ფართის გაზრდას ძალიან იოლად მოახერხებთ. გირჩევთ ინტერიერში ხის ავეჯი დადგათ, ბუნებრივი მასალის იატაკი გააკეთოთ, კომბინირებულად შეღებეთ კედლები, ბუხარი კი ბუნებრივ ქვაში მოაპირკეთეთ.

ზაირა: სტაფილოსფერ სამზარეულოს კარადას რა ფერის იატაკი მოუხდება?

-სამზარეულოს სტაფილოსფერ კარადას ვფიქრობ სხვადასხვა ფერი იატაკი უხდება. მათ შორის ყავისფერი, ჩალისფერი, თამბაქოს ფერი. ასევე შესაძლებელია კომბინირება. ჩვენ დიზაინში გადავწყვიტეთ კომბინირებული იატაკი გაგვეკეთებინა სამზარეულოს სტაფილოსფერ ავეჯთან და ფოტოები შეგიძლიათ ნახოთ, როგორ არის შეხამებული სტაფილოსფერი სამზარეულო ჩალიფერ მეტლახთან.

ნენე: მაქვს 48 კვადრატული 1,5 ბინა, როგორ შეიძლება მეორე საძინებლის მოწყობა?

-48 კვადრატულ ბინაში მეორე საძინებლის მოწყობა ძალიან რთულია, იმ შემთხვევაში თუ თქვენს ბინას აქვს იზოლირებული სამზარეულო , შესაძლებელია ფართის შემოერთება საერთო ოთახზე, სამზარეულოს ადგილას კი შეძლებთ განათავსოთ მეორე საძინებელი ოთახი. ასევე აუცილებელია საძინებელ ოთახს ქონდეს ფანჯარა და გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ.

მაია: მაქვს 2 ოთახიანი ლვოვის ბინა. მინდა რომ სამზარეულოში გავაკეთო საძინებელი. მისაღებს და ლოჯიას შორის არის კედელი. შუა კარი ამოღებულია. ლოჯში მინდა ბარი სამზარეულოს გადატანა. რას მირჩვთ კედლები ამოვიღო თუ არა.

-საძინებელის გადატანა სამზარეულოს სივრცეში მე ნორმალური მგონია და ამის განხორციელება თქვენს ბინაში შესაძლებელია. უბალოდ, როდესაც კედელს დაანგრევთ იმისთვის, რომ განათავსოთ ბარი, რომელიც გამოყოფს სამზარეულო და სასადილო სივრცეს, მოახდინეთ ამ კედლის გამაგრება. იმისთვის რომ მდგრადი იყოს კედელი შეგიძლიათ გაამაგროთ რკინის დეტალებით და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელეთ ბარი.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას