რა სიახლეებია 2014 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

რა სიახლეებია 2014 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2014 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გარკვეული სიახლეები იქნება. მაია მიმინოშვილის თქმით, 2014 წელს უცხოური ენის გამოცდას დაემატება მოსმენის ტესტი, დავალება.

ასევე შემუშავდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზღვარის გადალახვის ახალი მიდგომის პროექტი. კონკრეტულად, რა სიახლეებია 2014 წლის ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, თქვენს კითხვებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

აბიტურიენტი: რამდენმა უმაღლესმა სასწავლებელმა გაიარა აკრედიტაცია 2014 წლის ერთიან ეროვნული გამოცდებზე, აბიტურიენტების მისაღებად?

-აკრედიტაცია გაიარა 62 უმაღლესმა სასწავლებელმა. იგულისხმება როგორც სახელმწიფო ასევე კერძო უმაღლესი სასწავლებლები.

მშობელი: მაინტერესებს უცხო ენების გამოცდებთან დაკავშირებული ცვლილებები.

-უცხო ენების გამოცდა სავალდებულოა ყველა აბიტურიენტისთვის. უცხო ენას დაემატა მოსმენის ნაწილი. ჩვენ მეათე წელია ვატარებთ უკვე ეროვნულ გამოცდებს და ამ წლების განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ორ კომპეტენციას ვამოწმებდით, ეს კი გახლავთ წერა და კითხვა. რაც შეეხება მოსმენას და ლაპარაკს რაც თანაბარ წონიანია- იგნორირებული იყო , იმდენად რამდენადაც არსებობენ სკოლები სადაც სათანადოდ არ არის ორგანიზებული სასწავლო პროცესი უცხო ენების თვალსაზრისით. არსებული ვითარებით სასწავლო გეგმა თანაბარ წონას ანიჭებს ოთხივე კომპეტენციას და რაც ყველაზე მთავარია სახელმძღვანელო გრიფს ვერ მიიღებს თუ მას მოსმენის ნაწილი არ ახლავს თან. ამის ვალდებულება სკოლებს ისედაც აქვთ აღებული, რომ აქტიურად გამოიყენონ ეს ნაწილი სასწავლო პროცესში. არსებული რეალობის გათვალისწინებით თქვენ იცით რომ კომპეტენციის მინიმალური ზღვარი ყველაზე დაბალია უცხოენების გამოცდაზე. ზღვარი იგივე დარჩა მაგრამ არ იქნებოდა სწორი თუნდაც მოსმენის ნაწილზე არ გვეფიქრა და არ დაგვემატებინა საგამოცდო ტესტისთვის. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას მოუმზადებლები არ შევხვედრივართ, არა ერთი აპრობაცია ჩავატარეთ. ამისთვის კი შეგნებულად რეგიონების და სოფლების სკოლები ავირჩიეთ. შედეგებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა რომ სერიოზულად გვეფიქრა 2014 წლის საგამოცდო პროგრამისთვის დაგვემატებინა ეს ნაწილი. თუმცა ისევ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით ეს ნაწილი იქნება ძალიან მცირე დოზით შეტანილი საგამოცდო ტესტში. მარტივად რომ ვთქვათ 100 ქულიდან მხოლოდ და მხოლოდ 8 ქულა ეთმობა მოსმენის ნაწილს. მე პირადად მგონია რომ აბიტურიენტებისათვის ეს არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს და არ შეუქმნის მათ რაიმე პრობლემას. აქვე ვიტყვი რომ ჩვენ რამდენიმე თვით ადრე გავავრცელეთ ყველა სკოლაში სავარჯიშოები და ჩვენს ვებგვერდზეც დიდიხანია უკვე განთავსებულია ეს მასალები. აბიტურიენტები ამის მერე ალბათ დარწმუნდნენ რომ ის ტესტები რომელიც იქნება გამოყენებული საგამოცდოდ უფრო მარტივია ვიდრე სახელმძღვანელოში მოცემული ტესტი.

სალომე: საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით რა ცვლილებებია?

-გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით ცვლილებები არ დაგეგმილა და არ იქნება. ზღვარი ისეთივე დაბალი იქნება როგორც აქამდე იყო ანუ 5,5 . მეთორმეტე კლასელებს მოუწევთ 4 გამოცდის ჩაბარება . თუ მათ წარმატებით გაიარეს შემოდგომის სესია საბუნებისმეტყველო საგნები და გეოგრაფია, მათ ექნებათ მხოლოდ და მხოლოდ 4 გამოცდა ჩასაბარებელი. რაც შეეხება მეთერთმეტე კლასელებს მათ მოუწევთ ივნისის თვეში გამოცდები და ექნებათ მათაც 4 გამოცდა ჩასაბარებელი, ის დისციპლინები რომელთა სწავლასაც ასრულებენ 11 კლასის ბოლოს.

მარინა: რა სახით ჩატარდება ეროვნული გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში? მიექცევა ყურადღება ლიტერატურას, თუ მხოლოდ გრამატიკული ნაწილი და თემები იქნება წარმოდგენილი?

-თუ სავალდებულო გამოცდაზე ვსაუბრობთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეს გამოცდა პირდაპირ არის ორიენტირებული ენობრივი კომპეტენციის შეფასებაზე . აბიტურიენტებმა იციან რომ ლიტერატურის ნაწილი ტესტიდან ამოღებულია , რადგან ჩვენ დამატებით გვაქვს გამოცდა დამატებული ლიტერატურაში , ეს ჰუმანიტარული სპეციალობის მსურველებისთვისაა. ჩვენი აბიტურიენტები გამოსაშვებ გამოცდებს აბარებენ სკოლაში ქართულ ენასადა ლიტერატურაში ეს გამოცდა კი ნამდვილად არის ორიენტირებული ლიტერატურეს ნაწილის შემოწმებაზე, ანუ იმ ნაწილის შემოწმენაზე რასაც სკოლაში სწავლობენ, ასე რომ ჩვენ ჩავთლალეთ ის სავალდებულო გამოცდა რომელიც ეხება ყველა აბიტურიენტს ძირითადად უნდა იყოს ენობრივ კომპეტენციაზე ორიენტირებული.

ნანა: ჰუმანიტარულ ფაკულტეტბთან დაკავშირებით მაინტერესებს დეტალები. რა ფაკულტეტბია, რამდენედ გამოყენებადი იქნება შემდგომი დასაქმებისთვის ეს ფაკულტეტბი და რას ურჩევთ აბიტურიენტებს?

-რაც შეეხება ჰუმანიტარულ მიმართულებებს, დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ჩვენს ვებ-გვერდზე, ასევე დაბეჭდილია ცნობარის სახით. აქ შეუძლიათ მოიპოვონ ნებისმიერი ინფორნაცია ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება დასაქმებას მე არ გამოვყოფდი ჰუმანიტარულ ნაწილს ტექნიკურისგან. ძალიან ძნელია პროგნოზირება, თუმცა ეს ის მიმართულებაა რომელიც მიმზიდველია ჩვენი აბიტურიენტებისთვის. ისევ გავმეორდები მე არ გამოვყოფდი ჰუმანიტარულს და ტექნიკურს რადგან დასაქმების თვალსაზრისით პრობლემა ორივე მიმართულებას აქვს და ასევე ორივე მიმართულებაში შეგვიძლია ისეთი მიმართულების მოძებნა რომელიც დიდი ალბათობით ამ კუთხით მომხიბლავი იქნება.

მანანა: როგორ იქნება წელს დაფინანსება უმაღლეს სასწავლებლებში, ამ კუთხით ხომ არ შეცვლილა რამე?

-უმაღლესი სასწავლებლების დაფინანსების სისტემა აწყობილია სახელმწიფო გრანტის პრინციპზე , ეს პრონციპი ჯერჯერობით შენარჩუნებულია . თუმცა პერსონალურად თუ მეკითხებით მე ვფიქრობ რომ აუცილებლასდ უნდა გადაიხედოს ეს პრონციპი და შეიცვალოს დაფინანსების წესი. თუმცა წელს შენარჩუნებუია ანალოგიური წესი , მაგრამ განსხვავებით წინა წლებისგან ორი ბლოკია გამოყოფილი ეს გახლავთ მათემატიკა და საბუნებისმეტყველო საგნები, ფიზიკა ქიმია, ბიოლოგია და ჰუმანიტარული ბლოკი ეს გახლავთ ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია და ხელოვნება. ეს თანხა რომელიც გამოყოფილია 2 ნაწილად იყოფა . ერთი ნაეწილი მოხმარდება პირველ ბლოკს და მეორე ნაწილი 50% თანის მოხმარდება ჰუმანიტარულ საგნებს. თავისი ჯიბეები ექნება ამ ორ ბლოკს და აქ არ მოხდება თანხის გადანაწილება მაგალითად მათემატიკასა და ისტორიას შორის ან ფიზიკასადა ხელოვნებას შორის და ა.შ.

ლიკა: არის თუ არა 14 უფასო ფაკულტეტს შორის ფსიქოლოგიური?

არის თუ არა გათვალისწინებული რაიმე შეღავათები მრავალშვილიანი ოჯახისათვის სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების თვალსაზრისით?

-რაც შეეხება ე.წ. სახელმწიფო საბაკალავრო პროგრამას შარშან პირველად გამოცხადდა ესეთი მიმართულებები და იყო არა 14 არამედ 17. ეს არის მთავრობის დადგენილება და გადაწყვეტილება იმის თაობაზე თუ რომელი მიმართულება დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ სრულად , ასე რომ ჩვენც ყველანი ერთად ველოდებით მთავრობის დადგენილებას ამის თაობაზე. მე ძალიან დდი იმედი მაქვს რომ არ შემცირდება მიმართულებების რაოდენობა და პირიქით გაიზრდება. ვეტყვი ლიკას რომ ჩვენ ყველა ერთად ვნახავთ შევა თუ არა ამ მიმართულებებში ფსიქოლოგია. ჯერჯერობით ოფიციალურად მთავრობას არ გამოუცხადებია პრიორიტეტული მიმართულებები. რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, მე ვურჩევდი ყველა აბიტურიენტს მას შემდეგ რაც სტუდეენტები გახდებიან მიმართონ განათლების და მეცნიერების სამინისტროს განცხადებით, შემდეგ სპეციალური კომისია განიხილავს მათ ვითრებას და შესაძლოა სრული დაფინანსებაც მოიპოვონ.

გიორგი: წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რამდენი აბიტურიენტია დარეგისტრირებული, ამარტივებს თუ არა თქვენს სისტემაში მიღებული ცვლილებები აბიტურიენტებისთვის გამოცდების ჩაბარებას?

-გიორგი თუ აბიტურიენტია მან აუცილებლად უნდა იცოდეს რომ რამდენიმე დღეა დავიწყეთ რეგისტრაცია და 21 მარტის ჩათვლით გასტანს ეს პროცესი. ჯერ ძალიან ადრეა საუბარი იმაზე თუ რამდენი აბიტურიენტი გვეყოლება ამაზე პასუხის გაცემა მე 22 მარტს შემეძლება. პროცედურაში გიორგი თუ რეგისტრაციიას პროცეს გულისხმობს , მე პირადად ვფიქრობ რომ ნამდვილად ძალიან მოსახერხებელია. თუნდაც გავითვალისწინოთ ის ფაქტი რომ აიტურიენტებმა არჩევანი უნდა გააკეთონ ჩასაბარებელ საგნებთან დაკავშირებით 21 მარტამდე, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანი უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით სადაც მათ სურთ სწავლის გაგრძელება ეს არჩევანი შეუძლიათ ცვალონ დაახლოებით 5 თვის განმავლობაში. მათ შეუძლიათ საბოლოო არჩევანი დააფიქსირონ მას შემდეგაც კი როდესაც აგაიგებენ საკუთარ შედეგებს ეროვნულ გამოცდებზე. ასევე რაც მთავარია შეუზღუდავი რაოდენობით შეუძლიათ მიუთითონ და კარგად დაფიქრდნენ სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ , ასევე საკუთარი შედეგებიც გაითვალისწინონ და ამ ყველაფრის შემდეგაც შეუძლიათ საკუთარი არჩევანის დაფიქსირება.

ლანა: შარშან, მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით მიღებული ცვლილება, რომლის მიხედვით აბიტურიენტს შეეძლო არჩეული ფაკულტეტები გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც შეეცვალა, ძალაში რჩება?

-ამ კითხვას უკვე ვუპასუხე და ეს შესაძლებელია. არჩევანის და ცვლილებების გაკეთება მას შემდეგაც შეუძლიათ როცა გაიგებენ საკუთარ შედეგებს. ეს იქნება აგვისტოს დასაწყისი აპელაციის პროცესის დაწყებამდე.

აბიტურიენტი: ლანას კითხვიდან გამომდინარე, მინდა გკითხოთ: გაამართლა ფაკულტეტის შეცვლის მოდელმა?

-აქ მობილობის პრინციპს თუ გულისხმობს კითხვის ავტორი სადაც ერთი წლის შემდეგ შეიცვალოს ფაკულტეტ და გადავიდეს სხვა ფაკულტეტზე , თუ ამას გულისხმობს ეს სტუდენტის არჩევანია და შეუძლებელია არ გაამართლოს. თუ ეს იგულისხმება მე მინდა ძალიან მარტივი მაგალითები მოვიყვანო ამასთნ დაკავშირებით , რატომ არის კარგი შედეგების გაცნობის შემდეგ დაფიქრდნენ საბოლოო არჩევანზე. არსებობს რიგი უმაღკლესი სასწავლებლები მაგალითად ჯავახიშვილი სადაც ყველა მიმართულებაზე კომპეტენციის ზღვარი არის აწეული. ანუ ის რა ჩვენ გვაქვს დადგენილი ის არის მინიმალური ზღვარი მაგრამ უმაღლეს სასწავლებელს აქვს უფლება გაცილებით უფრო მაღალი ზღვარი მოითხოვოს. ხშირ შემთხვევაში 45 % კი აღწევს ზღვარი კონკრეტულ მიმართულებებზე. ასე რომ მე შეიძლება ძალიან მინდოდეს ჯავახიშვილში სწავლის გაგრძელება და ბუნებრივი პირველ ნომრად უნდა მივუღითო ჯავახიშვილი , მაგრამ თუ შედეგების შემდეგ აღმოჩნდა რომ მე ზღვარი კ გადავლახე ჩვენს მიერ დაწესებული , მაგრამ ვერ გადავლახე ჯავახიშვილის მიერ დაწესებული , ეს კი იმას ნიშნავს რომ მე ვერაფრიჱ ვერ ჩავირიცხები ჯავახიშვილში. ბუნებრივია მე ამის შემდეგ კარგად დავფიქრდები , ამოვიღებ ამ კონკრეტულ სასწავლებელს და ვიფიქრებ მის ნაცვლად რა შეიძლება ჩავამატო. როცა მე მაქვს მოლოდინი რომ კარგ შედეგებს ვაჩვენებ გამოცდებზე და ჩემს თავს უფლებას ვაძლევ მივითითო ისეთი ფაკულტეტი სადაც ზუსტად ვიცი რომ იქნება მაღალი და შანსი არ მაქვს ამ კონკურსში , რათქმაუნდა სერიოზულად გადავხედავ ჩემ რეიტინგულ ამონათვალს. ხება სრულიად საპირისპიროდაც რო არ ველოდები ისეთ მაღალ ქულები მივიღო , მანამდე კი შემეშინდა პრესტიჯული ფაკულტეტების მითითება , ეხლა კი შედეგების შემდეგ შემიძლია შევცვალო, აე რომ მე ვფიქრობ ეს ძალიან მოსახერხებელი და კარგი სისტემაა.

მშობელი: ვინაიდან, ყოველ წელს შედის ცვლილებები მისაღები გამოცდების წესებში, კარგი იქნება თუ თქვენ გაგვაცნობთ კონკრეტულად ამ სიახლეებს. ვფიქრობ ასე უფრო საინტერესო იქნება და ყველაფერს გავიგებთ.

-თუ აქ იგულისხმება გამოცდის მსვლელობის წესები ეს ყველაფერი დეტალურად არსა განთავსებული ჩვენს საიტზე და ასევე ინფორმაციულ ბუკლეტში. აქ არის აღწერილი თუ რა მ ოეთხოვება აბიტურიენტს საგამოცდო პროცესში.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას