როგორ მოვემზადოთ დიდი მარხვისთვის

როგორ მოვემზადოთ დიდი მარხვისთვის

აღდგომის მარხვა ყველაზე მძიმეა. როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანები, რომ მარხვა ღირსეულად დაიცვან, კითხვებს, წმინდა მოწამე კვირიკესა და ივლიტას ტაძრის მოძღვარი ლევან ალადაშვილი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

ნანა: საჭიროა თუ არა მარხვის შენახვაზე კურთხევის აღება, როგორ მოვიქცეთ თუ ვერ მოვახერხეთ მოძღვართან მისვლა მარხვის დაწყებამდე?

-ყოველი ახალი მარხვის დაწყების დროს არ არის აუცილებელი ლოცვა-კურთხევის აღება. ეს მარხვები არის საყოველთაო და არის ყველასთის ეკლესიის მიერ დაწესებული და ყველა ქრისტიანბი ვალდებულია ეს მარხვები შეინახოს. კურთხევა მაშინ არის საჭირო როცა რაღაც გამონაკლისია და ადამიანს სურვილი აქვს უფრო მკაცრად იმარხულოს ან პრობლემიდან გამომდინარე მსუბუქად იმარხულოს. ამ შემთხვევაში სჭირდება კურთხევის აღება, რომ რძის პროდუქტები ჭამოს, ამ შმთხვევაში საჭიროა კურთხევა და მოძღვრისგან რჩევის მიღება. ზოგადად თუ ადამიანს მარხვა უნდა დაიწყოს და ამბობს რომ არ მაკვს კურთხევა და ამიტომ არ იწყებს მარხვას ეს არასწორია. ეს საზოგადო მარხვებია, რომელიც სავალდებულოა ყველა ქრისტიანისთვის.

მარიამი: ადამიანები, რომლებსაც მარხვის შენახვა არ შეუძლიათ, როგორ უნდა მოიქცნენ. გასაგებია, რომ აუცილებელია ყველაფერს სწორად ვაკეთებდეთ, მაგრამ როდესაც გინდა "აკრძალული" კერძი მიიღო, თუმცა თავს იკავებ რადგან მარხვაა, ეს რამდენად გამართლებულია სულიერი მდგომარეობისთვის?

-მარხვა არის თავშეკავება, რაღაცაზე უარის თქმა. ეს რაღაცა არ არის აუცილებელი საკვები იყოს, ადამიანმა შეიძლება სხვა რამეზე უთხრას უარი საკუთარ თავს. თუ ვერ მარხულობს ადამიანი იმის გამო რომ ან ავად არის ან მოგზაურობს ან სხვა მიზეზის გამო, ამ შემთხვევაში ეკლესიას აქვს რჩევები თუ რა უნდა გააკეთოს. ეკლესია არ არის ჩარჩოებში ჩასმული, ყველა ადამიანი ინდივიდია და ეკლესიაც ინდივიდუალურად უდგება ყველას. აუცილებელია ხშირად მოძღვრის ნახვა, ხშირი სახარების კითხვა, ხშირად ზიარება, ამის შემდეგ ბევრი ეს პრობლემები გადალახულია და ადამიანს აღარ უჩნდება ასეთი კითხვები. მარხვა არ არის მიზანი, ეს არის საშუალება, რომ შევძლოთ საკუთარ თავზე მაღლა დადგომა. თუ ამ საშუალებაზე უარს ვიტყვით როგორ განვითარდებით სულიერად? ქრისტიანის ერთ-ერთი დევიზია- "მარადის საკუთარ თავზე მაღლა," როგორ დავდგებით საკუთარ თავზე მაღლა, თუ არაფერზე უარს არ ვიტყვით?ყველა ვნებას არ უნდა ავყვეთ და უნდა დავდგეთ საკუთარ თავზე მაღლა.

თეკლე: რომელი ლოცვები იკითხება დიდ მარხვაში, რომელი დაუჯდომელი ვიკითხოთ და რამდენად ხშირად?

-ლოცვითი კანონიც ინდივიდუალურია, გააჩნია რა საშუალება აქვს ადამიანს და რამდენი დრო რომ იკითხოს ლოცვები. ესეც მოძღვართან შეთანხმებით ხდება, თუმცა არის აუცილებელი ლოცვები დიდ მარხვაში, მაგალითად პირველ კვირას ანდრია კრიტელის სინანულის კანონი იკითხება. თუმცა ზოგი ამასაც ვერ ახერხებს სხვადასხვა მიზეზის გამო. ყველასთვის ხელმისაწვდომი და საყოველთაო არის ეფრემ ასურის ლოცვა, რომელიც დიდ მარხვაში ემატება დილის და საღამოს ლოცვებს, ეს არის სინანულის კანონი. ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია, არც დიდია და არც სპეციალური ლოცვების წიგნის შეძენა არის საჭირო. ამ ლოცვის წაკითხვა ადამიანის სულისთვის ძალიან სასარგებლოა.

ლალი: ძალიან ხშირად მესმის, ტაძარში თუ არ დადიხარ აზრი არ აქვს მარხვას და ა. შ. რა მადლი აქვს ან ასეთი ადამიანის ტაძარში სიარულს, ან ერთი უბრალო ადამიანის ტაძარში მიუსვლელობას, რომელიც რაღაც მიზეზების გამო ვერ მიდის, მაგრამ გულით კეთილი და ღვთისმოსავია?

-თითოეული ადამიანი არის ძალიან ძვირფასი უფლის წინაშე, თითოეული ადამიანს უფრთხილდება და თითოეული ადამიანისთვის ეცვა იესო ჯვარს. თითოეული ადამიანი ღვთის ხატი არის, იმის თქმას კი ჩემს მისვლა არ მისვლას რა მნიშვნელობა აქვს არასწორია. სახარებაში წერია, რომ თითოეული მოქცეული ადამიანის გამო ძალიან დიდი სიხარულია ცათა შინა.არის კატეგოირია ადამიანების რომლებიც არ დადიან ეკლესიაში და ფიქრობენ რომ ისინი კეთილები და კარგები არიან და ეკლესიაში მისვლა არ სჭირდებათ. ეს არასწორი დამოკიდებულებაა, ფარისევლის დამოკიდებულებაა. ზოგს ფარისეველი მატყუარა გონია, არადა ეს ისეთი ადამიანია, რომელიც საკუთარი თავით იყო მოხიბლული და თვითკმაყოფილი. ყველა ადამიანისთვის აუცილებელია ეკლესიიდან მიღება მადლის, იმ საიდუმლოებების მეშვეობით რა საიდუმლოებებსაც ვეზიარებით. როცა ადამიანი მარხულობს, ლოცულობს, მაგრამ ვერ მიდის ეკლესიაში ეს კიდე სხვა მდგომარეობაა და ყველა ასეთი ადამიანის მდგომარეობას ითვალისწინებს ეკლესია. თუ ადამიანი ციხეში ზის, ციხეში აზიარებს ეკლესია, თუ საავადმყოფოშია, იქ მიდის და იქ აზიარებს. თ მუშაობს 24 საათი, მათთვის თითქმის ყველა დროს ტარდება ზიარებები. მთავარი არის რომ ადამიანს ამ ყველაფრის სურვილი ქონდეს.

მარიამი: რას მირჩევთ ადამიანს, რომელმაც ცხოვრებაში ბევრი განსაცდელი გამოვიარე, ღვთის წყალობით ყველა განსაცდელს გავუძელი და გამოვედი რთული სიტუაციებიდან, მაგრამ ვერა და ვერ ვიპოვე სულის სიმშვიდე.

-დასაკონკრეტებელია კითხვის ავტორი როგორ ცხოვრობს, დადის თუ არა ეკლესიაში. უფალი ამბობს: "მოვედით ჩემდა მაშვრალნი და ტვირთმძიმე და მე განგისვენებთ თქვენ, უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს." უნდა მოვიდეს ეკლესიაში მარიამი , უნდა დაელაპარაკოს მოძღვარს, უნდა ადიდოს უფალი განსაცდელების გადალახვის გამო, რჩევა უნდა კითხოს მოძღვარს და უნდა უთხრას რა უკარგავს სულიერ სიმშვიდეს. უკეთესი იქნება ინდივიდულაურად დაელაპარაკოს მოძღვარს.

ნანა: სიმდიდრის ფლობასა და ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე რას გვეტყოდით?

-კარგია ამქვეყნიური კეთილდღეობა, ყველას გვინდა მატერიალური უზრუნველყოფა. ამას არ გმობს ეკლესია, მაგრამ მთავარს არ უნდა ავცდეთ. მაცხოვარი ამბობს: "ეძიებდეთ სასუფეველსა ღვთისა დიდებასა მისსა, ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ." მთავარ მიზანს არ უნდა ავცდეთ, ქრისტეს გზას, ხოლო ამ გზაზე თუ მდიდრები ვიქნებით უფალს უნდა ვუმადლოდეთ. წმინდა წერილიდან არის ბევრი ასეთი შემთხვევა, მაგალითად აბრაამი იმ დროისთვის ძალიან მდიდარი იყო, თუმცა ღვთის მადიდებელი იყო და ღვთის გამორჩეული ადამიანი იყო. არის იგავი უძლურ ლაზარეზე, ის საერთოდ რარიბი იყო არაფერი გააჩნდა არც ჯანმრთელობა, არც ცოლ-შვილი, თუმცა აღმოჩნდა რომ სულიერად მდიდარი ყოფილა და აბრაამის წიაღი დაიმკვიდრა. ეს ორივე შემთხვევა იობში ერთიანდება. ის მდიდარიც იყო, თუმცა შემდეგ ყველაფერი დაკარგა, მაგრამ მაინც ღვთის მადიდებელად რჩებოდა. მატერიაში ვცხოვრობთ და ყველას უნდა კეთილდღეობა, წარმატება, კეთილდღეობა, ჯანმრთელი შვილები, მაგრამ ამით ადამიანის სულიერება არ განისაზღვრება. ბევრზე ამქვეყნიური კეთილდღეობა დამაბრკოლებლად მოქმედებს. მე ვიცნობდი, ადამიანებს რომლებასც კეთილდღეობა ქონდათ და ყველას ზემოდან უყურებდნენ, თუმცა შემდეგ შეექმნათ განსაცდელი, ბავშვი გაუჩნდათ, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემა ქონდა. ეს ბავშვი ძალიან თბილი და მოსიყვარულე იყო, ამ ბავშვზე ზრუინვამ ისინი ადამიანებად აქცია, მათ გაუთბათ გაყინული გული. ეკლესია არ გმობს მატერიალურ კეთილდღეობას და ამას უკეთურობას არ ეძახის, მაგრამ უფლის გზას არ უნდა ავცდეთ. თუ უფლის იმედზე ვცხოვრობთ ყველაფერი მოგვეცემა.

ნანა: მყავს 7 წლის შვილი. როგორ შევუნარჩუნოთ ბავშვს სულიერი სიწმინდე და სიჯანსაღე? 

-ნანას თუ უნდა რომ მტკიცედ დააყენოს თავის შვილი ამ გზაზე აუცილებელია ტავს არ მოახვიოს რამე ზალით, თუნდაც ეკლესიაში წაყვანა ძალით დაუშვებელია. თითის ქნევით და ყვირილით არ შეიძლება ზნეობრივი დარიგებები. პირველ რიგში ის უნდა იყოს ტავისი შვილის მეგობარი და ზემოდან არ უნდა ელაპარაკოს. ასეთ შემთხვევაშ იმ ზნეობრივ პრინციპებს კი რომელიც მისთვის მისაღებია უფრო ადვილად მიიტანს ტავის შვილამდე. როცა ადამიანს გინდა რამე გააგებინო იმის სიმაღლე უნდა გახდე, ბავშვთან უნდა ჩაიცუცქო, თვალებში ჩახედო და უთხრა მეგობრულად. შენ თუ მასთან მეგობრობ და ერთმანეტის მიმართ სიყვარული და ხათღი გაქვთ ბავშვს ყველაფერს გააგებინებ.

მარიამი: ძალიან ემოციური ვარ, დიდი ხნის წინ მოყენებული ტკივილი დღემდე ვერ დავივიწყე, მიუხედავად ლოცვებისა, ჩემი გონება და სული მაინც შეშფოთებულია. რას მირჩევთ?

-ინდივიდუალურია ეს ყველაფერი. ზოგადი რეცეპტი არ არსებობს. ვურჩევ კითხვის ავტორს მოძღვარს დაელაპარაკოს, მეგობრულად გადაუსალოს გული და აუხსნას ტავისი ტკივილი. ამ შემთხვევაში იქნება უფრო ადვილი მისთვის. ზოგადი რეცეპტი შეიძლება ვთქვათ, მაგრამ ეს თუ ერთ ადამიანს დაეხმარება, შეიძლება სხვას არ დაეხმაროს. ჯობია მოძღვართან მივიდეს და ინდივიდუალურად დაელაპარაკოს.

მირიანი: დაგვლოცეთ მამაო, როგორ უნდა იცხოვროს ქრისტიანმა, მოგეხსენებათ დღეს ადამიანის ძირითადი საზრუნავი ყოფითი პრობლემების მოგვარებაა. ოჯახი, შვილები, სამსახური, ამ ყველაფერისთვის გადატვირთული რეჟიმი, ნერვიულობაც მიწევს. როგორ მოვიქცე, რომ სულიერად მაინც მოვიპოვო სიმშვიდე.

-ღმერთმა დალოცოს მირიანი და გააძლიეროს. ყველა ადამიანს თავისებურად აქვს ცხოვრება მოწყობილი, ზოგს რთული სამუშაო გრაფიკი აქვს, ზოგს ავადმყოფის მოვლა უწევს, ზოგს ბავშვები ჰყავს. ყველაზე მთავარია, იმ საქმეს, რასაც აკეთებ აკეთებდე პატიოსნად და ღვთის სიყვარულით, ლოცვით. ეკლესიურად ცხოვრება არ ნიშნავს მარტო ეკლესიაში ყოფნას. ეს ნიშნავს ქრისტეს მცნებებით ცხოვრებას. სადაც არ უნდა იყოს ადამიანი და რასაც არ უნდა აკეთებდეს ყველგან შეიძლება იცხოვრო ქრისტიანულად.

ნახეთ სიუჟეტი

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას