საგაზაფხულო ტურიზმი

საგაზაფხულო ტურიზმი

თბილი სეზონის პარალელურად, ტურისტული სააგენტოები ახალ-ახალ ტურებს გეგმავენ. საზღვაო სეზონის გახსნამდე ძალიან აქტუალურია მთის კურორტებიც. სად დაისვენოთ და რა ფასად? როგორი გარემო შეარჩიოთ და როგორ მოემზადოთ ლაშქრობისთვის? - თქვენს კითხვებს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი, ნატა კვაჭანტირაზე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

სოფიო: ძალიან მინდა სვანეთის მონახულება, მაგრამ იქ ნაცნობ-მეგობრები არ მყავს. რა შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გაქვთ და რა ფასებთან არის ეს დაკავშირებული?

-ზოგადად სვანეთის რეგიონი ძალიან ვრცლად მოიცავს საოჯახო ტიპის სასტუმროებს. საოჯახო ტიპის სასტუმროები გაცილებით ხელმისაწვდომია ვიდრე მაღალი კლასის სასტუმრო. ნებისმიერ ტურისტს მესტიაში ჩასულს ძალიან ბევრი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! დახვდება ადგილზე. საოჯახო ტიპის სასტუმროები შეიძლება იყოს რამდენიმე ადამინაზე გათვლილი და ასევე შეიძლება იყოს დიდ ჯგუფებზე გათვლილიც. რაც შეეხება ფასებს დარეგულირებულია ამ კუთხითაც. ფასები მოიცავს როგორც 20 ლარს ასევე 100 ლარსაც , აქ უკვე მომხმაებელზეა დამოკიდებული თუ რა ტიპის ბიუჯეტი გააჩნია მას და რამდენის დახარჯვა შეუძლია.

სალო: შესაძლებელია თუ არა 2-დღიანი ტურებით სარგებლობა?

-საქართველოში ძალიან პოპულარულია და არა მარტო საქართველოში შაბათ-კვირის ანუ იგიუვე ვიქენდ ტურები. ვიქენდ ტურები სწორედ 2 დღიან ტურებს მოიცავს და მსგავსი შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! ძალიან ბევრია. მომხმარებელს შეუძლია მიმართოს ნებისმიერ ტურისტულ კომპანიას რომელიც მუშაობს ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაზე , მათ უვე მზა პაკეტები გააჩნიათ და შესთავაზებენ ნებისმერი ადგლის მომხმარებლის შურვილის შესაბამისად.

გიგა: ბოლო პერიოდში გახშირებული სტიქიური მოვლენების ფონზე, რომელი რეგიონებია საქართველოში ყველაზე უსაფრთხო?

-ამ კუთხით ცოტა რთულია საუბარი. ზოგადად უსაფრთხოთ ბევრი რეგიონი მიიჩნევა მაგრამ გარკვეული შემთხვევებსგან არავინაა დაზღვეული, თუმცა ვიტყვი რომ ესეთ დროს სამაშველო ბრიგადები ყველგან მუშაობენ და ნებისმნიერი ტურისტის უსაფრთხოება ყოველთვის დაცულია. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ ქარისგან და წვიმისგან არავინაა დაზღვეული. შესაძლებელია ისეთ უსაფრთხო რეგიონში როგორიც აჭარაა შტორმი მოხდეს და კ9დევ ერთხელ ვიმეორებ ამას წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს და არავინაა დაზღვეული.

ოთო: არის ისეთი ტურები, სადაც ნადირობაც შედის? პროფესიონალ მონადირის თანხლებით ვგულისხმობ.

-ესეთი ტურების რაოდენობა საკმაოდ მწირია, თუმცა არსებობს რეგიონები სადაც ძალიან პოპულარულია ესეთი მიმართულებები. აქვე ავღნიშნავ რომ ამას გარკვეული ნებართვა და ცოდნა სჭირდება თუ რა პერიოდში უნდა ისარგებლოს ესე ვთქვათ მოყვარულმა მონადირემ მსგავსი ტურით. ავღნიშნავ იმასაც რომ ტურისტული კომპანიები რომელიც ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაზე ზრუნავენ ამ მიმართულებითაც მუშაობენ და ვეტყვი ოტოს რომ მიმართოს ისეთ კომპანიებს რომელიც ადგილობრივი ტურიზმით არის დაკავებული.

მაია და ნინი: რამდენიმე დღით შატილში დასვენება მინდა. თუ არის შესაძლებელი, რომ მოსახლეობის ახლოს ვიცხოვრო  და საერთოდ რა მდგომარეობაა ამჟამად იქ?

-შატილი ერთ-ეთი პოპულარული მიმართულებაა განსაკუთრებით ზაფხულში. რა თქმა უნდა არის ადგილობრივი მოსახლეობა რომელიც ხვდება ჩასულ ტურისტს და თვითონვე უწევენ გიდობას ასე ვთქვათ. ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა ადგილობრივებისგან იმ იმფორმაციის მიღება რაც მათ ესაჭიროებათ.

ხატია: კახეთის მიმართულებით საინტერესოს რას გვთავაზობთ?

-კახეთის მიმართულებით ძალიან ბევრი საინტერესო შეთავაზება აქვთ ტურისტულ კომპანიებს. ამ რეგიონში ძალიან პოპულარობით სარგებლობს ღვინის ტურები. მომხმარებელს ასევე შეუძლია შაბათ-კვირას ესტუმროს ნებისმიერ მარანს და პროდუქციის მომზადების პროცესაც მიადევნოს თვალი. აქ არამარტო ღვინის ტურები არამედ, ძალიან ბევრი დაცული ტერიტორიაა. დაცულ ტერიტორიებზე ახალი ტურისტული პროდუქტები დაინერგა, ასე რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ პროდუქტებით სარგებლობა. ამ პროდუქტებში შედის როგორც შემეცნებითი ბილკი ასევე სათავგადასავლოც.

სტუდენტები: ძალიან გვინდა თუშეთის და იქაური ადათ-წესების გაცნობა. არის თუ არა შესაძლებლობა თან გვყავდეს გიდი?

-რაც შეეხება გიდს, როგორც უკვე ავღნიშნე შესაძლებელია ნებისმიერმა მსურველმა თბილისიდან წაიყვანოს და ასევე იქ ჩასულ ტურისტს დაეხმარებიან ადგილობრივებიც. რადგან ადგილობრივები ძალიან აქტიურად არიან ჩართულები რეგიონის პოპულარიზაციით.

ნინო: მინდა ოჯახთან ერთად ყაზბეგში დასვენება. რა პირობებს შემომთავაზებთ და რა ფასად?

-რაც შეეხება ფასებს და პირობებს ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რა ბიუჯეტი გააჩნია მომხმარებელს. ყაზბეგში არის ძალიან ბევრი საოჯახო ტიპის სასტუმრო, როგორც სხვა რაგიონში და ასევე არის მაღალი კლასის სასტუმროც, არჩევანი კი ტურისტზეა თავის ბიუჯეტის შესაბამისად განსაზღვარავს თუ სად გადაწყვეტს დასვენებას.

ბექა: საქართველოს მაღალმთიანი რეგიონებიდან გამომდინარე, ჯიპ ტურებთან დაკავშირებით რა შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! გაქვს ექსტრემალების მოყვარულებისთვის?

-ჯიპ ტურები ძალიან ბევრ კომპანიას აქვს და მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ მიმართოს. სათავგადასავლო ტურები საკმაოდ სპეციფიკური მიმართულებაა ტურიზმის და ეხლა იდგამს ფეხს ამ სფეროში, თუმცა ინტერესი დიდია იმ ადამიანებისგან, ვისაც ექსტრემი და სათავგადასავლო ტურები უყვარს, შესაბამისად როგორც ავღნიშნე სხვადასხვა კომპანიებს შეთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! საკმაოდ საინტერესო აქვს.

ეკა: რელიგიური ტურები თუ გაქვთ, სად და როგორი პირობებით?

-რელიგიური ტურები საქართველოს ნებისმიერ კუთხეშია შესაძლებელი. უფრო პოპულარულია კახეთის და ქართლის მიმართულება . თუმცა გააჩნია ტურისტს სად უნდა და რისი ნახვა სურს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას