ვალუტის კურსი
06/09/2010
USD
1
USD
1.8419
EUR
1
EUR
2.3654
RUB
100
RUB
6.0012
რომელ რადიოს უსმენთ ყველაზე ხშირად?
ანგიოგენინის გენი მე-14...
 
კითხვებს უპასუხეთ "დიახ"...
 
როცა უახლოეს მეგობარს...
 
კალენდარი
« სექტემბერი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
ყველაზე კითხვადი
11:34 / 10-02-2010
ერთი გიჟური იდეა მომივიდა თავში...
გამარჯობა .მე ერთი ჩვეულებრივი, რიგითი  ქართველი ვარ. როგორც ყველა, ძალიან მტკივნეულად განვიცდი ჩვენი ქვეყნის ბედუკუღმართობას. მტკივა აფხაზეთი, მტკივა შიდა ქართლი. მუდამ ვფიქრობ იმაზე, თუ რა შეიძლება გავაკეთო საქართველოსთვის.

სამწუხაროდ, დიდად მნიშვნელოვანი ვერაფერი მოვიფიქრე. თქვენს საიტზე წავიკითხე სტატია ერმილეზე და 3 ლარში გაცვლილ აფხაზეთზე. გული დამწყდა. შეიძლება ეს მოგონილი ამბავია მაგრამ, სამწუხაროდ კარგად ასახავს საშინელ რეალობას.

თითქმის 20 წელი გავიდა აფხაზეთის ომიდან. სასარგებლო წინსვლას ვერ ვხედავთ. 250-300 ათასი ლტოლვილია აფხაზეთიდან. ზოგი საქართველოში ცხოვრობს, ზოგი საზღვარგარეთ. თითქოს ყველას დაავიწყდა ეს პრობლემა. თითქოს ზოგიერთმა დევნილმაც ჩაიქნია ხელი. მიიჩქმალა ეს ჩვენი საერთო ტკივილი. მართალია, საერთაშორისო ორგანიზაციები რაღაც რეზოლუციებს იღებენ, მაგრამ წინ ნაბიჯი არ იდგმება.

ერთი გიჟური იდეა მომივიდა თავში. იქნებ აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ყველა ლტოლვილი ერთად შეგვეკრიბა და მოგვეწყო უზარმაზარი მიტინგი თბილისში, ან უმჯობესია, რუხის ხიდთან და გორში, როგორც საკუთარი სახლის ჭიშკართან ლოზუნგით - ”დავბრუნდეთ შინ”... იქნებ დაინახოს მთელმა მსოფლიომ, რამდენი ადამიანი გაუბედურდა.

ომის დროს ცოცხალი ჯაჭვი ხომ გაპიარდა? შევიკრიბოთ ხალხნო, დავანახოთ მთელ მსოფლიოს, რომ ვერაგმა მტერმა, შინაურმა თუ გარეულმა, ასეთ დღეში ჩაგვაგდო...იქნებ შერცხვეს ვინმეს, იქნებ გავახსენდეთ ვინმეს, იქნებ დევნილთა დაბრუნებაზე ასე მაინც დავითანხმოთ დიადი რუსეთის იმპერია.

არადა, ჩვენ იმ ადამიანების სისხლისანი ვართ, ვინც დაწერა და გვასწავლა, რომ ”სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი”...

ვცადოთ რამე მშვიდობიანად, არ გამოგვივა? მაშინ სასახელოდ მაინც დავიხოცოთ.


ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყურადღება - კონკურსი!
09:48 / 06-09-2010  Image საქართველო ევრობასკეტზე დაუშვეს!!!
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა - საქართველოს ნაკრები გაისად, სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს!
14:40 / 06-09-2010  Image იური შევჩუკი: "პუტინთან საუბარი მუხლების კანკალის გარეშეც შეიძლება"
"მინდა დემოკრატიულ, სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც თითოეული ადამიანი კანონით იქნება დაცული. ზოგიერთებს ხელისუფლების ეშინიათ, მაგრამ გარწმუნებთ, სავსებით შესაძლებელია მთავრობასთან მშვიდად ისაუბრო და არ გიკანკალებდეს მუხლები", - განაცხადა შევჩუკმა
11:21 / 06-09-2010  Image მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს
მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი თეიმურაზ ფაროიანი, მეტსახელად თეკო, დააკავეს