ვალუტის კურსი
04/09/2010
USD
1
USD
1.8419
EUR
1
EUR
2.3654
RUB
100
RUB
6.0012
სად ყიდულობთ არა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტს?
ფიზიკური აქტივობა რომ...
 
8 წლის ბავშვს დაუსვეს დიაგნოზი - დიუშენის...
 
ყველაფერი პირველი პაემნით...
 
კალენდარი
« სექტემბერი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
ყველაზე კითხვადი
15:04 / 17-09-2009
"მის თინეიჯერის" გრანდიოზული ფინალი
Ambebi.Ge16 სექტემბერს ღამის კლუბ "გურუში" ჟურნალ "ოსკარის" მიერ ორგანიზებული კონკურსის, "მის თინეიჯერი 2009"-ის ზაფხულის სეზონის გამარჯვებული გამოვლინდა. სანამ საღამოს წამყვანი ნინო მურღულია სამ ფინალისტს და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულებს დაასახელებდა, ჩვენი კონკურსანტებისა და სტუმრებისთვის ქეთი ორჯონიკიძემ და ბექა ბროლაძემ იმღერეს, შემდეგ კონკურსის მონაწილეებმა შუზკაფე "მადონას" ფეხსაცმლის ჩვენება მოაწყვეს და მოდელების ამპლუაშიც მოგვევლინნენ. წამყვანმა მაყურებელთა შორისაც გაათამაშა პრიზები, რის შემდეგაც ნომინაციების გამოცხადების დრო დადგა.
ნომინაციაში "მის ონლაინი", www.ambebi.ge-ზე დაგროვებული ხმების მიხედვით, გაიმარჯვა თათია დოლიძემ. მას ფოტოსტუდია "სლაიდი" სპეციალურ პორტფოლიოს დაუმზადებს.

ნომინაციაში "მის კონკია", მეგი შაქარიშვილმა გაიმარჯვა. მას დიპლომი და სასაჩუქრე ბარათი შუზკაფე "მადონას" წარმომადგენელმა გადასცა.

ნომინაცია "მის ელეგანტურობა" წილად ხვდა თეონა კოკაიას, მას "პრაიმ ფიტნესისაგან" ორთვიანი აბონემენტი და დიპლომი გადაეცა.

"მის მომხიბვლელობა" და "მის მედი" გახდა მერი ოთარიშვილი, იგი სილამაზის სალონმა "ნიცა დე ლუქსმა" სამთვიანი "გოლდ ქარდით", ხოლო ესტეთიკის ცენტრმა "მედიმ" საკუთარი სასაჩუქრე ბარათით დააჯილდოვა. "ნიცა დე ლუქსმა" ლინა დოლიძე და სალომე სალუქვაძეც დააჯილდოვა.

ნომინაციაში "მის ფეშენი" გვანცა ბახტაძემ გაიმარჯვა. მას მაღაზია "ნაფნაფის" სასაჩუქრე ბარათი გადაეცა.

"მის სინაზე", ანანო გუნია გახდა. მის ფოტოსესიას სულ მალე ნახავთ ჟურნალ "ბომონდში".

ნომინაცია "მის პაწაწუნას" გამარჯვებული ანი ჩაგელიშვილია. მას "პოტატუნას" ქსელის სასაჩუქრე ბარათი კაფე "დისქავერის" წარმომადგენელმა გადასცა.

ნომინაციაში "მის ქული" გამარჯვებული გახდა სალომე პაპიაშვილი. მას დიპლომთან ერთად სოლარიუმ "ერგოლაინის" სუპერბარათი გადაეცა. "ერგოლაინმა" ასევე
დაასაჩუქრა: თეონა კოკაია, თეონა გელაძე, თათია დოლიძე, ნათია კახეთელიძე და შორენა გოგიბერიძე.

ნომინაციაში "მის ღიმილი", ნინო ნიქაბაძემ გაიმარჯვა. მას გერმანული კოსმეტიკური ნაკრები გადაეცა "ველედასგან". "ველედამ" ასევე დააჯილდოვა: ირმა ალექსიძე, მაიკო ჩემინავა და ნატო ცუხიშვილი.

ნომინაციაში "მის ფოტოგენურობა" გაიმარჯვა თიკო ქურდაძემ. მის ფოტოსესიას ანანო გუნიასთან ერთად ჟურნალ "ბომონდში" ვიხილავთ.

სამოდელო სააგენტო "გურუმ" კი თავის სამ რჩეულ გოგონას- ანი ჩაგელიშვილს, თიკო ქურდაძესა და თათია დოლიძეს -ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ამ

ყველაფრის შემდეგ კი სამი ფინალისტის ვინაობის დასახელების დროც დადგა.
მესამე ადგილის მფლობელი და "მის ფიტნესის" გამარჯვებული გახდა თეო ცუცქირიძე. "მას ფიტნესს" კლუბმა "პრაიმ ფიტნესმა" სამთვიანი სასაჩუქრე ბარათი გადასცა.
"პრაიმ ფიტნესმა" ოცდაოთხივე კონკურსანტს მოუმზადა საჩუქარი და მათ ფასდაკლების ბარათები გადასცა.  

მეორე ადგილი და ნომინაცია "მის სპორტი" მარიამ ბაქრაძეს ერგო. ის მაღაზია "პუმას" წარმომადგენელმა დაასაჩუქრა.

"მის თინეიჯერი 2009" ირინა მწარიაშვილია. მას ოქტომბრის დასაწყისში კომპანია ჩემოდანი ახლობელთან ერთად ეგვიპტეში, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში დასასვენებლად გაამგზავრებს. საიუველირო მაღაზია "დელფოსმა" ირინა ბრილიანტის სამკაულით დააჯილდოვა, გამარჯვებულს კომპანია "მედის" წარმომადგენელმა ესთეტიკურ ცენტრ "მედის" სუპერბარათიც გადასცა. ხოლო სამოდელო სააგენტო "სლაიდმა" მას, მარიამ ბაქრაძესა და თაკო კოჭლამაზაშვილს სამოდელო სააგანტოში კონტრაქტი გაუფორმა.

დაჯილდოვების ბოლოს გოგონებს ყვავილების მაღაზია "პაპავერამ" ულამაზესი თაიგულები გადასცა. რის შემდეგაც ირინა მწარიაშვილმა უზარმაზარი ტორტი გაჭრა. ცერემონიალის დასრულების შემდეგ სტუმრები და კონკურსის მონაწილეები გვიანობამდე დარჩნენ დისკოთეკაზე.

იხილეთ ფოტოგალერეა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყურადღება - კონკურსი!
10:57 / 03-09-2010  Image ტაჯიკეთში აფეთქება მოხდა
დაჭრილია 20 მილიციელი, არიან დაღუპულებიც. აფეთქება თვითმკვლელმა-ტერორისტმა განახორციელა, რომელიც დანაღმული ავტომობილით შენობაში შეიჭრა
14:03 / 03-09-2010  Image NASA მზეზე ექსპედიციას გეგმავს
NASA მზისკენ მნიშვნელოვანი ექსპედიციის სამზადისს შეუდგა. ეს მსოფლიო კოსმონავტიკაში მზესთან ასეთ მანძილზე მიახლოების პირველი მცდელობა იქნება
10:27 / 03-09-2010  Image ვენეციის კინოფესტივალის ყველაზე სექსუალურ სახეებად ჯესიკა ალბა და ნატალი პორტმანი აღიარეს
იტალიის მასმედიის წარმომადგენლებმა ვენეციის 67-ე კინოფესტივალის ყველაზე სექსუალური მონაწილეები და სტუმრები დაასახელეს