ამერიკელი პოპ-მომღერალი ლედი გაგა, გერმანიის ნაციონალური მუსიკალური პრემიის ”ECHO Awards 2010”-ის მთავარი ტრიუმფატორი გახდა, იტყობინება ”Billboard”. ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონია ბერლინში 5 მარტს გაიმართა.მომღერალმა, რომელიც ”ECHO Awards”-ის ცერემონიას არ ესწრებოდა, ”საუკეთესო საერთაშორისო შემსრულებლის”, ”საუკეთესო საერთაშორისო დებიუტისა” და ”წლის ჰიტის” ნომინაციებში მიიღო ჯილდო. როგორც ”Deutsche Welle” იტყობინება, საუკეთესო მომღერლის ტიტულის მოსაპოვებლად ბრძოლაში ლედი გაგამ ბიონსეს, უიტნი ჰიუსტონსა და ფინქს აჯობა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.




















