ანისტონისა და ბრედ პიტის ქორწინება ხუთი წელი გაგრძელდა. მას შემდეგ, რაც პიტი ანჯელინა ჯოლისთან წავიდა, ჯენიფერს კარგა ხნის განმავლობაში ახალი ურთიერთობის გაგონებაც კი არ სურდა. როდესაც განშორების ტკივილი ოდნავ განელდა, მან რომანის გაბმა რამდენჯრმე სცადა, მაგრამ ოჯახის შექმნა ვერავისთან შეძლო. როგორც ჩანს, სასოწარკვეთილმა მსახიობმა ცხოვრების თანამგზავრის დამოუკიდებლად პოვნის იმედი დაკარგა და 40 წლის ასაკში დახმარებისთვის საქორწინო სააგენტოს მიმართა. ჰოლივუდის ვარსკვლავს მომავალი რჩეულისადმი მეტად მოკრძალებული მოთხოვნები აქვს: იგი ერთგული და პატიოსანი უნდა იყოს. ასეთი საქმროს საპოვნელად ჯენიფერმა 1 მილიონი დოლარის გადახდაც კი არ დაიშურა!
ნატო მანჯავიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)




















