ვალუტის კურსი
06/09/2010
USD
1
USD
1.8419
EUR
1
EUR
2.3654
RUB
100
RUB
6.0012
რომელ რადიოს უსმენთ ყველაზე ხშირად?
ანგიოგენინის გენი მე-14...
 
კითხვებს უპასუხეთ "დიახ"...
 
როცა უახლოეს მეგობარს...
 
კალენდარი
« სექტემბერი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
ყველაზე კითხვადი
10:45 / 08-03-2010
ქეთა თოფურიამ ვანკუვერში კინაღამ ხმა დაკარგა
Ambebi.Ge2010 წლის ოლიმპიურ თამაშებს, რომელიც ვანკუვერში გაიმართა და ქართველებისთვის ტრაგიკული მოვლენით დაიწყო, თითქმის მთელი რუსული შოუბიზნესი ესწრებოდა, თუმცა რუს სპორტსმენებს ამანაც ვერ უშველა - გუნდურ ასპარეზობაში მედლების რაოდენობით რუსეთი ათეულშიც ვერ მოხვდა და რუსების ტოტალურ მარცხს სპორტის მინისტრიც "გადააყოლეს". თუმცა დავუბრუნდეთ შოუბიზნესს, რომლის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი ქართველი ქეთა თოფურია ასევე ესტუმრა ვანკუვერს.

"ა-სტუდიოს" სოლისტი ოლიმპიური სოფლის რუსულ სახლში გამართულ კონცერტში მონაწილეობდა, მეორე დღეს კი მთელმა შოუბიზნესურმა "სასტავმა", რომელშიც დიმა ბილანიდან დაწყებული, ვალერიათი დამთავრებული, ლამის მთელი რუსული ესტრადა იყო, ფიგურული სრიალის ფინალზე მოიყარა თავი. ქეთაც იქ იყო, წინა ღამეს საკუთარი ხელით დამზადებული პლაკატით ხელში და ევგენი პლუშჩენკოს იმდენად მონდომებით გულშემატკივრობდა, მეორე დღეს ხმის ამოღებაც ვერ შეძლო და ძლივს აღიდგინა სახმო იოგები.

"კარგია, რომ კონცერტი უფრო ადრე ჩატარდა, ვიდრე ტრიბუნებზე მოვხვდებოდით, თორემ ამხელა ძალებს ვეღარ მოვიკრებდით. დარბაზის ჩვენს მხარეს მხოლოდ ჩვენ ვგულშემატკივრობდით რუსეთს! - ამბობს ქეთა, - იაპონელი და ჩინელი გულშემატკივრების ხმის გადაფარვა პრინციპის საქმედ იქცა. ამიტომაც ჩამიწყდა ხმა. სამწუხაროა, რომ შეჯიბრების მსაჯამდე არ მიაღწია ჩემმა ხმამ, თორემ ჟენია ოქროს დაიმსახურებდა".

ჟურნალისტებთან ქეთამ პირადი ცხოვრების შესახებაც გააკეთა კომენტარი. შეყვარებულის ვინაობა კვლავაც არ გაამხილა, თუმცა აღნიშნა, რომ შეძლებული, მხიარული ქმარი უნდა ჰყავდეს, რომელთანაც თავს დაცულად იგრძნობს.

Ambebi.Ge- ნებისმიერი ქალი თავისუფალი და იმავდროულად დაცული უნდა იყოს, არ იფიქროს, რით და როგორ იცხოვროს, - ამბობს ქეთა, - სანამ სერიოზულ ურთიერთობებს გააბამ, რჩეულის ოჯახი უნდა გაიცნო, აუცილებლად უნდა უყვარდეს და პატივს სცემდეს თავის მშობლებს. სავსებით მშვიდი დამოკიდებულება მაქვს ეროვნებათშორის ქორწინებებთან. ერთი ის ვიცი, რომ რწმენას არასდროს შევიცვლი, მუხლებზე დამხობილმაც რომ მთხოვოს ბიჭმა.

საერთოდაც ვერ ვიტან ზეწოლას. თუ რამე ასეთს ვიგრძნობ, დიდხანს აღარ ვიფიქრებ, საყვარელ მამაკაცს მაშინვე დავემშვიდობები. ბავშვობაში ხშირად ვოცნებობდი დიდ ქორწილზე, უამრავი სტუმრით, ახლა კი არც ვიცი, ვის მოვიწვევ ჩემს ქორწილში. არ მინდა ბევრი ხალხის დაპატიჟება მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა საჭირო. ამის გამო მშობლებთან ბევრჯერ მიკამათია, ისინი დარწმუნებული არიან, რომ ქორწილი სტუმრების ზეიმია, მე კი მიმაჩნია, რომ ეს ორი მოსიყვარულე ადამიანის ზეიმია!

ქეთას შემოქმედებითი სიახლეებიც აქვს. სანამ ვანკუვერში წავიდოდა, ჯგუფმა "ა-სტუდიომ" და დიჯეი ლეონიდ რუდენკომ ახალი სიმღერა ჩაწერ­ეს. ამ სიმღერაზე გადაღებულ კლიპს რუსეთში უკვე უწოდეს "ყველაზე მასობრივი სოციალური ვიდეო". სიუჟეტის მიხედვით, მუსიკოსებთან ერთად უამრავი ადამიანია ფიზკულტურით დაკავებული წითელ მოედანზე. სიუჟეტის ცენტრში, რასაკვირველია, ქეთაა, რომელიც აქტიური სპორტული ცხოვრების პროპაგანდას ეწევა და საზოგადოებას მოუწოდებს, მას შეუერთდნენ.


ლელა ზურებიანი
ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყურადღება - კონკურსი!
09:48 / 06-09-2010  Image საქართველო ევრობასკეტზე დაუშვეს!!!
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა - საქართველოს ნაკრები გაისად, სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს!
14:40 / 06-09-2010  Image იური შევჩუკი: "პუტინთან საუბარი მუხლების კანკალის გარეშეც შეიძლება"
"მინდა დემოკრატიულ, სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც თითოეული ადამიანი კანონით იქნება დაცული. ზოგიერთებს ხელისუფლების ეშინიათ, მაგრამ გარწმუნებთ, სავსებით შესაძლებელია მთავრობასთან მშვიდად ისაუბრო და არ გიკანკალებდეს მუხლები", - განაცხადა შევჩუკმა
11:21 / 06-09-2010  Image მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს
მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი თეიმურაზ ფაროიანი, მეტსახელად თეკო, დააკავეს