ვალუტის კურსი
06/09/2010
USD
1
USD
1.8419
EUR
1
EUR
2.3654
RUB
100
RUB
6.0012
რომელ რადიოს უსმენთ ყველაზე ხშირად?
ანგიოგენინის გენი მე-14...
 
კითხვებს უპასუხეთ "დიახ"...
 
როცა უახლოეს მეგობარს...
 
კალენდარი
« სექტემბერი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
ყველაზე კითხვადი
11:08 / 08-03-2010
"ოსკარის" პრემიის გადაცემა საშა ბარონ კოენს ანდეს
Ambebi.Ge"ოსკარების" გადაცემის საზეიმო ცერემონიის წლევანდელი სტუმრები აშკარად არ მოიწყენენ. 7 მარტს სანუკვარი ქანდაკების გადასაცემად ერთ-ერთ ნომინაციაში სკანდალური ბრიტანელი კომიკოსი საშა ბარონ კოენი მიიწვიეს.

მსახიობთან ერთად, რომელიც ცნობილია ყაზახი ჟურნალისტის ბორატისა და ავსტრიელი გეის ბრუნოს სკანდალური როლებით, პრიზებს დაარიგებენ ბენ სტილერი, ზაკ ეფრონი, მაილი საირუსი და სხვა ვარსკვლავები. თანაც, თუ საშა ბარონ კოენი ამ საქმეში ახალბედაა, სტილერი უკვე ხუთჯერ მონაწილეობდა ცერემონიებში, მსახიობისა და კომიკოს ტინა ფეის დებიუტი კი შარშანდელ "ოსკარზე" შედგა.

გავრცელებული ხმების თანახმად, ცერემონიის პროდიუსერებს თავდაპირველად საშა ბარონ კოენი საზეიმო ცერემონიის წამყვანად სურდათ, თუმცა ამერიკის კინოაკადემია ამ იდეით არ აღფრთოვანდა. ასე რომ, კოდაკის თეატრში გამართული საზეიმო ღონისძიების წამყვანები ალეკ ბოლდუინი და სტივ მარტინი იქნებიან.

სავარაუდოდ, ძირითადი ორთაბრძოლა მთავარი პრიზებისთვის წელს ჯეიმს კამერონის "ავატარსა" და კეტრინ ბიგელოუს სამხედრო დრამა "ქარიშხლების მბრძანებელს" შორის გაიმართება.


ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყურადღება - კონკურსი!
09:48 / 06-09-2010  Image საქართველო ევრობასკეტზე დაუშვეს!!!
გინდ დაიჯერეთ და გინდ არა - საქართველოს ნაკრები გაისად, სექტემბერში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს!
14:40 / 06-09-2010  Image იური შევჩუკი: "პუტინთან საუბარი მუხლების კანკალის გარეშეც შეიძლება"
"მინდა დემოკრატიულ, სამართლიან ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც თითოეული ადამიანი კანონით იქნება დაცული. ზოგიერთებს ხელისუფლების ეშინიათ, მაგრამ გარწმუნებთ, სავსებით შესაძლებელია მთავრობასთან მშვიდად ისაუბრო და არ გიკანკალებდეს მუხლები", - განაცხადა შევჩუკმა
11:21 / 06-09-2010  Image მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს
მოსკოვში ქართველი კანონიერი ქურდი თეიმურაზ ფაროიანი, მეტსახელად თეკო, დააკავეს