ვალუტის კურსი
09/09/2010
USD
1
USD
1.8510
EUR
1
EUR
2.3524
RUB
100
RUB
5.9928
რომელ რადიოს უსმენთ ყველაზე ხშირად?
მშობლებისა და შვილების...
 
რისი ბრალია სისხლში...
 
ფესვობრივი სინდრომი (ფს) ნევროლოგიური სინდრომია, იგი იმ...
 
კალენდარი
« სექტემბერი 2010 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
   1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
  
ყველაზე კითხვადი
13:32 / 11-03-2010
"შავი ავაზის" დარტყმა
Ambebi.Geსკანდალური ინციდენტი შუაგულ მანჰეტენზე მოხდა. 39 წლის მოდელი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზების გამო სასტიკად გაცხარდა და სულ რაღაც ერთი დღით დაქირავებულ Cadillac Escalade-ს მძღოლს უკანა სავარძლიდან თავში ჩაარტყა. მძღოლი თავით საჭეს მიენარცხა და სისხლჩაქცევა განუვითარდა. დაზარალებულმა პოლიცია გამოიძახა, ნაომი ავტომობილიდან გადავიდა და პოლიციის მისვლამდე მიმალვა მოასწრო.

მძღოლმა და მოდელის წარმომადგენელმა პოლიციის განყოფილებაში ახსნა-განმარტება უკვე მისცეს. პოლიცია თავდამსხმელის წინააღმდეგ სანქციების გატარებას არ აპირებს, რადგან ინციდენტს კანონდამცველები არ შესწრებიან. ნაომის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ "დასკვნების გამოტანა არ უნდა იჩქარონ", რადგან საქმე გაცილებით უფრო რთულადაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ხოლო ტოპმოდელი მზადაა, ჭეშმარიტების დასადგენად პოლიციასთან ითანამშრომლოს.

ნაომი კემპბელის მღელვარე ხასიათი საყოველთაოდ ცნობილია. მოდელს ამის გამო კანონთან პრობლემა არაერთხელ შეჰქმნია. გასულ წელს ლონდონის ჰიტროუს აეროპორტში British Airways-ის ავიალაინერის ბორტზე მოწყობილი სკანდალის გამო, რომელიც პოლიციასთან ხელჩართული ჩხუბით დასრულდა, ნაომის საზოგადოების სასარგებლოდ 200-საათიანი შრომა ჰქონდა მისჯილი. ერთი წლით ადრე კი ნაგავსაზიდი ავტომანქანების სადგომზე 5 დღე იატაკს ხეხავდა...

ეს სასჯელი მანჰეტენის საოლქო სასამართლომ კემპბელს მოახლეზე თავდასხმის გამო მიუსაჯა და სიბრაზის შეტევებით დაავადებულთათვის სპეციალურ მეცადინეობაზე დასწრებაც დაავალა, რადგან ეს ფაქტი მომსახურე პერსონალის მიმართ განხორციელებული ძალადობის პირველი შემთხვევა არ იყო, მსგავსი მიზეზების გამო ნაომი პოლიციას ადრეც არაერთხელ დაუკავებია.

Ambebi.Geსამაგიეროდ, "მსოფლიოში ყველაზე შმაგი მოდელის" პოპულარობა სკანდალების წყალობით არათუ იკლებს, წლიდან წლამდე იზრდება! შესაძლოა, ნაომი კემპბელისა და რუსი მილიარდერის ვლადიმირ დორონინის გასული წლის აგვისტოსთვის მოსალოდნელი ქორწილიც მორიგი PR-აქცია იყო, რადგან მოდელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ახლახან ბრიტანული გაზეთისთვის Daily Mail მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ "ნაომი დანიშნული არ არის და გათხოვებას არ აპირებს". მოდელმა და რუსმა მილიარდერმა წლინახევრის წინ კანის კინოფესტივალზე გაიცნეს ერთმანეთი და მას შემდეგ ერთად არიან. ამჟამად ნაომი მოსკოვში ბოიფრენდის აპარტამენტებში ცხოვრობს და რუსულ ენას სწავლობს.

გაზეთისთვის  La stampa მიცემულ ინტერვიუში ნაომი ამბობს, რომ რუსეთში თავს ბედნიერად გრძნობს, გატაცებულია ტანვარჯიშით, იოგასა და კარატეშიც ვარჯიშობს, რუსულ აბანოში დადის და მუშაობს. მისი ძირითადი საქმიანობა ქველმოქმედებაა - ვივიენ ვესტვუდის მაისურებს წარმოადგენს და მიწისძვრით განადგურებული ჰაიტის მცხოვრებთათვის მილიონობით გირვანქა სტერლინგს აგროვებს. ხოლო კარიერის 25 წლისთავის აღსანიშნავად საკუთარი ფოტოსურათების გამოფენის მოწყობა სურს.


ნატო მანჯავიძე
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყურადღება - კონკურსი!
15:53 / 09-09-2010  Image ლარი კინგს პერს მორგანი შეცვლის
ტელეარხ CNN-ზე ცნობილ ტელეწამყვან ლარი კინგს საინფორმაციო გამოშვების ყოფილი რედაქტორი პერს მორგანი შეცვლის
12:46 / 09-09-2010  Image ვლადიკავკაზის ბაზარში აფეთქებას 12 ადამიანი ემსხვერპლა
ვლადიკავკაზის ცენტრში, აგრარულ ბაზარში აფეთქება მოხდა. რუსეთის ფედერაციის პროკურატურის ინფორმაციით, 12 ადამიანია დაღუპული, დაშავებული კი "ძალიან ბევრია"
10:56 / 09-09-2010  Image ბრიტნი სპირსის ყოფილი მცველი ვარსკვლავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს
ფლორესი ამტკიცებს, რომ 28 წლის სპირსი მას სექსუალურ თამაშებში ჩართვას აიძულებდა
13:30 / 09-09-2010  Image ბობ მარლის ქალიშვილს სახლში მარიხუანა მოჰყავდა
მარლიმ განაცხადა, რომ მამისგან მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება გაანიავა და იძულებული გახდა, ფული მარიხუანის გაყიდვით ეშოვნა