ლოს-ანჯელესის სასამართლომ ლინდსი ლოხანის დაპატიმრების ორდერი გასცა

ლოს-ანჯელესის სასამართლომ ლინდსი ლოხანის დაპატიმრების ორდერი გასცა

ლოს-ანჯელესის სასამართლომ სკანდალური ამერიკელი კინომსახიობის ლინდსი ლოხანის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამგვარი გადაწყვეტილება მოსამართლე მარშა რეველმა მსახიობის ადვოკატებთან და პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

მოსამართლის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 23 წლის მსახიობმა სამეთვალყურეო რეჟიმის პირობები დაარღვია. ამის დამადასტურებელი საბუთი სპეციალური სამაჯურია, რომელიც ლოხანს 6 ივლისამდე მოუხსნელად ფეხზე უნდა ჰკეთებოდა, იტყობინება ИТАР-ТАСС.

როგორც საინფორმაციო სააგენტო AP ადრე იტყობინებოდა, სამაჯური, რომელიც ორგანიზმში ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველობას აფიქსირებდა, მსახიობს ფეხიდან მოსძვრა. ეს 6 ივნისს მუსიკალური ტელეარხის MTV დაჯილდოვების ცერემონიის შემდეგ გამართულ საზეიმო საღამოზე მოხდა.

სამაჯური ლოხანს ლოს-ანჯელსის სასამართლოში დროულად გამოუცხადებლობის გამო გაუკეთეს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება