რონალდოს ახალი სატრფო რუსი სუპერმოდელია

რონალდოს ახალი სატრფო რუსი სუპერმოდელია

24 წლის ლამაზმანი ეგზოტიკური გარეგნობითა და სქელი ტუჩებით, ირინა შაიხლისლამოვა, სამოდელო სამყაროში ცნობილია, როგორც ირინა შეიკი და რონალდოსთან შეხვედრამდე "ლინკინ პარკის" წევრ რობ ბორდონს ხვდებოდა.

მასთან დაშორების შემდეგ სუპერმოდელმა 25 წლის სიმპათიური კრიშტიანუ "არმანის" მოდის სახლის სარეკლამო გადაღებებზე გაიცნო.

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა, ცნობილი ამერიკელების - პერის ჰილტონისა და კიმ კარდაშიანის ყოფილმა ბოიფრენდმა, მას შესთავაზა, საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე დასვენებისას მისთვის კომპანიონობა გაეწია.

კრუიზმა უძვირფასესი იახტით, რომლის ერთკვირიანი არენდა ფეხბურთელს 58 ათასი ევრო დაუჯდა, გოგონა აშკარად მოხიბლა.

იტალიაში დაბრუნებულმა ირინამ, სადაც ახლა ცხოვრობს, ახლობლებს დაურეკა ჩელიაბინსკში და აღფრთოვანებით უამბო ახალი რომანის შესახებ.

ჟურნალისტები მაშინვე დაინტერესდნენ ირინა შეიკით, რომელიც ბევრი რამით ნატალია ვოდიანოვას ჰგავს - მასავით რუსეთის პროვინციაში გაიზარდა, არც ისე შეძლებულ ოჯახში და საკუთარმა სილამაზემ ასეთი წარმატება და სიმდიდრე მოუტანა. თუმცა შვილის შესახებ მისმა მშობლებმა საუბარი არ ისურვეს, რის შემდეგაც ჟურნალისტები მის მასწავლებლებსა და თანაკლასელებს მიადგნენ და მათგან შეიტყვეს ირინას ამბები.

ჩელიაბინსკის მე-4 საშუალო სკოლაში სწავლის დროს ირინა კარგი მოსწავლე იყო, დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა სკოლის ანსამბლში, ჰუმანიტარული საგნები უყვარდა. მასწავლებლებს უყვარდათ, როგორც აღზრდილი და ნაკითხი გოგონა. სკოლის პერიოდში ლიტერატურის მასწავლებლობაზე ოცნებობდა თურმე. პარალელურად მუსიკალურ სკოლაში დადიოდა, გუნდში მღეროდა და ფორტეპიანოზე უკრავდა.

კლასში ყველაზე მაღალი ყოფილა. ჯერ კიდევ მეცხრე კლასში 175 სანტიმეტრი სიმაღლის იყო, უკვე ჩამოყალიბებული ქალური ფორმებით, რისიც ძალიან რცხვენოდა. იმასაც კი ამბობენ, რომ წოლის დროს სპეციალურად იკუნტებოდა, მეტად რომ არ გაზრდილიყო სიმაღლეში.

დღეს ირინა შეიკი მსოფლიოს 20 ყველაზე მოთხოვნად და წარმატებულ მოდელს შორის არის. 2009 წელს საკუთარი თავი დიზაინერის როლშიც გამოსცადა და საცურაო კოსტიუმების კოლექციის პრეზენტაცია ამერიკაში წარმატებით გამართა. 2010 წელს 24 წლის იუბილე სუპერმოდელმა ახლობლებთან ერთად ჩელიაბინსკში აღნიშნა, მერე კი თავისი საქმიანობის გასაგრძელებლად ისევ საზღვარგარეთ გაემგზავრა.

ლელა ზურებიანი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება