23 წლის აფშან აზადს, რომელიც "ჰარი პოტერში" პადმა პატილის როლს ასრულებს, მამა და ძმა მოკვლით ემუქრებოდნენ.
ბრიტანელ მსახიობს, რომლის ოჯახი წარმოშობით ბანგლადეშიდანაა, ოჯახის წევრები თავს მანჩესტერში, საკუთარ სახლში დაესხნენ.
გოგონას მამა, 54 წლის აბდულ აზადი და ძმა, 28 წლის აშრაფ აზადი მკვლელობის მცდელობის ბრალდებით უკვე წარსდგნენ მანჩესტერის სასამართლოს წინაშე, თუმცა შემდეგ საქმის განხილვა 12 ივლისს, სამეფო სასამართლოში გადაიტანეს.
განხილვამდე აბდულა და აშრაფი თავდებით გაათავისუფლეს.
ფილმში აფშანის გმირი პადმა პატილი ჰარი პოტერის თანაკლასელია. ერთ-ერთ ეპიზოდში მათ დამოკიდებულებას ერთმანეთთან რომანტიკული უფრო ეთქმის, ვიდრე მეგობრული.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.