ინგლისელი არისტოკრატი, პარიზელი მეძავი, ჰოლივუდელი ჯადოქარი, ალქაჯი - ნიკოლ კიდმანი ნებისმიერ როლში ბრწყინვალეა და ცხოვრებაშიც მომხიბვლელია. მოხდენილ და მოქნილ ტანს ბალეტს უნდა უმადლოდეს, რომლითაც ოთხი წლიდან არის დაკავებული.
გარდა ამისა, ნიკოლი თავისი ფაიფურივით კანით არის ცნობილი, რომელიც თითქოს შიგნიდან ანათებს. რასაკვირველია, ეს, პირველ რიგში, ბუნების დამსახურებაა, თუმცა მისი შენარჩუნებაც ხომ ხელოვნებაა. თურმე, მსახიობი ბევრ გადადუღებულ წყალს სვამს, დაახლოებით 1,5 ლიტრს დღეში, და თვალს ადევნებს, რომ კანი ყოველთვის ტენიანი იყოს. კიდევ ერთი რეცეპტი კიდმანისგან - მზის სხივებთან არავითარი კონტაქტი. კიდევ მისი წესია, რომ ცოტას მიირთმევს.
რაციონში ძირითადად ხილ-ბოსტნეული აქვს, მარილსა და შაქარს საერთოდ არ ეკარება, იშვიათად იღებს ჩაისა და ყავას. ხანდახან თავს ინებივრებს თაფლით, თეთრი ღვინით, შეიძლება, ცოტა ხორცი და თევზიც მიირთვას. გარდა ამისა, სპორტსაც მისდევს. ცეკვები, ცურვა, აკვალანგით ყვინთვა და კიდევ ერთი საიდუმლო - ბუნებრივად ჟღალ თმაზე დაბანის შემდეგ შტოშის წვენს ივლებს ხოლმე.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)