პამელა ანდერსონმა, შესაძლოა, ქართულ ფილმში ითამაშოს

პამელა ანდერსონმა, შესაძლოა, ქართულ ფილმში ითამაშოს

ახალგაზრდა რეჟისორი დათო იმედაშვილი (გადაღებული აქვს ფილმები: "ოცნების ქალაქი", "ჯორჯია". არის სააკაშვილის ინაუგურაციის ცერემონიის შემოქმედი) ბათუმში ახალი ფილმის გადაღებას იწყებს, რომელშიც, სავარაუდოდ, ცნობილი მსახიობი პამელა ანდერსონი ითამაშებს.

ამბობენ, რომ პამელა ბათუმს აგვისტოში ეწვევა. შეიძლება ბევრს ეს ამბავი უტოპიად მოეჩვენოს, მაგრამ ენდი გარსია ხომ დავითანხმეთ, საქართველოში ჩამოსულიყო და პრეზიდენტის როლი ეთამაშა?

გვესაუბრება რეჟისორი დათო იმედაშვილი:

- დათო, ახალ ფილმს იღებთ?

- კი, ნამდვილად ვიღებ ახალ ფილმს.

- შევიტყვეთ, რომ ფილმი პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაგიკვეთათ და მისი სურვილით ათამაშებთ პამელა ანდერსონს...

- როგორ ფიქრობთ, შეიძლება მხატვრული ფილმის დაკვეთით გადაღება? ეს მხოლოდ კომერციული ფილმია.

- გინდა თქვათ, რომ ფილმში პამელა ანდერსონს არ ათამაშებთ და ეს მხოლოდ ჭორია?

- მაქვს მოლაპარაკება ამერიკელებთან. მაგრამ ვისთან, არ მინდა დაკონკრეტება.

მარიამ ჩიქოვანი

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება