ამერიკელი მსახიობი ლინდსი ლოჰანი ციხიდან ვადამდე გაათავისუფლეს: ციხეში მან სასამართლოს მიერ მისჯილი 90 დღის ნაცვლად 14 დღე გაატარა, იტყობინება РИА "Новости".
პატიმრებს, რომლებსაც ლოს-ანჯელესის ქალთა ციხეში არაძალადობრივი დანაშაულის ჩადენისთვის სვამენ, კარგი ყოფაქცევისა და საკმარისი ადგილის უქონლობის გამო, ჩვეულებრივ ვადამდე ათავისუფლებენ.
შეგახსენებთ, რომ 7 ივლისს კალიფორნიის შტატის სასამართლომ მსახიობი პრობაციის პირობების დარღვევაში სცნო დამნაშავედ. ლოჰანი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს და სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ქალაქ ბევერლი-ჰილზის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მარსა რეველმა დაადგინა, რომ 24 წლის ლოჰანი ალკოჰოლის მავნებლობის არცერთ საგანმანათლებლო ლექციას არ დასწრებია. ამ ლექციებზე დასწრება მან 2007 წელს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ ავტომობილის მართვის გამო გამოუწერეს.
მაისის ბოლოს ლოს-ანჯელესის სასამართლომ მსახიობს სისხლში ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების შემადგენლობის დასადგენად ანალიზების რეგულარულად ჩაბარებაც დაავალა. ლოჰანი სპეციალურ "ანტიალკოჰოლურ" სამაჯურს ატარებდა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.