ებრაულმა გაზეთმა "მაარივ"-მა ბოლო გვერდზე შიშველი ლედი გაგას ფოტოები გამოაქვეყნა. ამერიკელი მომღერლის თამამი ფოტოების პირველწყარო ჟურნალი Vanity Fair-ია, რომელიც ცნობილი ადამიანების ცხოვრების შესახებ წერს.
ებრაული გამოცემების გვერდებზე შიშველი ქალების ფოტოები ძალიან იშვიათად იბეჭდება: გამომცემლებს შესანიშნავად ესმით, რომ ამან შესაძლოა რელიგიურ მკითხველთა ნაწილი დააფრთხოს, წერს NEWSru Israel.
თუმცა შიშველი ლედი გაგას ფოტოები ებრაულ პრესაში წელს უკვე მეორედ დაიბეჭდა. 26 მაისს მომღერლის სკანდალური ფოტო, რომელზეც მას სხეულის პიკანტურ ნაწილებს მხოლოდ გაზეთის მყვირალა სათაურები უფარავდა, ებრაულმა ჟურნალმა ”გალერეამ” ჟურნალის გარეკანზე დაბეჭდა.
შარშან ზაფხულში ლედი გაგამ ისრაელში პირველი კონცერტი ჩაატარა. მაშინ მისმა გამოსვლამ გარკვეული რელიგიური დაჯგუფებების აღშფოთება გამოიწვია. ისინი მომღერალსაც და ქვეყნის ხელისუფლებასაც გარყვნილების პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ.
თავად მომღერალი კი აცხადებდა, რომ ის გარყვნილი ცხოვრებით არ ცხოვრობს - უფრო მეტიც, მას საერთოდ არა აქვს სექსი. ტელეარხ MTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლედი გაგამ განაცხადა, რომ ის "celibate"-ია. ეს არის ადამიანი, რომელიც სექსუალურ ცხოვრებაზე უარს ამბობს. მომღერალმა, აივ-ინფექსციის ასე ფართოდ გავრცელების პირობებში, სექსუალური ცხოვრების საფრთხეებზე დაფიქრება თავის თაყვანისმცემლებსაც ურჩია.
როგორც ლედი გაგამ აღნიშნა, ”ძალიან ნორმალურია, როდესაც სექსი იმისთვის არ გჭირდება, რომ თავი კარგად იგრძნო”.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.