Forbes-მა ჰოლივუდის ყველაზე წარმატებული მსახიობების ტოპ-ათეული გამოაქვეყნა

Forbes-მა ჰოლივუდის ყველაზე წარმატებული მსახიობების ტოპ-ათეული გამოაქვეყნა

აშშ-ის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად სანდრა ბალოკი აღიარეს. გასულ წელს მან 56 მლნ დოლარი გამოიმუშავა. 47 წლის ვარსკვლავი ჟურნალ Forbes-ის რეიტინგის სათავეში აღმოჩნდა.

ეს წელი სანდრასთვის საკმაოდ რთული იყო, აღნიშნავს გამომცემლობა. მან ფილმ "უხილავ მხარეში" ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის სამსახიობო კარიერის მანძილზე პირველი "ოსკარი" მიიღო.

მაგრამ ამას მოყვა მეუღლესთან განშორება, სანდრა ღალატის მსხვერპლი აღმოჩნდა. მსახიობი ახლა ნაშვილებ ბავშვს მარტო ზრდის. თუმცა ოჯახური პრობლემების ფონზე მისი ჰონორარები იზრდებოდა. ფილმი "წინადადება", რომლის ბიუჯეტიც 40 მლნ დოლარს შეადგენდა, გაქირავების შედეგად მიღებული შემოსავალი 320 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების რეიტინგში მეორე ადგილს რის უიზერსპუნი იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობი დიდ ეკარანზე 2008 წლიდან არ ჩანდა, 2009 წლიდან 2010 წლამდე მან 32 მლნ დოლარის გამომუშავება შეძლო.

რეიტინგის მესამე ადგილზე კამერონ დიასია. ფინანსურად მისთვის ყველაზე წარმატებული  ჯაშუშების შესახებ გადაღებული ბოევიკი "რაინდი და დღე" აღმოჩნდა, რომელშიც მას პარტნიორობა ტომ კრუზმა გაუწია და ასევე მულტფილმი "შრეკი", სადაც მან ერთ-ერთი პერსონაჟი გაახმოვანა. ამ ორი პროექტის ბიუჯეტმა 2,8 მლრდ დოლარი შეადგინა.

ამერიკელი მსახიობების პირველ ხუთეულში ასევე შევიდნენ ჯენიფერ ენისტონი (27 მლნ დოლარი) და სარა ჯესიკა პარკერი (25 მლნ დოლარი).

გასულ წელს ანალოგიურ რეიტინგში 27 მილიონიანი შემოსავლით ანჯელინა ჯოლი ლიდერობდა. წელს კი ის 20 მილიონიანი შემოსავლით მხოლოდ მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა.

ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების ტოპ-ათეული შემდეგნაირად გამოყურება:

1. სანდრა ბალოკი 56 მლნ

2. რის უიზერსპუნი 32 მლნ

3. კამერონ დიასი 32 მლნ

4. ჯენიფერ ენისტონი 27 მლნ

5. სარა ჯესიკა პარკერი 25 მლნ

6. ჯულია რობერტსი 20 მლნ

7. ანჯელინა ჯოლი 20 მლნ

8. დრიუ ბერიმორი 17 მლნ

9. მერილ სტრიპი 13 მლნ

10. კრისტენ სტიუარტი 12 მლნ

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება