ზაკ ეფრონი: "ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ფანების გარეშე”

ზაკ ეფრონი: "ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ფანების გარეშე”

თვრამეტი წლის ასაკში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობი გახდა, მერე კი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მსახიობ მამაკაცადაც დაასახელეს. ზაკ ეფრონი მომავლის მსახიობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

- ზაკ, აღიარე, რთულია იყო მილიონობით თინეიჯერი გოგონას კერპი?

- სინამდვილეში, ამაში რაღაც მართლაც არის. ვერ ავხსნი, რა... არა, მართლა ძალიან მომწონს გოგონების კერპობა.

- ფანების ბრბო ხშირად გზაზე გეღობება!..

- მერე რა, ეს მაგარია!

- სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცხოვრება ფოტოობიექტივების სამიზნეში სავსებით გაკმაყოფილებს!

- დიახ, როგორღაც შევეჩვიე პაპარაცებს. და იცით, რა არის ყველაზე საინტერესო? პაპარაცების მერე არა ჩემი თაყვანისმცემლები, არამედ მათი დედები მიღებენ ფოტოებს. სახალისოა, არა? გოგონები კი, სხვათა შორის, ხანდახან საკმაოდ მორცხვები არიან.

- არასდროს გქონია სურვილი, დაუსახლებელ კუნძულზე გამგზავრებულიყავი, თუნდაც ცოტა ხნით?

- ყველას დავმალვოდი? არასდროს... ვერც წარმომიდგენია ცხოვრება თაყვანისმცემლების გარეშე!

- უკვე ორ წელზე მეტია ვანესა ჰაჯენსს ხვდები, რომელსაც შენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმის "ნამდვილი მიუზიკლის" გადაღებებზე შეხვდი. შენს ფანებს ალბათ ეს დიდად არ მოსწონთ...

- ისე, ჩემთვის კიდევ უფრო მეტი პოპულარობის მომტანი "თმის ლაქი" იყო... იცით, ბევრი ჩემი თანატოლი კოლეგა სიამოვნებით უზიარებს ჟურნალისტებს თავისი პირადი ცხოვრების პიკანტურ წვრილმანებს. მე არ მივეკუთვნები მათ კატეგორიას. ამიტომ მაპატიეთ, მაგრამ ვანესასთან ურთიერთობების დეტალებზე ვერ გიამბობთ.

- სხვათა შორის, ზოგიერთი შენი თანატოლი კოლეგა დროდადრო ნარკოლოგიურ კლინიკაშიც დადის დასასვენებლად...

- მე ვიცი, მაგრამ აბა მითხარით, ხშირად მხედავთ კლუბებში? მე არ ვმეგობრობ პერის ჰილტონთან და ლინდსი ლოჰანთან. გადაღებების მერე მაშინვე შინ ვბრუნდები.

- მშობლებთან რა ურთიერთობა გაქვს?

- შესანიშნავი. თითქმის ყოველდღე ვურეკავ. იცით, მე სრულიად არატიპური ჰოლივუდელი მსახიობი ვარ.

- სკოლაში თუ სარგებლობდი გოგონებს შორის პოპულარობით?

- არა, აუტსაიდერი ვიყავი, სკეიტითაც კი არ ვსრიალებდი!

- აუტსაიდერი? ხუმრობ?

- ვხუმრობ? მეტრი და სამოცი სანტიმეტრი ვიყავი! წიგნებს ვკითხულობდი და არასდროს არ ვაცდენდი გაკვეთილებს. ვერ ვიტყვი, რომ მოსაწყენი ადამიანის რეპუტაცია მქონდა, მაგრამ გოგონებს შორის რომ ნამდვილად არ ვიყავი პოპულარული, მართალია.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება