ჰოლივუდის მსახიობმა ჯულია რობერტსმა ახლახან დაამთავრა მუშაობა როლზე ფილმში ”ჭამე, ილოცე, გიყვარდეს!” და ფილმის ეკრანებზე გამოსვლის წინ განაცხადა, რომ საკუთარ თავს ინდუიზმის მიმდევრად მიიჩნევს.
”ინდუიზმი ჩემთვის ახლობელი აღმოჩნდა”, - განაცხადა ჯულიამ, იუწყება ”სი-ენ-ენი”. გარდა ამისა, მსახიობმა აღიარა, რომ მთელი მისი ოჯახი დადის ტაძარში, რათა ”იმღეროს, ილოცოს და ღმერთს ემსახუროს”.
ჯულია ქრისტიანთა ოჯახში დაიბადა, თუმცა ახლა საკუთარი ახალი რწმენის სწავლებით, გარდაცვალების შემდეგ რეინკარნაციისთვის ემზადება.
”ღმერთია მოწმე, ამ ცხოვრებაში ისე გამაფუჭეს მეგობრებმა და ოჯახმა! მომავალ ჯერზე მინდა რაიმე უფრო მშვიდ და მეორეხარისხოვან არსებად მოვევლინო ქვეყანას”, - განაცხადა 42 წლის ვარსკვლავმა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.