შონ პენმა ოჯახი დაანგრია

შონ პენმა ოჯახი დაანგრია

ჰოლივუდის მსახიობი, ”ოსკარის” ორგზის მფლობელი შონ პენი  მეუღლეს რობინ რაიტს გაეყარა, - იუწყება ContactMusic.

წყვილის განქორწინების პროცესი ჯერ კიდევ 22 ივლისს დასრულდა, თუმცა ეს ინფორმაცია მასმედიაში მხოლოდ ახლა მოხვდა.

პენმა და რაიტმა განქორწინება აქამდე ორჯერ, პირველად 2007 წელს, მეორედ - 2009 წელს სცადეს, თუმცა შონი მეუღლეს ორივეჯერ შეურიგდა.

ეს მათი მესამე მცდელობა იყო, რომელიც ”შედეგიანად”  დასრულდა.

რობინ რაიტი პენის მეორე ცოლია, რომელთანაც მსახიობმა 14 წელი იცხოვრა. მათ ორი შვილი 19 წლის დილანი და 16 წლის ჰოპერი ჰყავთ.

შონ პენის პირველი მეუღლე ლეგენდარული მომღერალი მადონა იყო.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება