შიშველმა ენრიკე იგლესიასმა წყლის თხილამურებით ისრიალა

შიშველმა ენრიკე იგლესიასმა წყლის თხილამურებით ისრიალა

ესპანელმა მომღერალმა დადებული პირობა შეასრულა და ფლორიდის სანაპიროზე დედიშობილამ წლის თხილამურებით გაისეირნა. ეს ფაქტი მაიამისთან ახლოს მოხდა, იტყობინება Тmz.com.

იგლესიასმა პირობა დადო, რომ თუ ესპანეთის ნაკრები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას მოიპოვებდა, შიშველ მდგომარეობაში წყლის თხილამურებით გაისეირნებდა.

"დავთვრები და ფლორიდაში წყლის თხილამურებით შიშველი გავისეირნებ", განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა. 

როდესაც ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიო თასი მოიპოვა, თაყვანისმცემლებმა ენრიკეს დანაპირები შეახსენეს. "სანაძლეო სანაძლეოა", - განუცხადა ჟურნალისტებს მომღერლის წარმომადგენელმა და ამით მიანიშნა, რომ ენრიკე საკუთარი სიტყვის უკან წაღებას არ აპირებდა.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება