ლედი გაგას ბიოგრაფიულ ფილმში გადაიღებენ

ლედი გაგას ბიოგრაფიულ ფილმში გადაიღებენ

ლედი გაგას სრულმეტრაჟიან ბიოგრაფიულ ფილმში გადაიღებენ, რომელიც მომღერლის ცხოვრებას მიეძღვნება, იტყობინება ვებ-საიტი Gigwise.

პოპ-ვარსკვლავი შთაგონების წყაროდ მაიკლ ჯექსონის ფილმ ” Moonwalker”-ს მიიჩნევს, რომელიც კინოეკრანებზე 1988 წელს გამოვიდა. საათნახევრიანი ქრონომეტრაჟის ფილმის სიუჟეტი მომღერლის ცხოვრებას ქრონოლოგიურად არ ასახავს. სურათი ცალკეული მოკლე ისტორიებისგან შედგება და თითოეულ მათგანში მთავარ როლს მომღერალი შეასრულებს.

გარდა ამისა, ფილმის რამდენიმე ფრაგმენტი ვიდეოკლიპად დამზადდება. აღსანიშნავია, რომ ლედი გაგას მრავალი ვიდეოკლიპი ("Alejandro", "Telephone", "Just Dance", "Poker Face", "Bad Romance") ჰიტად იქცა.

ლედი გაგას შესახებ ფილმის რეჟისორი, შესაძლოა, ბრაიან სინგერი იყოს, რომელიც ”იქს-ადამიანების” პირველი ორი სერიისა და ”ოპერაცია ”ვალკირიას” რეჟისორია. ფილმის სახელწოდებისა და გადაღებების დაწყების თარიღი ჯერჯერობით არ სახელდება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება