ბათუმის "მიუზიკ ჰოლში" 20 აგვისტოს დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით ჯგუფი "შინ" უკვე თბილისშია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" კონცერტის ორგანიზატორმა, "პალიტრა მედიის" წარმომადგენელმა ნინო მურღულიამ განუცხადა, ჯგუფი თბილისში კონცერტის სხვა მონაწილეებთან - ბუბა მურღულიასთან და ლექსო ჭუმბურიძესთან ერთად რეპეტიციებს გაივლის.
აღნიშნულ კონცერტზე წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ქართული პროგრამა.
"შინ"-ის ლაივ-კონცერტი 20 აგვისტოს, 22:00 საათზე, ბათუმის "მიუზიკ ჰოლში" გაიმართება. ბილეთების ღირებულება 20 და 50 ლარია.
ჯგუფ "შინ"-ის კონცერტი "პალიტრა მედიისა" და ჟურნალ "ბომონდის" ერთობლივი პროექტის - "ჩვენი ხმების საგანძური", ფარგლებში იმართება. პროექტი ერთი წლის განმავლობაში გააერთიანებს 12 CD-ის, "ბომონდის" ყოველ ნომერთან ერთად მკითხველი მიიღებს ცნობილი ქართული ჯგუფებისა და ქართველი შემსრულებლების თითო დისკს.