უკვე კარგა ხანია გავრცელებულია აზრი, რომ რუსეთის მთელი ელიტა, მედიცინის თუ შოუბზინესის სფეროში, ქართველები არიან. ალბათ მართლაც ასეა, რუსეთში თითქმის ყველა სფეროში მოძებნით ერთ-ორ წარმატებულ ქართველს მაინც, რომელთაც აღლუმი მიჰყავთ. ვახტანგ კალანდაძეს უდავოდ მათ შორისაა.
ცნობისთვის, ბიტბოქსის გამომგონებლად დოგ ფრეში მიიჩნევა, თუმცა ანალოგიური ტექნიკა ადრეც გამოიყენებოდა. სახელწოდება წამოვიდა დრამ-მანქანების მიბაძვიდან, რომელთა შორის პირველად ცნობილი იყო ბეატბოხეს-ები. ჰიპ-ჰოპ კულტურის მეხუთე ელემენტად წოდებულ ბიტბოქსში რომ წარმატებული იყო, მარტო ნიჭი არ არის საკმარისი, ბევრი რამ უნდა უთავსდებოდეს ერთმანეთს. მოწოდება ადრეულ ბავშვობაშივე ჩნდება.
"სამი წლის ასაკში ჩემი აუდიტორია ჩიტები იყვნენ, რომლებიც ჩვენი სახლის საპირისპირო მხარეს, ხეზე შემომსხდარიყვნენ და მე, აივანზე სიმღერების შესასრულებლად გამოსულს მისმენდნენ, - ამბობს ვახტანგი, - როცა ჩემმა მშობლებმაც შეამჩნიეს, საქართველოს სახალხო გუნდში მიმიყვანეს. ცხრა წლისა რუსეთში გადმოვედი საცხოვრებლად, სადაც მამაჩემმა, დრამერმა, ბიტბოქსს მაზიარა. ამ ხელოვნებამ ისე მომხიბლა, გამუდმებით ვხვეწდი ჩემს შესაძლებლობებს და თან პარალელურად გნესინების სკოლაში ვსწავლობდი ვოკალის განხრით".
ახალ-ახალი უნარების ათვისებისას და ახალი იდეების დამუშავებისას ვახტანგ კალანდაძე ისე დაოსტატდა, რომ საუკეთესოთა შორის საუკეთესო გახდა. დღეს ის მოსკოვის ყველა პრესტიჟული კლუბის სასურველი სტუმარია, მისი მოღვაწეობის შესახებ კი უკვე არაერთხელ დაიწერა პრესაში.
საკუთარ სოლოგამოსვლებთან ერთად ვახტანგ კალანდაძემ თავის შოუში, რომელიც ამას წინათ მუსიკის სახლში ჩატარდა, თანამედროვე ნომრებიც ჩასვა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან სოსო პავლიაშვილი, ტიმურ როდრიგესი, ირაკლი... შოუს უამრავი მაყურებელი დაესწრო და მაყურებელმა კიდევ ერთხელ დაუმტკიცა ვახტანგ კალანდაძეს, რომ მისი ფავორიტია, ბიტბოქსი კი რუსეთში სულ უფრო და უფრო მეტ პოპულარობას სწორედ მისი წყალობით იძენს.
ლელა ზურებიანი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)