მადონა ქორწილს რუსეთში გადაიხდის

მადონა ქორწილს რუსეთში გადაიხდის

მადონა საქორწინო ცერემონიის გამართვას სანკტ-პეტერბურში აპირებს. მომღერლის წარმომადგენლებმა სტრელნში მდებარე კონსტანტინეს სასახლის ადმინისტრაციას ორი დღით შენობის დაქირავების თხოვნით მიმართეს, იტყობინება ჟურნალი "პაპარაცი".

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მადონა ამ შენობაში ხესუს ლუისთან დაქორწინებას აპირებს. ხესუს ლუისი მადონასთან შედარებით 30 წლით ახალგაზრდაა. ისინი ქორწილს სექტემბერში გეგმავენ.

მადონა დარწმუნდა, რომ სანკტ-პეტერბურგში შესაძლებელია შეუმჩნეველი დარჩე, ამასთან მისთვის ძალიან სასიამოვნო იქნება იქ ქორწინება, სადაც ოფიციალურ შეხვედრებს პრეზიდენტი მედვედევი და პრემიერი პუტინი მართავენ.

გარდა ამისა, მადონამ მეგობრებისგან რეკომენდაციაც მიიღო: ელტონ ჯონმა, სტინგმა და თინა ტერნერმა პეტერბურგში "ზღაპრული წვეულებები" უკვე გამართეს. როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში ქორწინების წინააღმდეგი არც ლუისი იქნება, რადგან მას ძალიან ხიბლავს რუსეთი.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება