მოდის კრიტიკოსებმა ჯერ კიდევ ვერ დაივიწყეს 2001 წელი, როცა "ოსკარის" ცერემონაიზე ბიორკი თეთრი გედის კოსტიუმში გამოწყობილი მივიდა, ექსტრავაგანტური მომღერალი კი კვლავაც აოგნებს მათ წარმოსახვას.
ზღაპრის "მუმი-ტროლი და კომეტა" პრემიერაზე ჰელსინკში ისლანდიელი მომღერალი თავის ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა გაუგონარ სამოსში, რომელიც მოდის კრიტიკოსებმა მაშინვე შეიტანეს სიაში, როგორც "ყველაზე უგემოვნო". ამ კრიტიკულ მოსაზრებას ძნელია არ დაეთანხმო - სამოსი ბიორკს "არაჩვეულებრივი ჰალკის" მეგობარ ქალს ამსგავსებდა.
კიდევ კარგი, მის 9 წლის ქალიშვილ ისადორას მაინც არ ეცვა ასე სასწაულად, როგორც ჩანს, დედას მის ჩაცმულობაზე ჯერ არ მოუხდენია გავლენა.
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)