ტელეკომპანია NBC და მილიარდერი დონალდ ტრამპი, რომლებიც სილამაზის საერთაშორისო კონკურსის ”მის მსოფლიოს” ორგანიზატორები არიან, სკანდალში გაეხვნენ. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტრამპმა Miss Universe-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, შიშველი კონკურსანტების ფოტოები განათავსა, სადაც მათი სხეულის პიკანტური ადგილები მხოლოდ წარწერებით იყო დაფარული.
კრიტიკოსებმა ტრამპი გოგონების ”სექსუალურ ექსპლუატაციაში” დაადანაშაულეს და გაიხსენეს, თუ როგორ ართმევდა თავად ტრამპი წინათ იმ ლამაზმანებს ტიტულს, რომლებიც ასეთ შეუფერებელ ფოტოსესიაში მონაწილეობდნენ.
თავად ორგანიზატორები კი აცხადებენ, რომ მათ მიერ ბოდი-არტის სტილში გაკეთებული ფოტოსესია სულაც არ არის ნორმების დარღვევა.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.