33 წლის ჰოლივუდის მსახიობი ლივ ტაილერი ცოლად თავის მწვრთნელს, დევიდ ჰირშს მიჰყვება. წყვილმა ერთმანეთი ორი წლის წინ გაიცნო, როცა დევიდი ლივის პირადი ინსტრუქტორი გახდა.
წყვილმა ნიშნობა ნიუ-ჯერსიში, კლუბ Westwood-ში გადაიხადა, სადაც მსახიობის უახლოესი მეგობრები იყვნენ შეკრებილნი.
ტაილერი ჰირშთან რომანს დღემდე საგულდაგულოდ მალავდა, თუმცა ნიშნობის შემდეგ საზოგადოებაში საქმროსთან ერთად გამოჩნდა.
ახლახანს მსახიობმა საკუთარი რჩეული მამას, ცნობილი როკ-ჯგუფის Aerosmith-ის სოლისტს სტივ ტაილერს წარუდგინა.
”როცა ვხედავ როგორი ბრწყინავს ჩემი ქალიშვილი, როგორ უნდა შევუშალო ხელი? მინდა აღვნიშნო, რომ დევიდი ღირსეული ადამიანია და ერთად ისინი ბედნიერები არიან”, - განაცხადა სტივ ტაილერმა.
”ჩემი და დევიდის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ბედნიერება ერთად ცხოვრების დაწყება იყო, ყველაზე დაძაბული მომენტი კი, როდესაც სახლიდან გამოსულებს პირფერობა გვიწევდა, თითქოს ერთმანეთს საერთოდ არ ვიცნობდით. ახლა კი თავს უბედნიერეს ქალად ვთვლი, რადგან ის პერიოდი დასრულდა და თამაში აღარ გვიხდება”, - განაცხადა ლივმა.
წყვილმა ურთიერთობა საიდუმლოდ წელიწადზე მეტხანს შეინახა, რითაც ზედმეტი ჭორაობა აიცილა თავიდან.
შეგახსენებთ, რომ ლივ ტაილერი პირველ ქმარს მუსიკოს რაისტონ ლენგდონს გაეყარა და თითქმის მაშინვე იპოვა თავისი რჩეული. პირველი ქორწინებიდან მას ვაჟი, მილო ჰყავს.
მომზადებულია missus.ru-ს მიხედვით.