"დაკარგულების" ვარსკვლავი დიდ კინოში იკვლევს გზას

"დაკარგულების" ვარსკვლავი დიდ კინოში იკვლევს გზას

"დაკარგულების" ვარსკვლავი მეგი გრეისი სულ მალე გაი პირსთან ერთად გამოჩნდება ფანტასტიკურ ტრილერში Lock Out. გარდა ამისა, მეგი რამდენიმე გახმაურებულ პროექტშიც გამოჩნდა, მათ შორის "ფრენის გაკვეთილებსა" და "დღის რაინდში", სადაც კამერონ დიასსა და ტომ კრუზს გაუწია პარტნიორობა.

მარგარეტ გრეის დენიგი 1983 წლის 21 სექტემბერს დაიბადა აშშ-ში, ქალაქ უოტინგტონში. მისი მშობლები საიუველირო ბიზნესით იყვნენ დაკავებული და 200-წლოვან სახლში ცხოვრობდნენ. მეგი უორტინგტონის ქრისტიანულ სკოლაში სწავლობდა, სადაც პირველად გამოავლინა სამსახიობო ნიჭი და სასკოლო პიესებსა და სამოყვარულო თეატრშიც მოსინჯა ძალები.

16 წლის იყო, როცა მისი მშობლები გაიყარნენ. მეგიმ სწავლა მიატოვა, რათა დედასთან ერთად ლოს-ანჯელესში გამგზავრებულიყო, მისი უმცროსი და-ძმა კი მამასთან დარჩა საცხოვრებლად.

მეგისა და დედამისს დალხენილი ცხოვრება არ ჰქონიათ, ხშირად ყოველ თვე ახალ-ახალი ბინის ქირაობა უწევდათ და ძლივს გაჰქონდათ თავი. თუმცა მეგიმ მალე იშოვა აგენტი და სამსახიობო ოსტატობის კურსებზეც ჩაეწერა. 2001 წელს პირველი როლი მიიღო რადიო-სერიალში. ამას კიდევ ერთი სერიალი მოჰყვა, 2002 წელს კი გამოჩნდა ტელეფილმში "მკვლელობა გრინვიჩში", რომელიც 15 წლის მარტა მოკსლის მკვლელობის რეალურ ამბავზე იყო დაფუძნებული. გრეისი "ახალგაზრდა მსახიობის" პრემიაზე იყო ნომინირებული.

ამის შემდეგ სხვადასხვა სერიალსა და ფილმში ეპიზოდურ თუ მეორეხარისხოვან როლებში გამოჩნდა, 2004 წელს კი "დაკარგულების" პირველი სერიის სცენარი გაუგზავნეს, სადაც შერონ რუტერფორდის როლი მიიღო. 2005 წელს ამ როლისთვის თინეიჯერთა ჯილდოზეც იყო წარდგენილი, მაგრამ ევა ლონგორიასთან დამარცხდა.

"დაკარგულებში" მონაწილეობისასვე, ჰავაიზე მყოფმა მოაწერა ხელი კონტრაქტს ფილმში "ნისლი" როლის შესრულებაზე. ამ სურათის ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ჟურნალ "მაქსიმის" ცხელ ასეულში სასურველ ქალებს შორის 27-ე ადგილი დაიკავა.

მერე იყო როლი დამოუკიდებელ ფილმში "გოგონა გარეუბნიდან", სარა მიშელ გელართან და ალეკ ბოლდუინთან ერთად, 2008 წელს გამოჩნდა ტრილერში "მძევალი", ლაიამ ნილსონთან ერთად, რომელიც იმ მსახიობებს შორის იყო, რომლებთან თამაშზეც მეგი ოცნებობდა.

ახლახან დასრულდა გადაღება ფილმისა "მელისა საოცრებათა ქვეყანაში", რომელიც ლუის კეროლის "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" თანამედროვე ადაპტაციაა. ასევე მის წლევანდელ მონაგარშია "ფრენის გაკვეთილები" და "დღის რაინდი".

რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, ხმები დადის მისი და "დაკარგულებში" მისი პარტნიორის, მსახიობ იენ სომერჰოლდერის ურთიერთობების შესახებ, თუმცა მეგი ამბობს, რომ იენი მისთვის მხოლოდ მეგობარია. თანაც, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ნაადრევად მიაჩნია სერიოზულ ურთიერთობებზე ფიქრი.

2008-2009 წლებში ცოტა ხანს ხვდებოდა მლეიკ მიკოსკის, ამერიკელ ბიზნესმენს, თუმცა არც მასთან გაუბია სერიოზული ურთიერთობები.

მეგის უყვარს შემოდგომა, მარწყვი და სასაცილო ფეხსაცმელები, ზრდის კატას სახელად რუს, რომელიც "დაკარგულებზე" მუშაობის დროს ჯუნგლებში იპოვა. მეგი ბევრს კითხულობს და იმაზე ფიქრობს, რომ ოდესმე მწერლობას დაიწყებს.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება